Home » 2021 » May » 24

Daily Archives: May 24, 2021

რიონის ხეობის მცველების პროტესტი რომ არა მხოლოდ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტია, ესეც ნელ-ნელა უფრო ცხადი ხდება – ნიკოლეიშვილი

რიონის ხეობის მცველების პროტესტი რომ არა მხოლოდ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტია, ესეც ნელ-ნელა უფრო ცხადი ხდება – ნიკოლეიშვილი ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ნამახვანჰესის საწინააღმედგო აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ, ვინ და რა მიზნით დაგეგმა აქცია. ნიკოლეიშვილის შეფასებით, აღნიშნული პროტესტი მხოლოდ ნამახვანჰესის წინააღმდეგ არაა მიმართული: „ვინ, როგორ და რა მიზნით დაგეგმა ეს აქცია, ამით აუცილებლად შესაბამისი სამსახურები ...

Read More »

გვიდიანი გოლეთიანზე: “ეს უკვე არა ჰესის , არამედ ქვეყნის მიმართ პროტესტია”

ეკონომისტი, ანდრია გვიდიანი “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, ვარლამ გოლეთიანის მიერ გაკეთებულ მოწოდებას, იმის თაობაზე, რომ 26 მაისს ხალხი მათ აქციაზე უნდა მივიდეს და არა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე, სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს უკვე არა ჰესის , არამედ ქვეყნის მიმართ პროტესტია. გვიდიანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “მოიცა, მოიცა, ეს ნამდვილად თქვა?! ნეტა გააზრებული აქვს საერთოდ რაზე ლაპარაკობს და ...

Read More »

ნამახვანი ჩვენი სტრატეგიული პროექტია და მასთან ერთად უამრვი პროექტია გაჩერებული – გიორგი ჩიქოვანი

ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი აცხადებს, რომ “ნამახვანჰესის” მშენებლობასთან ერთად, პროექტების, დაახლოებით, 80%-ია შეჩერებული. ასევე, გიორგი ჩიქოვანი ამბობს, რომ მხოლოდ “ნამახვანჰესი” ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ამის შესახებ მან “დღის კურიერის” ეთერში ისაუბრა. “მხოლოდ “ნამახვანჰესი” ვერ უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, თუმცა ნამახვანი ჩვენი სტრატეგიული პროექტია და მასთან ერთად, სამწუხაროდ უამრავი პროექტია გაჩერებული – დაახლოებით, 80 პროექტია შეჩერებული. ჩვენი ...

Read More »

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

„ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი, კერძოდ, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. „ჩვენ, რადგან გვაქვს სცენა მოწყობილი რესპუბლიკის მოედანზე და კარვები გვაქვს გაშლილი, ბუნებრივია, იმ ტერიტორიას ვერ დავტოვებთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიძრათ რესპუბლიკის მოედნისკენ და იქ, რუსთაველის ქუჩა გადაიკეტება დღეს ჩვენგან და არ გაიხსნება. ...

Read More »

უფრო სწრაფი ვიდრე PCR ტესტი – ძაღლები კოვიდინფიცირებულს წამში აღმოაჩენენ

უფრო სწრაფი ვიდრე PCR ტესტი და უფრო ზუსტი – უახლესი იარაღი Covid-19 წინააღმდეგ, ოთხი ფეხითა და სველი ცხვირით. როგორც გამოცემა “გარდიანი” წერს, ორშაბათს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანები გამოირჩევიან მკაფიო სუნით, რომლის იდენტიფიცირება მაღალკვალიფიცირებულ [გაწვრთნილ] ძაღლებს შეუძლიათ, თანაც ზუსტად. თალა [Tala] ექვსი ძაღლიდან ერთ-ერთია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კოვიდიანი ადამიანების გამოვლენის კვლევაში. კვლევამ დაადგინა, რომ ძაღლებს Covid-19-ის დაფიქსირება 94,3%-ით ...

Read More »

26 მაისს მოდით ჩვენთან და არა აღლუმზე – გოლეთიანი მოსახლეობას მიმართავს

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი 26 მაისს საპროტესტო აქციას აანონსებს და მოუწოდებს თბილისის მოსახლეობას „რიონის ხეობის მცველებს“ მხარდაჭერა გამოუცხადონ. „ჩვენ მოვედით ადგილზე, სადაც ის უკანონობა კანონდება, რაც რიონში ხდება. როდესაც ვამბობთ, რომ ნამახვანჰესი არის სისტემური პრობლემების სახე, ამაში ერთ-ერთი არის მიწის კანონი, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ საერთო რესურსი არასწორად და არამართლზომიერად განიკარგოს. ჩვენი პროტესტი არ გულისხმობს, მხოლოდ იმას, რომ ...

Read More »

ილია ძოწენიძე: ბიზნესმენი არ ვარ, „გაზპრომში“ ვმუშაობ

“მე ვარ სოფელ რიონის მცხოვრები, ვარ რიონის ხეობიდან, რაც ხდება დღეს, ჩემთვის ეს ყველაფერი მიუღებელია”, – ამის შესახებ ილია ძოწენიძემ განაცხადა. „მე მოსკოვში ბიზნესი არ მაქვს, ვმუშაობდი „გაზპრომში“ და ახლაც ვმუშაობ. მე ბიზნესმენი არ ვარ. აქ იმიტომ ვარ, რომ ყველაფერს ვხედავ რა ხდება, ხვალიდან ან ზეგიდან მივიღებ გადაწყვეტილებას, რა უნდა გავაკეთო“, – განაცხადა ილია ძოწენიძემ. რუსეთში მცხოვრები ილია ძოწენიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, ...

Read More »

ირაკლი ლექვინაძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლები და დარგის ექსპერტები. სააგენტოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა 2020 წელს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, მისი აღსრულების მექანიზმებზე, მიღებულ გადაწყვეტილებებსა და შედეგებზე. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ყველაზე მეტი კითხვა ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების ...

Read More »

„ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

„ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. ამ წუთებში ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლამდე მსვლელობით „რესპუბლიკის მოედნიდან“ თაბუკაშვილის ქუჩის გავლით მივიდნენ. აქციის მონაწილეები საზოგადოებას მიმართავენ, შეურთდნენ მათ აქციას და სკანდირებენ: „გამოდი“, „გამოდი“. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტრო სწორედ იუსტიციის სახლშია განთავსებული.

Read More »

სოსო ფხაკაძე – მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებები 1 წლით გადავადდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების გადავადებაზე იმსჯელეს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ცნობით, შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა, ნინო თანდილაშვილმა და სოლომონ პავლიაშვილმა ბიზნესს გააცნეს მთავრობის გადაწყვეტილება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების გადავადების თაობაზე. მათი ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა, რომ „რეფორმა არ ჩერდება და პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. ამასთან, მთავრობამ გაითვალისწინა პანდემიის ...

Read More »