Home » 2021 » May » 22

Daily Archives: May 22, 2021

რატომ შეხვდა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი “რიონის მცველებს” და რატომ წააშლევინა ჟურნალისტს ფოტოები

რატომ შეხვდა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი “რიონის მცველებს” და რატომ წააშლევინა ჟურნალისტს ფოტოები რიონის ხეობაში, სადაც “ნამახვანჰესის” მშენებლობას აპროტესტებენ, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ილია ძოწენიძე კვლავ გამოჩნდა. თუმცა, ამჯერად, მედიის მიმართ აგრესიულობით გამოირჩეოდა. მაშინ, როცა ის “რიონის მცველებს” ხვდებოდა და მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მედიაჰოლდინგ “კვირას” გადამღები ჯგუფი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი თავის თანამოაზრეებთან ერთად “კვირას” ოპერატორს თავს დაესხა ...

Read More »

ვეგანმა აქტივისტებმა McDonald’s-ის მიწოდების ცენტრები დაბლოკეს

ცხოველთა უფლებების აქტივისტებმა დიდ ბრიტანეთში McDonald’s-ის 1,300-მდე რესტორანს ბურგერების მიწოდება დაუბლოკეს. ვეგანი აქტივისტები ამ გზით ცდილობენ დაარწმუნონ სწრაფი კვების გიგანტი მიიღოს მთლიანად მცენარეული მენიუ. Animal Rebellion-ის 50-მა აქტივისტმა დიდი ბრიტანეთში კომპანიის ოთხივე მიწოდების ცენტრი დაბლოკა. ორგანიზაციამ ამისთვის სატვირთო მანქანები და ბამბუკის კონსტრუქციები გამოიყენა. ჯგუფი პროტესტის გაგრძელებას ადგილზე მინიმუმ 24 საათის განმავლობაში აპირებს. BREAKING NEWS (pls share!). Around 50 Animal Rebellion ...

Read More »

მასკი რუსეთში Tesla-ს ქარხნის აშენებას განიხილავს – მოსკოვი ტექნო გიგანტს ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს

რუსეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის სამინისტრო ილონ მასკს მოსკოვში იწვევს, რათა იქ “ტესლას” ქარხნის გახსნა განიხილონ. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მასკს შეუძლია რუსეთში სახელმწიფო დახმარების პროგრამით ისარგებლოს. ”ჩვენ დიდად ნასიამოვნები ვართ, რომ შევიტყვეთ თქვენ განიხილავთ ქარხნის აშენებას რუსეთში”, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გაკეთებულ ტვიტში. Dear @Elonmusk, we were delighted to learn that you are considering building a factory in Russia. By the ...

Read More »

ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში 9 ახალი მილიარდერი გაჩნდა

კორონავირუსის ვაქცინის გაყიდვის შემდეგ, მწარმოებელმა კომპანიებმა მილიარდები გამოიმუშავეს. ამის შესახებ CNN წერს. ყველაზე მეტად, შემოსავლები გაეზარდა ამერიკული Moderna-ს გენერალურ დირექტორს სტეფან ბანსელს. ასევე სოლიდური მოგება ნახა BioNTech-ის დირექტორმა უგურ შაჰინმა, რომელმაც ვაქცინა Pfizer-თან ერთად დაამზადა. მათი შემოსავალი $4 მილიარდს შეადგენს. ასევე მილიარდერები გახდნენ კომპანია CanSino Biologics-ს ხელმძღვანელები, რომლებიც Moderna-ს პირველი ინვესტორები გახდნენ. ამ კომპანიის აქციებზე ფასი გაიზარდა. საერთო ჯამში 9 ახალი მილიარდერის ქონება $19,3 მილიარდად შეფასდა. ორგანიზაცია People’s Vaccine Alliance-ს წევრების განცხადებით, ეს თანხა 780 მილიონი ადამიანის ...

Read More »

მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იქნება

როგორც „ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნება. „ქართული ოცნების“ ლიდერები აჭარაში პარტიის მხარდაჭერებს ხვდებიან, სადაც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეთანხმდნენ, რომ დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი პაარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლებს და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნება. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ქვრივიშვილს ტურიზმის, კურორტების და ავიაციის საკითხები ჩაბარდება.

Read More »

„არ ვაპირებ პარლამენტში შესვლას, უარს ვამბობ ყველანაირ თანამდებობასა და პარლამენტარის ხელფასზე”

პარტია „პროგრესი და თავისუფლების” ლიდერი კახა ოქრიაშვილი პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს რომ ის უარს ამბობს თანამდებობასა და პარლამენტარის ხელფასზე. „მინდა საზოგადოებას გავუზიარო ჩემი მოსაზრება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხთან დაკავშირებით. პირველ რიგში, გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, ჩაატაროს კვლევა და ჰკითხოს აზრი საკუთარ ამომრჩეველს. კიევში მელიასთან და სააკაშვილთან შეხვედრაზე, რომელსაც ვესწრებოდი, როგორც პარტნიორი პარტიის „პროგრესი და თავისუფლება” ლიდერი, ეს ...

Read More »

ილჰამ ალიევი: იქნებ დადგა დრო სამმხრივი თანამშრომლობისთვის – აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთი

”პოსტკონფლიქტური განვითარება მნიშვნელოვანი სფეროა. ამავე დროს, მე მჯერა, რომ სამხრეთ კავკასიაში კონტაქტების ტესტირება შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი. დღეს აზერბაიჯანს აქვს კავშირი საქართველოსთან, სომხეთსაც აქვს ურთიერთობა საქართველოსთან, მაგრამ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არანაირი კონტაქტი და თანამშრომლობა არ ყოფილა. იქნებ დადგა დრო, რომ განიხილონ სამმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობა”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ნიზამი გიანჯავის საერთაშორისო ცენტრის ვიდეო ფორმატში ორგანიზებულ დისკუსიაზე “სამხრეთ ...

Read More »

რომან გოცირიძე: 23 მაისს თბილისში ჩვენი საზოგადოების უმწიფრობის სურათს ვიხილავთ – „არ აშენდეს ქვეყანაში ჰესები”

“ხელისუფლებამ თავისი უუნარობის და პირადი ინტერესების, მათ შორის ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესების გამო ძირი გამოუთხარა ქვეყნის ენერგეტიკას და სხვა ქვეყნებზე დამოკიდებული გახადა.” ამის შესახებ “ნაციონალური მოძარაობის” წევრი რომან გიცირიძე, სოციალურ ქსელში 23 მაისს დაგეგმილი აქციის შესახებ წერს. “23 მაისს თბილისში ჩვენი საზოგადოების უმწიფრობის სურათს ვიხილავთ, სადაც მისი “პროგრესული” და “რეგრესული” ნაწილი ერთი მავნე მიზნის ირგვლივ გაერთიანდება: “არ აშენდეს ქვეყანაში ჰესები”. საქართველოში ...

Read More »

ანა დოლიძემ პარტია „ხალხისთვის“ დააფუძნა

ანა დოლიძემ პარტია „ხალხისთვის“ დააფუძნა. დამფუძნებელ ყრილობაზე დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარედ, თავად დოლიძე აირჩიეს, ყრილობაზე დამტკიცდა პარტიის პოლიტიკური საბჭო და სარევიზიო კომისია. მიიღებს თუ არა პარტია მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, ეს მოგვიანებით, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი. პარტიის ძირითადი ფასეულობა და მიზანი ადამიანის ღირსების აღდგენა, სოციალურ თანასწორობა და მოქალაქეების განვითარებაა.

Read More »

გენადი არველაძე – უნგრულ კომპანიებს საქართველოში ერთობლივი ბიზნეს საქმიანობის დაწყებისთვის 150 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყენება შეეძლებათ

„ვაჭრობა, ენერგეტიკა, ინვესტიციები, ტურიზმი, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა – ეს ის სფეროებია, სადაც ჩვენ ვხედავთ თანამშრომლობის გაღრმავების დიდ პოტენციალს უნგრეთთან,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც თბილისში გაიმართა. გენადი არველაძის განცხადებით, კომისიის სხდომაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უნგრეთის ბიზნეს წრეებისთვის საქართველოს ეკონომიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და ქართულ – უნგრული ბიზნეს ...

Read More »