Home » 2021 » May » 20

Daily Archives: May 20, 2021

კომუნიკაციების კომისია „კავკასუსისგან“ უკანონოდ გასხვისებული 100%-იანი წილის დაბრუნებას ითხოვს

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ სამართალდამრღვევად კიდევ ერთხელ სცნო და კომპანიას უკანონოდ გასხვისებული 100%-იანი წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის სამთვიანი ვადა განუსაზღვრა. 22 მარტს კომუნიკაციების კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ 49% წილის უკანონოდ გასხვისების შემდეგ, „კავკასუს ონლაინმა“ ასევე უკანონოდ, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე 51% წილი კომპანია „Weco Investments and Finance S.A“-ს მიჰყიდა. კომპანია „Weco Investments and Finance S.A.“-ის 100% წილის მფლობელი პარტნიორი ბრიტანეთის ...

Read More »

ეროვნული ბანკი “მიმდინარე მაკროეკონომიკურ მიმოხილვას” აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით,”საფინანსო სექტორის მიმოხილვისა” აგრძელებს და “მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვას” აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. უწების ინფორმაციით, მიმოხილვაში დეტალურადაა მოცემული, ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ინფორმაცია ანალიტიკური ცხრილებისა და დიაგრამების სახით. „გამოცემების მიზანია, ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა. მაისის თვის ანგარიშების ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე “კვლევებისა ...

Read More »

„ბორჯომის“ ციფრები და მფლობელები

„ბორჯომის“ ციფრები და მფლობელები “აიდიეს ბორჯომი საქართველოს” შემოსავალმა 2019 წელს $140.17 მილიონი შეადგინა, ხოლო მისი წმინდა მოგება $17.3 მილიონი იყო. აღნიშნული კომპანია ისეთ ბრენდებს აწარმოებს, როგორიცაა “ბორჯომი”, “ლიკანი”, “ბაკურიანი” და “მიტარბი”. ცნობისთვის, “აიდიეს ბორჯომი“ გლობალური კომპანიაა, რომლის პროდუქციაც 40-მდე ქვეყანაში იყიდება. ქვეყნების მიხედვით, კომპანიის 2019 წლის გაყიდვები შემდეგნაირად ნაწილდება: რუსეთი – $59 მილიონის შემოსავალი; საქართველო – $37.5 მილიონის შემოსავალი; ბალტიისპირეთის ქვეყნების შემოსავალი – $14.6 მილიონი; ყაზახეთი – $11.7 ...

Read More »

პუტინი დაჰპირდა ყველას “კბილების ჩამტვრევას”, ვინც რუსეთს “უკბენს”

“არამეგობრულად განწყობილები ცდილობენ შეაჩერონ რუსეთის განვითარება, მაგრამ სამხედრო ძალების წყალობით ქვეყანას შეუძლია ყველას მკაცრად უპასუხოს”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, ყოველთვის ერთი და იგივე ხდება: “როგორც კი რუსეთი ძლიერდება, დაუყოვნებლივ იძებნება მისი განვითარების შეზღუდვის მიზეზები”. “ყველას სურს სადმე დაგვკბინოს ან რამე მოგვაჭამოს, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, ვინც ამას აპირებს, ყველას კბილებს დავაცლით ისე, რომ მათ ...

Read More »

ანტონ ობოლაშვილი – კომპანია „ბორჯომის“ ხელმძღვანელობა მზადაა, ანაზღაურებასთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდეს

მაჟორიტარი დეპუტატის ანტონ ობოლაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საწარმო მზად არის, აქციის მონაწილეების მოთხოვნები მათთან ერთად განიხილოს, გაფიცულები პრინციპულად აცხადებენ, რომ პროფკავშირის წარმომადგენლის გარეშე მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ. მისივე თქმით, თავის მხრივ, კომპანიაში აცხადებენ, რომ თანამშრომლებთან მოლაპარაკებებში მესამე პირის ჩართვა საჭირო არ არის. ამასთან, ანტონ ობოლაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ანაზღაურებაზე თანამშრომლების მოთხოვნა თითქმის დაკმაყოფილებულია, მაგრამ საკითხის ბოლომდე გადაწყვეტა ...

Read More »

თავისუფლების მოედანზე 22 მაისიდან 28 მაისამდე სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით, 22 მაისის 00:00 საათიდან 27 მაისის ჩათვლით, თავისუფლების მოედანი გადაიკეტება. მათი ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან გუდიაშვილის ქუჩამდე. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, გადაადგილება კოტე აფხაზისა და დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით, სრულად შეიზღუდება. “რაც შეეხება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი ...

Read More »

დასაქმებულთა საპროტესტო ტალღა ქვეყანაში – ამჯერად “ნაბეღლავის” დისტრიბუტორები გაიფიცნენ

ბოლო თვეების განმავლობაში სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები გაუმჯობესებული სამუშაო პირობებისა და ხელფასის მომატების მოთხოვნით ერთმანეთის მიყოლებით გაფიცვას აწყობენ. გლოვო, ბოლტი, რუსთავის აზოტის ქარხანა, ბათუმის პორტი, ოზურგეთის წისქვილკომბინატი, ბორჯომი – ეს იმ ხელმძღვანელობათა არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც თანამშრომლები პროტესტის ნიშნად მუშაობაზე უარს უცხადებენ, სანამ მათი ლეგიტიმური მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. დღეს კი გაფიცულ დასაქმებულებს “ნაბეღლავის” დისტრიბუცია დაემატა. კომპანიაში დასაქმებულები ასევე ხელფასების ზრდასა და სამუშაო ...

Read More »

„ლილო მოლის“ დირექტორი: მეტროს ხაზის მშენებლობა „ლილო მოლისთვის“ ახალი სიცოცხლის დასაწყისი იქნება

მეტროს ხაზის მშენებლობა „ლილო მოლისთვის“ ახალი სიცოცხლის დასაწყისი იქნება, – „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა მეტროს პროექტის მნიშვნელობაზე გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ ისაუბრა. გიორგი კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ პროექტი გადადებულია, თუმცა მეტროს გაყვანა სჭირდება არა მხოლოდ სავაჭრო ობიექტს, არამედ მთლიან დასახლებას. „გენერალურ გეგმაზე ჩვენი თხოვნით და მონაწილეობით გათვალისწინებული იყო მეტროს ახალი ხაზის მშენებლობა, სადაც ბოლო სადგური იქნებოდა „ლილო – მოლი“. ეს მნიშვნელოვანი საკითხია არა ...

Read More »

საქართველოს ბანკმა პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის „Meliora 2020“-ის ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკმა პანდემიის პერიოდში განათლების მხარდაჭერისთვის განხორციელებული პროექტებისთვის საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის „Meliora 2021”- ის ჯილდო მოიპოვა. ჯილდო ამ კატეგორიაში გადაეცემათ კომპანიებს, რომელთა მიზანია, მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების და მთლიანად საზოგადოების მხარდაჭერა COVID-19-ის კრიზისის საპასუხოდ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქართველოს ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება განათლების ხელშეწყობა. ამ მიზნით ბანკმა არაერთი პროექტი განახორციელა. მათ შორის, charte.ge-ს მხარდაჭერა, Zoom Education, „წიგნის თარო“, რის ...

Read More »

“რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებმა ისტორიაში უმაღლეს დონეს მიაღწია”

“რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებმა ისტორიაში უმაღლეს დონეს მიაღწია”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში, ტიანვანის ბირთვული ელექტროსადგურის ახალი ენერგეტიკული დანადგარების მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე განაცხადა. პუტინის თქმით, 20 წლის განმავლობაში, როდესაც არსებობს ორმხრივი შეთანხმება კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ, რუსეთმა და ჩინეთმა მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას მრავალმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთნდობის განმტკიცების საქმეში “ყველა სფეროში გამონაკლისის გარეშე”. “ეს არის პოლიტიკა, ...

Read More »