Home » 2021 » May » 19

Daily Archives: May 19, 2021

„სოკარის“ მხარდაჭერით შშმ პირებმა საკუთარი ძალები პარაგლაიდინგში მოსინჯეს

ახალგაზრდული მედია კავშირის ორგანიზებითა და „სოკარის“ მხარდაჭერით,  პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, შშმ პირებმა საკუთარი ძალები  პარაგლაიდინგში მოსინჯეს. პატარა ლილოს მთიდან 40-ზე მეტი მონაწილე პარაპლანით გადმოხტა, მათ შორის იყვნენ პარასპორტსმენები, სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები და ომის ვეტერანები. მათ სიმაღლის შიში დაძლიეს, პარაპლანი მოირგეს და თბილისის ზღვას გადაუფრინეს. მონაწილეთა შორის იყვნენ ტოტალურად უსინათლო, ამპუტანტი და ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პირები, ...

Read More »

„არ მინდა, ჩემი შვილიშვილები ისევ სანთლის შუქზე და ნავთქურაზე იზრდებოდნენ – 4 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა გაჩერებული“

“მე არ მინდა, ჩემი შვილიშვილები ისევ სანთლის შუქზე და ნავთქურაზე იზრდებოდნენ. ერთი თაობა უკვე გავზარდეთ, და არც ის მინდა, რომ 10-15 წლის მერე დღეს ვინც მჯიღს ირტყავს გულში, თქვას, რომ მისი პოზიცია შეცდომა იყო.” – ამის შესახებ ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პეტრიაშვილი იმ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, გასულ თვეში ელექტროენერგიის იმპორტი 616%-ით გაიზარდა. “ეს კარგია ...

Read More »

გიორგი კაკაურიძე – შეღავათები და პროგრამები, რაც პანდემიის საპასუხოდ ფინანსდება, მათი სრულად შენარჩუნება შეუძლებელი იქნება

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, შეღავათები და პროგრამები, რაც პანდემიის საპასუხოდ არის დაწესებული, 6 – თვიან პერიოდზეა გათვლილი და მათი სრულად შენარჩუნება არ მოხდება. თუმცა, როგორც კაკაურიძე აღნიშნავს, გარკვეული ინიციატივების წარმოდგენა მაინც მოუწევთ და სავარაუდოდ, სამომავლოდ, სოციალური ხარჯების წილი ბიუჯეტში გაიზრდება. “ჩვენ აპრილის თვის მონაცემები გვაძლევს გარკვეულ იმედებს, თუმცა, ერთი თვის მონაცემებით გადაწყვეტილების მიღება არის საკმაოდ რთული. შეღავათები, რაც დაწესებულია ...

Read More »

საქართველომ პანდემიის პერიოდში საერთაშორისო პარტნიორებისგან 1.9 მილიარდი დოლარი მიიღო

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საქართველომ პანდემიის პერიოდში საერთაშორისო პარტნიორებისგან 1.9 მილიარდი დოლარი მიიღო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თანხის ძირითადი ნაწილი სესხს შეადგენს და გრანტის სახით ქვეყანამ 100 მილიონი ევრო მიიღო. „ძირითადად ეს იყო სესხი, გრანტი არის მცირე ნაწილი, დაახლოებით 100 მილიონ ევრომდე იყო გრანტი, დანარჩენი არის სასესხო რესურსი, ჯამში პანდემიიდან გამომდინარე არის დაახლოებით1.9 მილიარდი დოლარის ოდენობით, რომლის უდიდესი ნაწილი ...

Read More »

ფინანსთა მინისტრის მოადგილე – პანდემიური ხარჯები ჯამურად 539.5 მილიონი ლარია

ჯანდაცვის კუთხით გაწეულმა ხარჯებმა პირველ კვარტალში 176, 6 მილიონი ლარი შეადგინა , – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, „2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვის” განხილვისას განაცხადა. როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, ეს არის უშუალოდ პანდემიიდან გამომდინარე ხარჯები და ამაში არ შედის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების ხარჯები. „მოსახლეობის სოციალური დახმარების კუთხით ...

Read More »

„IDS ბორჯომი საქართველო“ ორივე ქარხნის მუშაობას აჩერებს

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ აქტივისტების მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით ქარხნების მუშაობას აჩერებს. როგორც კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული, ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლების ნაწილის გაფიცვის მიუხედავად, გუშინ წარმოების პროცესი შეუფერხებლად ხორციელდებოდა, თუმცა, აქციის მსვლელობისას, ადგილი ჰქონდა უკანონო ქმედებებს ქარხნებისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებების წინააღმდეგ. „როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ვაჩერებთ ორივე ქარხნის მუშაობას, რათა თავიდან ავიცილოთ პროფკავშირების წევრი აქტივისტების მიერ ...

Read More »

„რაც პანდემია არსებობს უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა – ბიუჯეტის რეალური პარამეტრების დაბრუნებას ალბათ, 2-3 – წლიანი პერიოდი დასჭირდება“

პანდემიამ უმუშევრობის მაჩვენებელი გაზარდა და უმუშევრობის ზრდა სოციალურ ხარჯებსაც დაეტყო, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიშს განიხილავენ. ამასთან, კაკაურიძე ვარაუდობს, რომ ეკონომიკის სრული აღდგენა წელს ვერ მოხდება და 2019 წლის პარამეტრების დაბრუნებას 2-3 წელი დასჭირდება. “გასული წლის მეორე ნახევარმა და წლის პირველმა კვარტალმა, რაც პანდემია არსებობს ...

Read More »

ნათია თურნავა – სამეზობლო ქვეყნებიდან ტურისტების უფრო აქტიურ ჩამოსვლას ხელს შეუწყობს სახმელეთო საზღვრების გახსნა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმი იმაზე სწრაფად აღდგება საქართველოში, ვიდრე ეს თავიდან პესიმისტური პროგნოზებით გვქონდა ნავარაუდევი. ვფიქრობ, აღდგენა 30 პროცენტზე მეტი იქნება, შესაძლებელია 50 პროცენტამდეც იყოს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ დამოკიდებულია გლობალურ პანდემიაზე, მაგრამ ვაქცინაცია დაწყებულია, განწყობა არის ძალიან კარგი, ვხედავთ, რომ მრავალრიცხოვანი ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნებიდან უკვე გვსტუმრობენ,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც მადრიდის ტურიზმის გამოფენაში ...

Read More »

„დამატებით 6000-მდე ახალი ბიზნესი დაფინანსდება“ – რაში დახარჯავს საქართველო მსოფლიო ბანკის 85 მლნ ევროს სესხს

„ველოდებით, რომ ამ თანხების მეშვეობით დამატებით 6000-მდე ახალი ბიზნესი დაფინანსდება“,- ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ ირაკლი გაბრიაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტერანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. საქმე ეხება მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 85 მლნ ევროს კრედიტს, რომელიც საქართველოში მცირე და საშულო ბიზნესის განვითარებას უნდა მოხმარდეს. როგორც ირაკლი გაბრიაძემ აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში, მოხდება როგორც ბიზნეს სესხების სუბსიდირება, ისე, სახელმწიფოს მხრიდან კრედიტის ...

Read More »

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „ბუტრანა“ ევროპული სტანდარტების წარმოებაზე გადადის

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „ბუტრანა“ ევროპული სტანდარტების წარმოებაზე გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. „ბუტრანა“ კახეთში, სოფელ ტიბაანთან მდებარე მიკროზონაა, რომელიც კახეთის ტერიტორიაზე არსებულთაგან ერთ-ერთი უძველესია. „ბუტრანაში“ მოყვანილი ყურძენი განსაკუთრებული საგემოვნო თვისებებით გამოირჩევა, ღვინო კი – ხასიათით. სულ რამდენიმე წლის წინ ბუტრანას შესახებ ცოტა ვინმეს თუ სმენოდა – კახეთს გარეთ მცხოვრებთათვის ეს სახასიათო სიტყვა და გამორჩეული ადგილი ან სრულიად უცნობი, ან ...

Read More »