Home » 2021 » May » 18 (page 2)

Daily Archives: May 18, 2021

აპრილში ელექტროენერგიის იმპორტი 616%-ით გაიზარდა

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის აპრილში საქართველომ ჯამში 259.6 მლნ კვტსთ ელექტროენერგია იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 616%-ით მეტია. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის აპრილში საქართველომ სულ 36.221 მლნ კვტსთ ელექტროენერგია იყიდა. აპრილში ელექტროენერგიის იმპორტის ზრდას რამდენიმე მიზეზი აქვს, უფრო კონკრეტულად, 27 აპრილამდე ენგურჰესი გაჩერებული იყო, რამაც ელექტროენერგიის დეფიციტი შექმნა. გარდა ამისა, კიდევ ...

Read More »

ნათია თურნავა – „ბასკინ რობინსის“ საქართველოში შემოსვლა ქართულ-ამერიკული ბიზნესების თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თბილისში „ბასკინ რობინსის“ პირველი ფილიალის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ცნობილი ბრენდი 30 წლის შემდეგ, საქართველოში 4 ახალი ობიექტით ბრუნდება. თბილისის მასშტაბით, მხოლოდ მაისში, „ბასკინ რობინსის“ კიდევ სამი ფილიალი გაიხსნება. სამომავლოდ, კომპანია თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში 20 ობიექტის გახსნას და 200 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს. „დღეს საქართველოს ბაზარი ...

Read More »

2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 0.9%-ით გაიზარდა და 18.5 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2019 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 18.5 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2020 წელს სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 50.5 პროცენტი შეადგინა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) შემცირებულია 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1.5 პროცენტული ...

Read More »

კახა კალაძე – ყველა სახლი, რომელიც ისტორიულ ზონებში მდებარეობს, იქნება გალამაზებული

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის ოჯახი, რომელიც ისტორიულ ზონებში მდებარე სახლის რეაბილიტაციას ითხოვს, დაკმაყოფილდება. მისივე თქმით, თბილისის ისტორიული არეალები არის ის განძი, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო და რომელსაც სჭირდება მოვლა-პატრონობა და აღდგენა, რათა ის ასევე გადავცეთ შემდეგ თაობებს. „რაც შეეხება ისტორიულ არეალებს, ეს არის ის განძი, რომელიც ჩვენ გვერგო მემკვიდრეობით. თითოეულ ძეგლს სჭირდება გაფრთხილება. ამის საუკეთესო მაგალითი არის ორბელიანის მოედნის მიმდებარე ქუჩების ...

Read More »