Home » 2021 » May » 18

Daily Archives: May 18, 2021

ირინა მილორავა: მზად ვარ გაიმართოს საპარლამენტო მოსმენა, თუ რატომ გადავადდა 6 თვით ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება

პირველი ივლისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა უნდა ამოქმედებულიყო, უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელზე საუბარიც ბოლო 1 წელია აქტიურად მიმდინარეობს, სავარაუდოდ 6 თვით გადავადდება. რეფორმის განხორციელება, რომ დათქმულ ვადებში ვერ ესწრებოდა, ამის შესახებ განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ გაავრცელა და ამ საკითხზე საპარლამენტო მოსმენაც მოითხოვა. აფბას განცხადებას, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის კომენტარი მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ ენერგეტიკული ბირჟა სატესტო რეჟიმში ...

Read More »

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, თანამედროვე ბალეტის მსოფლიო პრემიერა, „ბეატრიჩე“ გაიმართება

საქართველოში იტალიის საელჩოს და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, 19 მაისს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე, მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ მსოფლიო პრემიერა შედგება. 2021 წელს, მთელი მსოფლიო აღნიშნავს, უდიდესი იტალიელი პოეტის, ფილოსოფოსისა და მოაზროვნის, დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წელს, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ და გიორგი ალექსიძის ფონდი უერთდება ამ ღირსშესანიშნავი თარიღის მსოფლიო აღნიშვნას. პროფესორ დავით მაზიაშვილის იდეით, კონცეფციითა და ხელმძღვანელობით, ...

Read More »

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ფინანსური სექტორის მომხმარებლებს, უცხოური ბანკები და ორგანიზაციები სესხის მიღებას გარკვეული თანხის გადარიცხვის სანაცვლოდ სთავაზობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის ცნობით, გასათვალისწინებელია, რომ შეტყობინებებში მითითებული ორგანიზაციები არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს. შესაბამისად, არსებობს ამ სქემით დაინტერესებული პირების მიერ სხვადასხვა სახის თაღლითობის განხორციელების რისკი. „აქედან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, ...

Read More »

ირაკლი ზარქუა – პრივატიზაციის მოცულობა 150 მლნ-ის ფარგლებში გვაქვს დაგეგმილი, პირველი კვარტალი ჩავარდა, მერე რა ხდება? სახელმწიფო ქონების მიტაცება ხდება

პრივატიზაციის მოცულობა 150 მილიონის ფარგლებში გვაქვს დაგეგმილი, პირველი კვარტალი ჩავარდა. მერე რა ხდება? ხდება მიტაცება სახელმწიფო ქონების“,- ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი „საჯარო სექტორში ინვენტარიზაციის პროცესის სისტემური შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის” მოსმენისას განაცხადა. როგორც ზარქუამ განმარტა, ამ დრომდე უცნობია თუ რა აქტივს ფლობს სახელმწიფო. „წლებია ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ. გასაგებია აუდიტი შეისწავლის დასხდებით მოვისმენთ და ...

Read More »

ზურაბ ჯაფარიძე თბილისის მერის პოსტზე კენჭისყრას აპირებს

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ შეთავაზების შემთხვევაში თანახმაა იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი თბილისის მერობის თანამდებობაზე. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, თავად ისედაც აპირებს, იბრძოლოს თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობისთვის. “თუ შემოთავაზება იქნება თანახმა ვარ. ისედაც ვაპირებ, რომ დავდგე და თუ ერთიანი კანდიდატი იქნება, ცხადია, უკეთესია. ჯერჯერობით, რაიმე ასეთი კონსულტაცია არ ყოფილა, არ მქონია კონსულტაცია. ჩემთან პარტიაში ასეთი განწყობაა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ...

Read More »

სასაკლაოების მიერ I კვარტლის განმავლობაში 8 943.0 ტონა ხორცია წარმოებული

სასაკლაოების მიერ 2021 წლის I კვარტლის განმავლობაში 8 943.0 ტონა ხორცია წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 30.4% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ამასთან, 44.7 პროცენტი – ფრინველის, 24.0 პროცენტი – ღორის, 0.8 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. „2021 წლის I კვარტალში საქართველოში 101 ერთეული ცხოველთა ...

Read More »

I კვარტალში საქართველოში 136 სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა

2021 წლის I კვარტალში საქართველოში 136 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის (62.5 პროცენტი) რეგიონშია განთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე, განთავსებულია ქ. თბილისში (9.6 პროცენტი), ქვემო ქართლის (7.4 პროცენტი), აჭარის (7.4 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის (5.1 პროცენტი), იმერეთის (2.9 პროცენტი), კახეთის (2.2 პროცენტი), გურიის (1.5 პროცენტი) და მცხეთა-მთიანეთის (1.5 პროცენტი) რეგიონში. ...

Read More »

2021 წლის I კვარტალში სარეკლამო შემოსავლებით „ტელეიმედი“ ლიდერობს – ვინ რა შემოსავალი მიიღო რეკლამიდან?

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა, რადიოების კი შემცირდა 2021 წლის პირველ კვარტალში ტელე მაუწყებლების სარეკლამო  შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და 14.5 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 13.2 მილიონი ლარი პირდაპირ რეკლამასა და სპონსორობაზე მოდის. ჯამური  სარეკლამო შემოსავლების ზრდა „ტელეკომპანია პირველს“, „სილქნეტს“, „ფორმულას“, ასევე „პოსტვს“, „ჯი-დი-ეს  თი-ვის“ და „რ.ბ.ჯ“-ს ჰქონდათ, ხოლო „ტელეიმედის“, „რუსთავი 2“-ის, „მთავარი არხის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ...

Read More »

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ახალი სიცოცხლე – საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და თიბისის შორის თანამშრომლობა გრძელდება

ერთობლივად განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტის შემდეგ, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და თიბისი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის პოპულარიზაციის მიზნით, მასშტაბურ, გრძელვადიან თანამშრომლობას აგრძელებენ. თიბისი უკვე მესამე წელია აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან სამეცნიერო, კულტურულ და საგანამანათლებლო ინსტიტუციასთან, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან  და ამ პარტნიორობის ფარგლებში არაერთი სასარგებლო ინიციატივა განხორციელდა, რომელიც საზოგადოებას ახალი ცოდნის მიღების და მუდმივი აღმოჩენების კეთების საშუალებას თანამედროვე ფორმატების მეშვეობით აძლევს. საქართველოს ეროვნული ...

Read More »

Social Impact Award 2021 საკონკურსო ნაწილი იწყება

Impact Hub Tbilisi, საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის საკონკურსო ნაწილს იწყებს. დაინტერესებულმა მონაწილეებმა სოციალური ბიზნესიდეები, პროექტის სახით, ონლაინ პლატფორმაზე უნდა წარადგინონ: https://apply.socialimpactaward.net/georgia/. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 4 ივნისი. პროგრამის ფარგლებში  სამუშაო შეხვედრები უკვე გაიმართა თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში, რომელშიც საერთო ჯამში 300-ზე მეტი ახალგაზრდა დარეგისტრირდა. სამუშაო სესიებზე ახალგაზრდება იმუშავეს იდეების გენერირებაზე, ბიზნესმოდელის ...

Read More »