Home » 2021 » May » 17

Daily Archives: May 17, 2021

პაპუნა ლეჟავა: მომავალი წლის ბოლოსთვის საქართველოს უკვე ექნება ახალი საგადახდო სისტემა

დღეს, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველო მიიღებს 85 მლნ ევროს ოდენობის შეღავათიან, გრძელვადიან ფინანსურ რესურსს პანდემიისგან დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტი ითვალისწინებს ახალი, მყისიერი გადახდების სისტემის ჩამოყალიბებას, რაც საფინანსო სექტორში ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას ნიშნავს. პროექტი მოიცავს საგადახდო სისტემების ინფრასტრუქტურის განახლების კომპონენტს, რომელსაც დამოუკიდებლად განახორციელებს საქართველოს ეროვნული ...

Read More »

ხვალ ბორჯომის ქარხნის მუშები იფიცებიან

ბორჯომის ქარხნის მუშები იფიცებიან. ამის შესახებ პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა “ფეისბუქზე” იტყობინება. როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, იგეგმება აქცია, რომელიც გაფიცვის სახეს მიიღებს და მთლიანი ქარხანა გაჩერდება. “კომპანიას, დასაქმებულებსა და აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირებს შორის 21 დღიანი მედიაცია მიმდინარეობდა, რომელიც მოლაპარაკების გარეშე დამთავრდა, რის შემდეგაც დასაქმებულები კანონიერ გაფიცვას იწყებენ. დასაქმებულები ღირსეულ შრომის პირობებისთვის ბრძოლას იწყებენ. მათი ძირითადი მოთხოვნები ხელფასების ზრდას, ...

Read More »

ლაშა ხუციშვილი – მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი პროექტი ქვეყანას ეკონომიკური აღდგენის პროცესის დაჩქარებაში დაეხმარება

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი პროექტი ქვეყანას პანდემიურ და განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური აღდგენის პროცესის დაჩქარებაში დაეხმარება, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დღეს მსოფლიო ბანკთან შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ. მისი თქმით, მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 85 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი ქვეყანას საშუალებას მისცემს, გაგრძელდეს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარება. „თანხა, რომელზეც ხელი ახლახან მოვაწერეთ, ძირითადად, ორი მიმართულებით დაიხარჯება. პირველი ითვალისწინებს ...

Read More »

ვითიბის ახალი, ბევრად უკეთესი მობაილბანკი

დღეს, ვითიბი ბანკმა, მომხმარებელს, სრულიად განახალებული და მრავალფუნქციური მობაილბანკი წარუდგინა, რომელიც არის ბევრად სწრაფი და უსაფრთხო. ახალ მობაილბანკში მომხმარებელი მიიღებს მასზე მორგებულ პროდუქტებს, დახვეწილ დიზაინსა და მარტივ ნავიგაციას, გამარტივებულ გადარიცხვებს, ბიომეტრიითა და პასკოდით დადასტურებას, კომუნალური და სხვა გადახდების შაბლონების თემატური დაჯგუფების შესაძლებლობას, ვალუტის საუკეთესო კურსებს და სხვა. „ვითიბი ბანკი აგრძელებს ციფრული ბანკინგის განვითარებას და მოხარული ვართ, რომ მომხმარებელს მუდმივად ვთავაზობთ ...

Read More »

არქტიკის რეზერვები – რუსეთი ევროპული ბუნებრივი აირის ბაზრიდან აშშ-ის გაძევებისთვის ემზადება

რუსეთი ევროპული ბუნებრივი აირის ბაზრიდან აშშ-ის გაძევებისთვის ემზადება. პროექტ Nord Stream 2-ის გაშვების შემდეგ, ევროპა იაფ რუსულ გაზს მიიღებს. გარდა ამისა, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მოსკოვმა შეიძლება LNG–ის (თხევადი ბუნებრივი აირი) ბაზარზე გარღვევა გამოიწვიოს. შეგახსენებთ, რომ აშშ-ი თხევადი ბუნებრივი აირის რეკორდულად მაღალ ექსპორტს ახორციელებს. აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით (EIA), მარტის თვეში აშშ-დან 10.5 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი გაზი გავიდა საზღვარგარეთ. ...

Read More »

„რუსეთი ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს, რათა უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება ბევრი მისი მეზობლის მტრობისა და არაპროგნოზირებულობის გამო”

რუსეთი ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს, რათა უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება ბევრი მისი მეზობლის მტრობისა და არაპროგნოზირებულობის ფონზე , – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვი ღიაა მეგობრული დიალოგისთვის ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით. ”რუსეთი, ზოგადად, ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მისი მეზობლების არაპროგნოზირებადობისა და მტრობის ფონზე”, – აღნიშნა პესკოვმა. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მტრულ რიტორიკაზე რუსეთი შესაბამისად ...

Read More »

დავით თვალაბეიშვილი: ენერგეტიკის რეფორმა, რომლის ამოცანა სექტორში კონკურენტული გარემოს შექმნა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაუმჯობესებაა, წარმატებით მიმდინარეობს

როგორც ცნობილია, საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება ენერგეტიკული სექტორის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომლის ამოცანაა ორგანიზებული ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება, ენერგეტიკის სექტორში კონკურენტული გარემოს შექმნა და მომხმარებლებისათვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ახალი ბაზრის მოდელის კონცეფციით ბაზრის გახსნისთვის დაგეგმილი ეტაპების მიხედვით, უნდა გაიზარდოს იმ მომხმარებელთა და, ასევე, გენერაციის მოცულობის წილი, რომლებიც ვაჭრობენ ენერგეტიკულ ბაზრებზე, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ...

Read More »

პანდემიისგან დაზარალებული საწარმოების მხარდასაჭერად საქართველო მსოფლიო ბანკისგან 85 მლნ ევროს მიიღებს

დღეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველო მიიღებს 85 მლნ ევროს ოდენობის შეღავათიან, გრძელვადიან ფინანსურ რესურსს პანდემიისგან დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ახალი, მყისიერი გადახდების სისტემის ჩამოყალიბებას, რაც საფინანსო სექტორში ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას ნიშნავს. როგორც ცნობილია, ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი – ნებისმიერი შემსუბუქება და აქტივობა, რომელიც ტურიზმის ზრდასთან არის დაკავშირებული, პოზიტიურად აისახება ლარის კურსზე

ნებისმიერი შემსუბუქება და აქტივობა, რომელიც დამატებით ტურიზმის ზრდასთან არის დაკავშირებული, ბუნებრივია, პოზიტიურად აისახება ლარის კურსზე,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ეკონომიკის აღდგენის ტემპი მოლოდინზე უკეთესია. „თუ გავითვალისწინებთ ბოლო პერიოდში ეკონომიკური აღდგენის ტემპს, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის იმაზე უკეთესი, ვიდრე მილოდინები იყო წლის დასაწყისში, ასევე იმ ვითარებას, რაც ტურიზმის გახსნის პერსპექტივასთან გვაქვს, რა თქმა უნდა, ლართან მიმართებაში ...

Read More »

რუსეთში მთავრობამ შაქრის ღირებულება “გაყინა” – მწარმოებლები ფასების ახალ “აფეთქებაზე” აცხადებენ

რუსეთში, ბაზარზე შაქრის ფასები კვლავ პრობლემატურ საკითხად რჩება. ბოლო 1 წლის განმავლობაში შაქრის ფასი 60%-ით გაიზარდა. მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების მხრიდან პროდუქტზე ფასების “გაყინვისა”, მისი ღირებულების საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა. დღეს მოქმედი რედაქციით, რუსეთში მწარმოებლებს ეკრძალებათ ნაყიდი შაქრის გაყიდვა ერთ კგ-ზე 36 რუბლზე მეტად, ხოლო საცალო მოვაჭრეებს არ აქვთ უფლება ფასები გაზარდონ კილოგრამზე 46 რუბლზე მეტად. მსგავსი შეზღუდვები ბაზარზე მიწოდების ...

Read More »