Home » 2021 » May » 14

Daily Archives: May 14, 2021

ნათია თურნავა – 2025 წლამდე ოპტიკური ინტერნეტის ქსელით დაიფარება საქართველოს 1000-მდე დასახლებული პუნქტი

ჩვენი სახელისუფლებო გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს ძლიერი რეგიონები და ნებისმიერ სოფელში იყოს ისეთი ხარისხის ინფრასტრუქტურა, როგორიც გვაქვს დიდ ქალაქებში. შესაბამისად, მაღალხარისხიან ინტერნეტზე წვდომა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის არსებობა აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ ჩვენი სოფლები განვითარდეს, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გურიაში, სოფელ ზედა ბახვში გურიის რეგიონში განხორციელებული ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. მინისტრის შეფასებით, სწორედ ამიტომ, მთავრობამ, მსოფლიო ბანკის ჩართულობითა და ...

Read More »

„მიმდინარეობს მსჯელობა შეღავათებზე ისეთი კომპანიების მიმართ, რომლებიც სრულად მოახდენენ თანამშრომლების ვაქცინაციას“

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რა შეღავათები შეიძლება იყოს დაწესებული ისეთი კომპანიების მიმართ, რომლებიც სრულად მოახდენენ თანამშრომლების ვაქცინაციას. როგორც ბექა ფერაძე აცხადებს, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ სრულად ვაქცინირებულმა პირმა გარკვეული შეღავათებით ისარგებლოს. „ვაქცინაცია აქტიურ ფაზაშია შესული, სხვადასხვა კომპანიაა ჩართული, განსაკუთრებით კი ტურისტული, სტუმარ-მასპინძლობის სექტორი. ცხადია, საბჭო მსჯელობს, ჯანდაცვის სამინისტროს გვაქვს შიდა კომუნიკაცია, რა შეღავათები შეიძლება იყოს დაწესებული ...

Read More »

„შეზღუდულია ფინანსებზე წვდომა და არ ვითარდება ბიზნესი“ – „ლელო” პარლამენტში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის სამუშაო ჯგუფს ქმნის

პარტია „ლელო საქართველოსთვის” პარლამენტში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის სამუშაო ჯგუფს ქმნის. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პარტია აპირებს შეიმუშაოს და პარლამენტს წარუდგინოს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები. პროცესი ღიაა დარგის ექსპერტებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის. „საქართველოს გააჩნია რეალური შანსი გახდეს რეგიონის ფინანსური ცენტრი”, – ამბობს იდეის ავტორი მამუკა ხაზარაძე. მისივე შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული გამართულ კაპიტალის ბაზართან, რომელიც ...

Read More »

Amazon-ის მფლობელმა ჯეფ ბეზოსმა 6,7 მილიარდი დოლარის აქციები გაყიდა

კომპანია Amazon-ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა 3 აპრილიდან 10 მაისის პერიოდში ფასიანი ქაღალდების კუთვნილი პაკეტიდან 6 მილიარდ 700 მილიონი დოლარის აქციები გაყიდა. მთლიანობაში 3-დან 10 მაისის ჩათვლით ბეზოსმა კომპანიის 2 მილიონზე მეტი აქცია გაყიდა. ცნობისთვის, 2020 წელს Amazon-ის დამფუძნებელმა 9 მილიარდი დოლარის აქცია გაყიდა, საიდანაც ყოველწლიურად 1 მილიარდ დოლარს თავის აეროკოსმოსურ პროექტ Blue Origin-ზე ხარჯავს. ამ დროისთვის ჯეფ ბეზოსი ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი – შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამამ მრავალ წარმოებას მისცა ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობაში იმყოფებოდა, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ბოლო წლებში შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამამ ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობას, ისევე როგორც მრავალ სხვა წარმოებას, ზრდისა და განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა მისცა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობა შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, 1 400 000 ლარით დაფინანსდა. შედეგად, დღეს იგი საქართველოში ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია ...

Read More »

მესამე ტალღას რომ გადავლახავთ, მერე მოვხსნით შეზღუდვებს – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სატელევიზიო ეთერში, ე.წ კომენდანტის საათზე და შეზღუდვების შემსუბუქებაზე ისაუბრა: „ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ საკოორდინაციო საბჭოზე , რომ როგორც კი დავინახავთ, რომ მესამე ტალღა გადავლახეთ და უკეთესობისკენ მივდივართ, არის ახლა ამის პირველი ნიშნები, პირველივე შესაძლებლობისას შევამსუბუქებთ ამ შეზღუდვებს, მოვხსნით შეზღუდვას თუნდაც შაბათ-კვირის რესტორნების შეზღუდვაზე და არსებითად გადავხედავთ ე.წ. კომენდანტის საათს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Read More »

როგორ და რატომ “დამალეს” სპორტის სასახლე მიწის ქვეშ? – მშენებლობის უცნობი ისტორია

ეს შენობა ჯანმრთელი ცხოვრების სიმბოლო უნდა იყოს წლების განმავლობაში სახეს იცვლიან ქვეყნები და ქალაქები. თანამედროვე არქიტექტორები ახალ-ახალ და უჩვეულო შენობებს აპროექტებენ, უქვემდებარებენ ყოფითი ცხოვრებისა და ეკოლოგიის ახალ კანონებს. მაგალითად, შენობებზე მონტაჟდება მზის ელემენტები და ენერგიის სხვა ალტერნატიული წყაროები. თანამედროვე არქიტექტურული ძეგლები და ფასადები მკვეთრად განსხვავდება უკვე დრომოჭმული ტრადიციული დიზაინისგან. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ხშირად შეხვდებით ფასადზე გაშენებულ ცოცხალ ბაღს, შუშის სახლებს, ...

Read More »

საბერძნეთმა ტურისტული სეზონი ოფიციალურად გახსნა

საბერძნეთმა ტურისტული სეზონი ოფიციალურად გახსნა. როგორც „ევრონიუსი“ წერს, ევროკავშირიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, სერბეთიდან და ისრაელიდან ვიზიტორებს შეუძლიათ საბერძნეთს ესტუმრნონ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებენ ან ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ. ქვეყანა ასევე ვაქცინაციის მოწმობებს დანერგავს. ქვეყანაში შუაღამემდე გადაიწია „კომენდანტის საათმაც”, რაც იმას ნიშნავს, რომ ბარები და რესტორნები უფრო დიდხანს იქნება ღია. „საბერძნეთი მზადაა მიიღოს მეგობრები საზღვარგარეთიდან, როგორც ყოველ წელს ხდება, ...

Read More »

ევროკავშირი საქართველოს საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერებაში დაეხმარა

საქართველო მზადაა, საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში არსებული კანონმდებლობა სრულად მოარგოს ევროკავშირის სტანდარტებსა და ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმებს. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. ეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყების მიერ განხორციელებული Twinning-ის ორწლიანი პროექტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერება საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში“, მუშაობის მთავარი შედეგია. პროექტის მიღწევები 6 მაისს გამართულ ონლაინ კონფერენციაზე შეჯამდა. პროექტის დასრულების შემდეგ ...

Read More »

ვითიბი ბანკსა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა

ვითიბი ბანკსა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ფერმერებისთვის სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზებას ითვალისწინებს. ხელშეკრულების გაფორმების მიზანია ახალი პროდუქტის „აგრო დაზღვევის“ შექმნა, რომელიც ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას უზრუნველყოფს. „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვითანამშრომლოთ სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიასთან. ჩვენ, როგორც აგრო ბიზნენის N1 ქომაგი, მუდმივად ვთავაზობთ   ფერმერებს  ერთობლივ ...

Read More »