Home » 2021 » May » 12 (page 2)

Daily Archives: May 12, 2021

კვლევა: კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის Pfizer-ის ან Moderna-ს ერთი დოზით აცრა საკმარისია

კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის Pfizer-ის ან Moderna-ს ერთი დოზით აცრა საკმარისია. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს. ლოს-ანჯელესის სამედიცინო ცენტრ Cedars-Sinai-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინის ერთი დოზის შემდეგ კოვიდგატანილ პირებში იმუნური რეაქცია უტოლდებოდა იმ ადამიანებისას, ვინც ვაქცინის ორივე რეკომენდებული ინექცია გაიკეთა. კვლევის ავტორები წერენ, რომ მიღებული შედეგების მიხედვით, ვაქცინის ერთი დოზა საკმარისია იმ პირებისთვის, ...

Read More »

ყველაზე წუნია კაცის ამბავი! – ქართულ ბაზარზე ძალიან ახალი ცოცხალი ლუდი “ცივ-ცივი” გამოჩნდა

„ზედაზენის“ ახალი, უფრო სწორად, „ძალიან ახალი“ ლუდი „ცივ-ცივი“ ქართულ ბაზარზე ხმაურიანად შემოიჭრა – ყველაზე დიდი სკეპტიკოსების, ლუდის ეჭვის თვალით მომზირალი მოყვარულების ფიქრების გასართველად. ჩანაფიქრის თანახმად, ეს არის მეგობრული ბრენდი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს გაუწევს მეგზურობას ლუდის ცივ-ცივ სამყაროში. ჩამოსასხმელი ლუდისთვის „ზედაზენმა“ სპეციალურად გამოყო გაყიდვების პუნქტები, რათა ლუდის მოყვარულებმა სასმლისა და მისაყოლებელი პროდუქტების ერთიანად შეძენა და თან წაღება შეძლონ. სპეციალურად, „ცივ-ცივის“ ბრენდისთვის, სააგენტო Leavingstone-მა ...

Read More »

მსოფლიო ბანკი საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნის და პანდემიის ზემოქმედებით დაზარალებული ფირმების მხარდასაჭერად 85 მლნ ევროს გამოყოფს

მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებზეც გავლენა იქონია COVID-19 -ის პანდემიამ, 85 მლნ. ევროს მოცულობის ფინანსური მხარდაჭერით სარგებელს მიიღებენ, – აღნიშნული გადაწყვეტილება, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) დახმარების ახალი პროექტი მიზნად ისახავს საწარმოების ხელშეწყობას და სამუშაო ადგილების შექმნას. „დახმარების ამ უახლესი პაკეტის საშუალებით მსოფლიო ბანკი ხელს ...

Read More »

ჯანმო – მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები 4%-ით შემცირდა

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 5.5 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 4%-ით ნაკლებია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი -2 738 957 შემთხვევა ინდოეთში დაფიქსირდა, რაც 5%-ით მეტია ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით. შემდეგ მოდის ბრაზილია 423 438 შემთხვევით, რაც წინა კვირაში გამოვლენილი ...

Read More »

მერაბ ლომინაძე – „ნამახვანი ჰესი“ არის, იყო და იქნება ქართული პროექტი – ვიწყებთ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რათა რაციონალური ხმა მივიტანოთ საზოგადოებამდე

„ნამახვანი ჰესი“ არის, იყო და იქნება ქართული პროექტი. ქართული ენერგეტიკის საკვანძო და განუყოფელი ნაწილი. ამ პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოიტანოს,- ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა. ლომინაძის განმარტებით, „ნამახვანი ჰესის” პროექტის საწინააღმდეგო პროტესტმა იმდენად ირაციონალური ფორმა მიიღო, რომ საქმიანი მსჯელობის და კითხვებზე ნორმალურ რეჟიმში პასუხის გაცემის სივრცე პრაქტიკულად არ დატოვა. ამასთან, ლომინაძე აღნიშნავს, რომ ...

Read More »