Home » 2021 » May » 11

Daily Archives: May 11, 2021

„თუ მაინც მართალია იესო ქრისტეს ის სიტყვები რომ მდიდარი კაცისთვის რთულია ცათა სასუფეველში შესვლა?“ – კაკაბაძე ვასაძეს

მწერალი ირაკლი კაკაბაძე, დიდ პოლიტიკაში ბიზნესიდან მოსულ ლევან ვასაძეს ღია წერილით მიმართავს:  „ჩემო საყვარელო ადამიანო და ძვირფასო კაცო ლევან, გუშინ დიდი ყურადღებით ვუსმინე შენს გამოსვლას ირაკლი იმნაიშვილთან და მინდა როგორმე ხმა მოგაწყვდინო. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს მთლად ადვილი არ არის და გადავწყვიტე ღიად მომეწერა. ეს წერილი არც ჩასაფრებული კაცის წერილია – და არც რომელიმე „აღშფოთებული ნეოლიბერალის” – ამას კარგად ...

Read More »

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: მე მგონია, რომ ჰესები გვჭირდება, მათ შორის გვჭირდება დიდი ჰესები

ამის შესახებ “გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გადაცემა Zoom-იერში საუბრობს. “მე ვარ წინააღმდეგი ამ კამპანიის, რომ დიდი ჰესები არ გვინდა, ეგ მგონია ერთის მხრივ სისულელე და მეორეს მხრივ მგონია, რომ კონკრეტული ძალები დგას მაგის უკან, ვის ინტერესშიც არის ის, რომ აქ, საქართველოში ჩვენ ვერ შევძლოთ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა და მუდმივად ვიყოთ ჩამოკიდებული რუსეთიდან იმპორტზე. მაგ ნაწილში სრულად გააზრებული მაქვს, რომ ...

Read More »

სარკინიგზო ხაზზე დამატებით 11 გვირაბი აშენდება

საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებების შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა ანგარიში წარადგინა. მთავრობის წარმომადგენელმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა, რაც მისი თქმით, ქვეყნის სატრანსპორტო ფუნქციას აამაღლებს. „ყველაზე მსხვილი პროექტი, რომელიც გვაქვს ეს არის რკინიგზის მოდერნიზაცია, რაც დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს შორის ...

Read More »

კენიის რესპუბლიკიდან შემოტანილი მავნე ორგანიზმებით დაავადებული 5 700 ცალი ყვავილი განადგურდება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის “აეროპორტის” გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების ფარგლებში, კენიის რესპუბლიკიდან 5700 ცალი, სხვადასხვა სახეობის მოჭრილი ყვავილი იქნა შემოტანილი. როგორც “ინტერპრესნიუსს” ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, დადგინდა, რომ საქონელი დაბინძურებული იყო მავნე მწერებით, ხოლო აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, საკარანტინო მავნე ორგანიზმი – Frankliniella occidentalis ...

Read More »

თიბისი ბიზნესი VIS Kitchen-ის პარტნიორია

თიბისი ბიზნესი VIS Kitchen-ის პარტნიორია. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, VIS Kitchen პირველი მულტი ბრენდული ვირტუალური რესტორანია თბილისში. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, VIS Kitchen-ს მხოლოდ მიტანის სერვისი აქვს. „ბოლო წლებში, განსაკუთრებული სისწრაფით განვითარებული შინ მიტანის სერვისის კვალდაკვალ, ბევრმა რესტორანმა და კვების ობიექტმა ახალ რეალობაზე სწრაფად გადაწყობა მოახერხა, მაგრამ VIS Kitchen პირველი მულტი ბრენდული ვირტუალური რესტორანია თბილისში, რომელმაც რადიკალური გზა აირჩია. ...

Read More »

აფბა: ეკონომიკის სამინისტრომ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის დე ფაქტო აფხაზეთთან გაყოფის შესახებ პოზიცია ოფიციალურად უნდა დააფიქსიროს

არასამთავრობო ორგანიზაცია, „ახალგაზრდა ფინანსისტა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მოუწოდებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დააფიქსიროს ოფიციალური პოზიცია, თუ რა პრინციპით მოხდება გამომუშავებული ენერგიის გაყოფა ოკუპირებულ აფხაზეთთან ენგურჰესის რეაბილიტაციისა და ამოქმედების შემდეგ, აფბას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი საკმაოდ სენსიტიურია, აუცილებელია ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან მოხდეს ოფიციალური პოზიციის დაფიქსირება იქნება თუ არა მკაცრად  დაცული დეფაქტო აფხაზეთის მხარესთან არსებული შეთანხმება, რაც ენგურის რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას ...

Read More »

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ახალი წევრი „ნუტრიმაქსი” გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ახალი წევრი „ნუტრიმაქსი“ გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის თქმით, „კოვიდპანდემიისა და მწვავე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს ზრდას, რაც კომპანიების სწორი მენეჯმენტისა და გამოწვევებთან ეფექტიანად გამკლავებით არის განპირობებული. „მივესალმებით „ნუტრიმაქს“ და მის გუნდს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. მოხარული ვართ, რომ მეცხოველეობისა და მეფრინველეობის სექტორი ძლიერდება და ამის დასტურია ...

Read More »

გადაადგილებაზე შეზღუდვა შესაძლოა, მაისის ბოლოს შემსუბუქდეს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გადაადგილებაზე შეზღუდვა შესაძლოა, მაისის ბოლოს შემსუბუქდეს. როგორც თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქვეყანაში ახლა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ რთულია. „დღეს ჩვენ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვის გადავადებაზე ვიფიქროთ. გვესმის ეს სირთულეები, არის ამაზე მსჯელობა. როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს, ვიქრობ, მაისის ბოლოსკენ, როცა პროგნოზულად ის ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “ვივა ჯგუფმა” ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ააშენა

საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით „ვივა ჯგუფმა“ დიღომში 312 საცხოვრებელი ბინისგან შემდგარი კომპლექსი ააშენა. საერთო ჯამში კომპლექსი 22,482 კვ.მ-ს შეადგენს. კორპუსის პირველი ბლოკის მშენებლობა დათქმულ ვადებში დასრულდა.  პროექტის ჯამურმა მოცულობამ  4.2 მლნ დოლარი შეადგინა. კომფორტული გარემოსა და ადგილმდებარეობის გარდა კომპლექსი მომხმარებელს  კეთილმოწყობილ ეზოსა და მიწისქვეშა ავდოსადგომს სთავაზობს. 12 სართულიანი, ორი საცხოვრებელი ბლოკი თანამედროვე დიზაინითა და ექსტერიერით გამოირჩევა. ...

Read More »

2021 წლის აპრილში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 140.4%-ით გაიზარდა

2021 წლის აპრილში საქართველოში 82 519 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 140.4 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 48 455 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 33 188, საზღვაო გზით – 639 და სარკინიგზო გზით – 237. რაც შეეხება ტოპ 15 ქვეყანას, საიდანაც ...

Read More »