Home » 2021 » May » 10 (page 2)

Daily Archives: May 10, 2021

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ხობსა და ზუგდიდში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ჯამში 3084 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოვლინდა. ამის შეასახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. აღნიშნულ ფაქტებზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

Read More »

მთავრობამ ახალი „ტყითსარგებლობის წესი“ მიიღო

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ახალი „ტყითსარგებლობის წესი“ მიიღეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კანონქვემდებარე აქტი სრულ შესაბამისობაშია 2020 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი „ტყის კოდექსით” დადგენილ ტყის მდგრადი მართვის პრინციპებთან. ახალი „ტყითსარგებლობის წესი“ ადგენს ტყით მდგრადი მართვისა და სარგებლობის სამართლებრივ მექანიზმებს, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ტყეების რესურსებით მდგრად სარგებლობას ტყის ეკოლოგიური ღირებულებებისა და მახასიათებლების გაუმჯობესების, დაცვისა ...

Read More »

საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდულ მაჩვენებელზეა

პანდემიის ფონზე, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ზრდის ტრენდს ინარჩუნებს. აპრილში საერთაშორისო აქტივების წლიური ზრდა 19% იყო და $4.1 მლრდ-ს მიაღწია. წინა თვესთან შედარებით რეზერვები 0.9%-ით არის გაზრდილი (+$34.9 მლნ). მთლიანი რეზერვებიდან უცხოური ვალუტის რეზერვები $3.9 მლრდ-ია. პანდემიის ფონზე სებ-ს საერთაშორისო რეზერვების აქტიური ხარჯვა უწევს. მთავარმა ბანკმა მხოლოდ აპრილში სავალუტო აუქციონზე 82.9 მლნ დოლარი გაყიდა. 2021 წლის დაწყებიდან დღემდე სულ $242.9 მლნ-ის ინტერვენციაა განხორციელებული. ...

Read More »

საქართველოში მოსწავლეთა 20% გადაჭარბებული აზარტული მოთამაშეა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში თამაშდამოკიდებული მოზარდების სტატისტიკა საგანგაშოა. ქართველ მოსწავლეთა 20 პროცენტი (ბიჭების – 28% და გოგონების – 5%) გადაჭარბებული აზარტული, ხოლო 12 პროცენტი (ბიჭების -15 % და გოგონების -5%) პრობლემური აზარტული მოთამაშეა. 7 პროცენტი თამაშობს ინტერნეტით, 21 პროცენტი კი, ინტერნეტის გარეშე. მოსწავლეთა 8 პროცენტი (ბიჭების – 11%, გოგონების – 6%) თამაშობს კარტით ან კამათლებით; 6 პროცენტი (ბიჭების ...

Read More »

ირაკლი ლექვინაძე: ევროკავშირის როლი კონკურენციის სააგენტოს განვითარებაში უმნიშვნელოვანესია

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, 9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს აღნიშნავენ, რომელიც 71 წლის წინ რობერ შუმანის ისტორიული დეკლარაციის აღსანიშნავად დაწესდა. მისი ინფორმაციით, დღეისათვის, ევროპის კავშირი 27 ქვეყანას აერთიანებს. ევროპის საბჭოში 50-ზე მეტი ქვეყანაა გაერთიანებული და მათ შორის არის საქართველო. “მინდა მივულოცო დღევანდელი დღე ევროპის მოქალაქეებს, ყველას ვინც ევროპის გულშემატკივარი და ევროპული ღირებულებების ...

Read More »

მოიჯარეები, იმ მიწების გამოსყიდვას, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებენ, 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ

მოიჯარეები, იმ მიწების გამოსყიდვას, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებენ, 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში 2000-მდე მოიჯარეა, რომელიც ამ უფლებით ისარგებლებს. „მოგეხსენებათ, რომ რამოდენიმე ხნის წინ მოიჯარეებს დავრთეთ ნება, ვინც მრავალი წლის მანძილზე ამუშავებს სახელმწიფო მიწებს, პირდაპირი წესით საბაზრო ფასად გამოისყიდონ ეს იჯარით აღებული მიწის ნაკვეთები. მთავარი ამოცანა არის ის, რომ დაუმუშავებელი ...

Read More »

ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“ – მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი უახლოესი 12 თვის განმავლობაში არ აშენდება

მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი უახლოესი 12 თვის განმავლობაში არ აშენდება, ჩვენ ვმოქმედებთ კანონმდებლობის და გაცხადებული პრიორიტეტების ფარგლებში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა, სადაც „ნამახვანჰესის“ პროექტზე ისაუბრა. მისივე თქმით, რიონის ხეობაში მთავრობის წევრების ჩასვლა ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა, მოლაპარაკებებისთვის „კარი ყოველთვის ღიაა“. „ჩვენი გეგმა გაჟღერებულია. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი არ აშენდება უახლოესი 12 ...

Read More »

გერმანიაში კორონავირუსის ვაქცინით სრულად აცრილთათვის შეზღუდვები გაუქმდა

გერმანიაში გაუქმდა რიგი შეზღუდვებისა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სრულად აიცრნენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. შეზღუდვები ასევე გაუქმდა მათთვის, რომელიც ახლხანს გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება. ამიერიდან, ამ ადამიანებს შეუძლიათ შეხვდნენ სხვა ადამიანებს, მათთვის არ მოქმედებს “კომენდანტის საათის” შეზღუდვები. მათ აღარ მოუწევთ კარანტინის გავლა უცხოეთში გამგზავრებამდე. ვაქცინის ორივე დოზით აცრილებს აღარ ექნებათ ვალდებულება, წარადგინონ უარყოფითი პასუხის მქონე ტესტები კორონავირუსზე მაღაზიებისა და სილამაზის ...

Read More »

ჩეხეთი რუსეთისგან, კომპენსაციის სახით, 1 მილიარდ ჩეხურ კრონას მოითხოვს

ჩეხეთი რუსეთისგან საბრძოლო მასალების საწყობებში მომხდარი აფეთქებების გამო, კომპენსაციის სახით, სულ მცირე 1 მილიარდ ჩეხურ კრონას (39 მილიონი ევრო) მოითხოვს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩეხეთის ვიცე პრემიერ-მინისტრმა და ფინანსთა მინისტრმა ალენა შილეროვამ განაცხადა. მისი თქმით, ჩეხეთი საერთაშორისო ნორმების გამოყენებას გეგმავს. „ყველაზე მარტივი გზა საერთაშორისო სამართლის ნორმების გამოყენებით კომპენსაციის მიღების გზაა. თუ ჩვენ კომპენსაციას მაგალითად, სისხლის სამართლის პროცესის წარმოების საშუალებით მოვითხოვთ, ...

Read More »

3 ადგილი თბილისში, სადაც მარილის საწყობები აშენდება

თბილისში, მარილის საწყობების მშენებლობა იგეგმება. ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია. საუბარია, გზებზე დასაყრელ ტექნიკურ მარილზე. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 30 მაისს დაიწყება და 4 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 814 965 ლარია. საწყობების მშენებლობა სამ ლოკაციაზე იგეგმება. კერძოდ, ეს ადგილებია: კახეთის გზატკეცილი N67-ში; დაბა კოჯორი იუნკერების ქუჩა N26-ში და წყნეთი. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს ...

Read More »