Home » 2021 » May » 10

Daily Archives: May 10, 2021

„გირჩი“ სებ-ის შემდეგ სემეკის გაუქმებას ითხოვს

ეროვნული ბანკის შემდეგ, სემეკი. ,,გირჩი“ კიდევ ერთი რეგულატორის გაუქმებას მოითხოვს – ამის შესახებ ,,გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა. მისი თქმით, სემეკი ელექტრო ენერგეტიკის ბაზარს განვითარებაში უშლის ხელს. ,,ნამოხვან ჰესი და ანაკლიის პორტი ინვესტიციების მიმართ კარგი ინდიკატორია. საბოლოო ჯამში, იქამდე მივდივართ, რომ ჰესის მშენებლობისთვის ჩვენ უნდა გვქონდეს პოლიტიკური ურთიერთობა მთავრობებთან, რაც თავისთავად ინვესტორისათვის ...

Read More »

BOG-ის ტერმინალებში ტრანზაქციები 20%-ით გაიზარდა

საქართველოს ბანკის (BOG) ტერმინალებზე საგადახდო ტრანსაქციების რაოდენობამ 2020 წელს 100 მლნ შეადგინა, რაც 20.3%-ითაა გაზრდილი (y.y). საგადახდო ტრანზაქციების მოცულობამ კი BOG– ის ტერმინალებზე 2020 წელს 2.7 მლრდ ლარი + 4.5% (y.y). POS ტერმინალებში BOG-ის საბაზრო წილი საგადახდო ოპერაციების რაოდენობის მიხედვით 2020 წელს 49% იყო, რაც y.y 2%-ული პუნქტით გაიზარდა. ხოლო ბანკის საბაზრო წილი გადასახადების მოცულობის მიხედვით POS ტერმინალებში 2020 წელს 47% იყო  +1%-ული პუნქტით y.y. ბაზრის წილები ემყარება სებ-ის მიერ 2020 ...

Read More »

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით 3 სოციალური საწარმო დაფინანსდა

„საქართველოს ბანკი” სოციალური მისიის მქონე პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს და უკვე მეხუთედ, ბანკმა 3 გამორჩეული სოციალური საწარმოს იდეა გამოავლინა. „საქართველოს ბანკის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული თითოეული პროექტი სამომავლო განვითარებისთვის ბანკისგან 50 000 ლარამდე გრანტს მიიღებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გამარჯვებულ პროექტებს შორის არიან: პირველი ქართული ეკო მეგობრული, მწვანე, USB სადენი „ტენე“; ბიოფიჭის მდგრადი სოციალური საწარმო და ქართული მუსიკალური სექტორის მულტიმედიური ...

Read More »

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტისას გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ორი ქვეყნის მოსახლეობას როგორც საქართველოში, ასევე ჩრდილოეთ მაკედონიაში მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმისგან ათავისუფლებას. როგორც ზურაბიშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ტურისტული და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, კოლეგასთან შეხვედრისას ისაუბრა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და რუსეთის მხრიდან ესკალაციაზე. „საქართველოს პირველი პრეზიდენტი ვარ, რომელიც ესტუმრა ...

Read More »

TIDA-ს ფარგლებში ონლაინ სესია – „ML მოდელების ქცევის ახსნის მეთოდები“ გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით, TIDA-ს (Tblisi International Data Analytics) ფარგლებში, მონაცემთა ანალიტიკით დაინტერესებული პირებისთვის ონლაინ სესიების სერია გრძელდება. შემდეგი სესია 13 მაისს, 19:00 საათზე, ონლაინ პლატფორმა Zoom-ში გაიმართება და მას ნიდერლანდების ლიდერი კომერციული ბანკის, ABN Amro-ს მონაცემთა მეცნიერი, ვიოლეტა მიშევა გაუძღვება. სესიის თემა ამჯერად მანქანური დასწავლის (ML) მოდელების ქცევის ახსნის მეთოდებს შეეხება და ის ინგლისურ ენაზე ჩატარდება. „მანქანური დასწავლის და ხელოვნური ინტელექტის ...

Read More »

ზურაბ ნოღაიდელი: ენერგეტიკის განვითარების მთავარი წინაპირობა ბაზრის გახსნილობაა

„ელექტროენერგეტიკა არ არის მხოლოდ ტექნიკური დარგი. ეს არის უზარმაზარი ბიზნესი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ვაჭრობის კომპონენტი“, – ამის შესახებ ელექტროენერგიის იმპორტიორი კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. მისი თქმით, აქაც, როგორც საზოგადოდ ყველა ბიზნესში,  განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ბაზრის გახსნილობაა. „ბაზარიკიდევ უფრო გახსნილი და გამჭვირვალე გახდება. ენერგეტიკის ბირჟის შექმნის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. შესაბამისად, კონკურენცია დაიწყება, არა მხოლოდ ელექტროენერგიის ...

Read More »

თბილისის მერია ნაგვის დამყრელთა გამოსავლენად ფოტოხაფანგებს ყიდულობს

თბილისის მერია ნაგვის დამყრელი პირების გამოსავლენად 30 ცალ ფოტოხაფანგს ყიდულობს. ტექნიკის შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადებულია და მისი ჯამური სავარაუდო ღირებულება 75 ათასი ლარია. როგორც თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ფოტოხაფანგები იმ ადგილებზე დაყენდება, სადაც მოქალაქეები ხშირად აბინძურებენ ტერიტორიას. ძირითადი მახასიათებლები: ავტომანქანის სანომრე ნიშნის გადაღების შესაძლებლობა (დღე/ღამე); სურათის გარჩევადობა: 720 x 2048 ან უკეთესი; 4 ვიდეო: არანაკლებ 720P HD + ხმა; ...

Read More »

კვიპროსმა ვაქცინირებული ტურისტებისთვის ტესტირება და სავალდებულო კარანტინი გააუქმა

კვიპროსმა ვაქცინირებული ტურისტებისთვის ტესტირება და სავალდებულო კარანტინი გააუქმა. 10 მაისიდან კვიპროსის საზღვრები ღია იქნება მათთვის, ვინც ვაქცინის ორი დოზა მიიღო. ამის შესახებ გამოცემა “დოიჩე ველე” წერს. კვიპროსში ჩასულ ტურისტებს კოვიდ 19-ზე ტესტის ჩატარება აღარ მოუწევთ და არც კარანტინის გავლა. ჯერჯერობით საუბარია 65 ქვეყნის მოქალაქეებზე, რომელებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხებათ. მათ შორისაა ევროკავშირის ყველა სახელმწიფო, ასევე შეერთებული შტატები, რუსეთი, ბელორუსი და უკრაინა. ...

Read More »

GALT & TAGGART: აპრილში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $98.3 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

ტურიზმის სექტორი აღდგენას იწყებს. საქართველოში 2021 წლის აპრილში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად მნიშვნელოვან, 140.4%-იან ზრდას აჩვენებს და 82 500 ვიზიტორს მიაღწია. Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის მიხედვით, ეს ზრდა იხსნება ტურისტების რაოდენობის ზრდით (+182.2% წ/წ) გასული წლის დაბალი ბაზიდან. ჯამურად, 2021 წლის პირველ 4 თვეში ქვეყანაში 212 700 (-81.6% წ/წ) საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც ტურისტულმა ვიზიტებმა 192 400 (-75.7% წ/წ) შეადგინა. საინვესტიციო კომპანიაში მიიჩნევენ, ...

Read More »

დავით ნარმანია: ქვეყანას უნდა ჰქონდეს გენერაციის წყაროების მიხედვით დივერსიფიცირებული, მაგრამ სრულად ადგილობრივ რესურსებზე დამყარებული ენერგოსექტორი

ენერგეტიკული სექტორის სწორად და სწრაფად განვითარებაზე დიდწილად არის დამოკიდებული მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. დარგში ბევრი სიახლე და იმავდროულად  ბევრი გამოწვევაა დაგროვებული. მათ შესახებ „ბანკები და ფინანსები“ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“ თავმჯდომარეს – როგორც ცნობილია, გასული წლის დეკემბერში, მარეგულირებელი კომისიის მიერ რეგულირებად ყველა სფეროში ტარიფები გაიზარდა. ძირითადად რა ფაქტორებმა განაპირობა აღნიშნული გაძვირება და შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ...

Read More »