Home » 2021 » May » 08

Daily Archives: May 8, 2021

გიორგი ცუცქირიძე: ცაგერსა და ამბროლაურში აქციას „ლელოს“ ცაგერის და ლენტეხის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და წარმომადგენლები აორგანიზებენ

გიორგი ცუცქირიძე: ცაგერსა და ამბროლაურში აქციას „ლელოს“ ცაგერის და ლენტეხის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და წარმომადგენლები აორგანიზებენ ცაგერსა და ამბროლაურში აქციას „ლელოს“ ცაგერის და ლენტეხის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და წარმომადგენლები აორგანიზებენ – ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს. „გავიდა დრო, გადაიარა „ქართული მიწის დაცვით“ შეფუთულმა გულზე მჯიღის ცემის პერიოდმა და ყველა მიხვდა, რომ ვინც ნამახვანის ჰესის მშენებლობას აპროტესტებს, ნებსით თუ უნებლიეთ, ...

Read More »

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ბასკინ რობინსი გაიხსნა

ბნელ 90-იანებში, როგორც ამ წლებს ხშირად ვუწოდებთ, ბასკინ რობინსი იყო ბრენდი, რომელმაც მომხმარებელს თავი ნათელი ფერებით, მაღალი ხარისხის და ყველასთვის საყვარელი გემოებით დაამახსოვრა. თითქმის 30 წლის შემდეგ, ბასკინ რობინსი საქართველოში ბრუნდება და 4 ახალი ობიექტითა და ამბიციური გეგმებით, პირველ ფილიალს განახლებული ჭავჭავაძის გამზირის #17-ში ხსნის. თავის მხრივ, თიბისი ლიზინგმა, როგორც აქტიურმა დაფინანსების ინსტრუმენტმა ბიზნესებისთვის, ბასკინ რობინსს საქმიანობისთვის საჭირო დანადგარები, კერძოდ ...

Read More »

“აგრესია და ანტიპიარი მიმდინარეობს მთელი ჰიდრო რესურსების წინააღმდეგ, რაც საბოლოოდ, ბუნებრივია, აზიანებს ქვეყანას”

“აგრესია და ანტიპიარი მიმდინარეობს მთელი ჰიდრო რესურსების წინააღმდეგ. რაც საბოლოოდ, ბუნებრივია, აზიანებს ქვეყანას”, – ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, თორნიკე შარაშენიძემ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებასა და რუსული ინტერესების საკითზე მსჯელობა მიმდინარეობს. შარაშენიძის განმარტებით, საქართველომ ენერგო-ჰიდრო რესურსების სიმრავლე უნდა გამოიყენოს, რათა ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტულუნარიანი გახდეს, ჰესების წინააღმდეგ მიმართული კამპანია კი ამ ყველაფერს ...

Read More »

ვაზილ ჰუდაკი – ვფიქრობ, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის ძალიან კარგი შესაძლებლობები არსებობს

ვფიქრობ, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის ძალიან კარგი შესაძლებლობები არსებობს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკმა განაცხადა. მისივე თქმით, ეკონომიკის განვითარების ახალმა სტრატეგიამ, უნდა უზრუნველყოს ახალი შესაძლებლობები უცხოური ინვესტიციების. „ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის მინისტრთან, რომელზეც განვიხილეთ სხვადასხვა პრიორიტეტები საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ უცხოურ ინვესტიციებს და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. ვფიქრობ, რომ საქართველოში ძალიან კარგი შესაძლებლობები არსებობს. ასევე, ...

Read More »

„წითელი ჯვარი“ საქართველოს 100 000 დოზა „სინოფარმს“ გადმოსცემს

„წითელი ჯვარი“ საქართველოს 100 000 დოზა „სინოფარმს“ გადმოსცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. როგორც მინისტრის პირველი მოადგილე განმარტავს, ვაქცინის გადმოცემასთან დაკავშირებული დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. „საქართველოს „წითელი ჯვარი“, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაცია აქტიურად გვეხმარება პანდემიის მართვის პროცესში, ეპიდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან. დღევანდელი შეხვედრა ...

Read More »

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული 16 500 000 რუსული რუბლის ქვეყნის საზღვარზე უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული 16 500 000 რუსული რუბლის (760 996.5 ლარი) ქვეყნის საზღვარზე უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხიდან შემოსული, საქართველოს მოქალაქის ო.გ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტოსანტრასპორტო საშუალების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა იქნა აღმოჩენილი. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის ...

Read More »

ნათია თურნავა – ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და რაც შეიძლება მეტი დასაქმება

პრემიერ-მინისტრის ახალ მრჩეველს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში ვაზილ ჰუდაკს გავაცანით ჩვენი პროგრამები, განსაკუთრებით „აწარმოე საქართველოში” და ის პოლიტიკა და სტრატეგია, რაც გაგვაჩნია უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ვაზილ ჰუდაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა პროექტებზე ტრანსპორტის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების განვითარებისა და ტურიზმის კუთხით. „აღნიშნულ სექტორებში ჩვენი სურვილია, ძირითადად, დასავლური ტიპის ...

Read More »

ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მთავრობა ერთჯერად სოციალურ დახმარებას გასცემს

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ. განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. https://www.facebook.com/GeorgianGovernment/posts/1990019651135929

Read More »

“მაინინგის წყალობით ჩვენი ეკონომიკა გადარჩა” | როგორ მალავენ აპარატურას აფხაზეთში

ელექტროენერგიის მზარდი მოხმარება და ენერგეტიკული კრიზისი აფხაზეთში ძირითადად უკავშირდება კრიპტოვალუტის მომპოვებელ ფერმებს. ოფიციალური ცნობით, აფხაზეთში რამდენიმე ასეული უკანონო ფერმა დახურეს. ამის მიუხედავად, მათი რაოდენობა მზარდია. რატომ? აფხაზეთის უფასო რეკლამების ვებ-გვერდებზე ხშირად შეგხვდებათ ასეთი შინაარსის განცხადებები: “მაინინგის სერვერების რემონტი, ქსელთან მიერთება”. მაგალითად, “აფხაზ ავტოს” ვებ-გვერდსა და მის ინსტაგრამ გვერდზე მრავალი განცხადებაა განთავსებული, სადაც კრიპტოვალუტის მომპოვებელი აპარატურა იყიდება. მათ კი, ვინც ალღო ...

Read More »

გიორგი აბრამიშვილი: 4 მილიარდის ინვესტიცია დაპაუზებულია, ეს ფული ქვეყნის განვითარებას უნდა მოხმარდეს

“ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, ზოგადად, ჰესებთან დაკავშირებით. ადამიანების პატრიოტული და რელიგიური გრძნობებით მანიპულაცია კი ქმნის იმდენად დამახინჯებულ სურათს, რომ კითხვასაც კი არავინ სვამს – რა ხდება სინამდვილეში?”, – ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ საზოგადოებას მიეწოდოს სწორი ინფორმაცია და გადაწყვეტილებები დიალოგის რეჟიმში მიიღებოდეს. “ასოციაცია აერთიანებს 27 წევრს. ჩვენ ვქმნით ...

Read More »