Home » 2021 » May » 07

Daily Archives: May 7, 2021

ვინ არის და რას საქმიანობს “რაინდი” ლევან ვასაძე? – პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პორტრეტი

“რაინდი” ლევან ვასაძე პოლიტიკაში ოფიციალურად არასდროს ყოფილა, მაგრამ ყოველთვის პოლიტიკის გარშემო ტრიალებდა და ხმაურიან, სკანდალურ განცხადებებსაც აკეთებდა. პოლიტიკაში მოსვლაც რამდენჯერმე სცადა, მაგრამ …   ვინ არის ლევან ვასაძე და რა საქმიანობას ეწევა დღემდე? რა პოლიტიკური მესიჯებით გამოირჩეოდა და როგორ განცხადებებს აკეთებდა?   „ჯორჯიან თაიმსი“ გთავაზობთ პოლიტიკურ ველზე მისი აქტიურობის ქრონოლოგიას.   ქართველი ბიზნესმენი 1970 წლის 20 დეკემბერს დაიბადა და გაიზარდა ...

Read More »

ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

 საქართველოს ბანკისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით  ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსის განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე, შემდეგ ბმულზე შეუძლიათ:  https://go.usa.gov/xHmfF აპლიკაციების მიღება 2021 წლის 1 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება. ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამა აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის თანადამფინანსებელია საქართველოს ბანკი, განათლების საერთაშორისო ცენტრი ...

Read More »

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით კომპანია “სულა” კახეთში მეღვინეობას აფართოვებს

2018 წელს დაფუძნებული კომპანია “სულა” კახეთში გაშენებულ ვენახებსა და ღვინის საწარმოებს შორის მხოლოდ ერთ-ერთი იქნებოდა, რომ არა მიდგომა, რომელიც წარმოებულ პროდუქტსა და თავად კომპანიას გამორჩეულს და, შესაბამისად, წარმატებულს ხდის. აქ პროდუქტი ქართულია, საქმისადმი დამოკიდებულება – ევროპული, კომპანიის ამბიცია კი – საერთაშორისო. საწარმოს შექმნის იდეა გურჯაანში შეძენილი პატარა ნაკვეთიდან გაჩნდა, სადაც ვაზი და ატამი გაშენდა. დღეს კომპანია უკვე 8 ჰექტარ მიწას ...

Read More »

ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს

თასი, რომელიც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის EURO 2020-ის გამარჯვებულს გადაეცემა, უკვე ბაქოშია. აზერბაიჯანის დედაქალაქში მატჩები EURO 2020 თასის რაუნდის ფარგლებში  მიმდინარე წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის თასი, რომელიც ბაქოში 7-დან 9 მაისამდე იქნება გამოფენილი, დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს გადასცეს. მოგვიანებით კი EURO 2020-ის ჯილდო ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მიიტანეს. სპეციალური ფოტოსესია მოეწყო გობუსტანის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ნაკრძალში, იჩერი ...

Read More »

„ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების საფუძველი სექტორის გამჭვირვალობა უნდა გახდეს“

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა განაგრძობს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას. ამ კონტექსტში, სულ ახლახანს აფბამ სსე-სგან (საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“) გამოითხოვა ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. ინფორმაციაში მითითებული უნდა ყოფილიყო განხორციელების ვადები, დეტალები თითოეული პროექტის საინვესტიციო მოცულობისა და ტექნიკური მაჩვენებლების თაობაზე და იმის შესახებ, თუ რომელი დონორი ორგანიზაციების მონაწილეობით ხორციელდება მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. აფბაში აცხადებენ, რომ ...

Read More »

ვაზილ ჰუდაკი – ჩემთვის დიდი პატივია, ვემსახურო საქართველოს და ქართველ ხალხს, ამ მისიას ძალიან სერიოზულად ვუდგები

ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რანგში ვიმუშავებ ქვეყნის განვითარებისთვის, მთავრობისა და საზოგადოების ხელშეწყობისთვის, – ამის შესახებ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა, ვაზილ ჰუდაკმა განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის გამო, ეკონომიკის აღდგენისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით ქვეყნებს რთულ პერიოდში უწევთ მუშაობა, თუმცა ეს ახალი შესაძლებლობების პერიოდიც არის. როგორც ვაზილ ჰუდაკმა განაცხადა, მისი მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას სხვადასხვა რესურსის მობილიზაციაში. ამასთან, მან კერძო სექტორის ...

Read More »

ღარიბაშვილი – ვაზილ ჰუდაკის ამოცანა იქნება საქართველოს ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპეციალური მრჩევლის, ვაზილ ჰუდაკის ამოცანა იქნება საქართველოს ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩევლად ვაზილ ჰუდაკის წარდგენის შემდეგ განაცხადა. „მოგეხსენებათ, კორონავირუსით გამოწვეულ რთულ ვითარებაში ეკონომიკის აღდგენის გეგმაზე ვმუშაობთ. ამ გეგმაში, რა თქმა უნდა, საქართველოს სამომავლო ეკონომიკური განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს ექნება წამყვანი როლი. ქვეყანას სჭირდება ინვესტიციეიბი, რაც ნიშნავს, რომ ...

Read More »

გერმანიაში ლეგალურად დასაქმების სურვილი საქართველოს 98 443 მოქალაქემ, ისრაელში კი 1 427 პირმა გამოთქვა

გერმანიაში ლეგალურად დასაქმება 98 443 ადამიანს სურს, ხოლო ისრაელში დასაქმების სურვილი 1 427 პირმა გამოთქვა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალურ პორტალზე საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე 15 თებერვლიდან, ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე კი 12 აპრილიდან დაიწყო. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, გერმანიის შემთხვევაში, დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი წარადგინა. აღნიშნულ პოსტს ვაზილ ჰუდაკი დაიკავებს. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში აქამდე მრჩეველი არ ჰყოლია.

Read More »

რა კავშირია ლევან ვასაძესა და რიონის ხეობის მცველებს შორის?

„რიონის ხეობის გუშაგების“ ინფორმაციები ძალიან აქტიურად ვრცელდება ლევან ვასაძის „ალტ-ინფოს“ ჯგუფებში. სოციალურ ქსელში შესამჩნევი ხდება , რომ რიონის ხეობის მცველებისა და ლევან ვასაძის მსგავსი იდეოლოგია აქვს- სოციალისტურ, რუსული, პოსტსაბჭოთა ნარატივით. ამას მოწმობს მათი გამოსვლებიც- „არ შეიძლება, როდესაც გეოგრაფიული არეალი დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში, ეს არის მიუღებელი“, – ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. ასევე აღსანიშნავია, რომ სწორედ ...

Read More »