Home » 2021 » May » 06

Daily Archives: May 6, 2021

„იმპორტირებული ელექტროენერგიის საკონტრაქტო ფასი საჯარო იქნება“

„იმპორტირებული ელექტროენერგიის საკონტრაქტო ფასი საჯარო იქნება“ – დავით ნარმანია „ძალიან მალე, ეს ნაწილიც (იმპორტირებული ელექტროენერგიის საკონტრაქტო ფასი) საჯარო იქნება. ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ახალი წესები დადგინდება მარეგულირებელი კომისიის მიერ“, – ასე უპასუხა სემეკის თავმჯდომასრემ, დავით ნარმანიამ „ბანკები და ფინანსებს“ კითხვაზე, რომელიც გამოცემამ ასე ჩამოაყალიბა: – ერთ-ერთი პრობლემური საკითხია იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩაშლილი ტარიფები, ანუ ე.წ. საკონტრაქო ფასების გასაიდუმლოება ესკოს მხრიდან. ...

Read More »

აფბა მოუწოდებს სსე-ს გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და არსებულ კითხვებს სრულყოფილად უპასუხოს

აფბა მოუწოდებს სსე-ს გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და არსებულ კითხვებს სრულყოფილად უპასუხოს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მოუწოდებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (სსე) გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა, იმოქმედოს გამჭვირვალობის სტანდარტების დაცვით და მიაწოდოს აფბას, საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის შესაბამისად გამოთხოვილი ინფორმაცია. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აფბამ დაიწყო ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის ირგვლივ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესწავლა და აღნიშნულის ფარგლებში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისგან“ (სსე), ...

Read More »

დავით ნარმანია ენერგეტიკული სექტორის სამ მთავარ გამოწვევას ასახელებს

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკული სექტორის სამ მთავარ გამოწვევას ასახელებს „პირველი გამოწვევა ეს არის, ყველასთვის ცნობილი ფატორების გამო, ადგილობრივი გენერაციის წყაროების ნელი ტემპით  განვითარება. ამ შემთხვევაში გამოსავალი მეტი დიალოგია საზოგადოებასთან“, – ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „ბანკები და ფინანსებთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო არ არის გამონაკლისი, სადაც მსხვილ ენერგოპროექტებს აპროტესტებენ. „მთელ რიგ ქვეყნებშია იგივე გამოწვევა, როგორც ჰიდრო პროექტებთან, ...

Read More »

„გვაქვს შანსი, მომდევნო თვეებში 5%-იანი ეკონომიკური ზრდაც კი გვქონდეს, ეს ვაქცინაციაზე იქნება დამოკიდებული”

“გვაქვს შანსი, მომავალ თვეებში გავიდეთ საპროგნოზო, 4%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, შეიძლება –  მაღალზეც. გვაქვს შანსი, ზრდა 5%-იც კი გვქონდეს. ეს ვაქცინაციაზე იქნება დამოკიდებული”, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ცუცქირიძემ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება შეაფასა. „ვხედავთ ეკონომიკის პრობლემებს, მაგრამ პოზიტიური ტრენდიც არის. პირველად, გასულ წელთან შედარებით, მარტში 4 %-იანი ზრდა გვაქვს. ეს არის შეჯამება, ინდიკატორი იმისა, მთავრობის ანტიკრიზისული ...

Read More »

კონკურენციის სააგენტო: ტურისტულ კომპანიებს შორის დავაში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი არ დადასტურდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე მორიგი მოკვლევა დაასრულა. საკითხი ეხებოდა ტურისტული კომპანია ,,Free spirit tours“-ის საჩივარს, რომლის მიხედვითაც კონკურენტი კომპანია ,,სფინქს თრეველის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა კომპანიის სავაჭრო ინფორმაციის და კომერციული საიდუმლოების არაკეთილსინდისიერად გამოყენების ფაქტს. ,,კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ დეტალურად იქნა შეფასებული საერთაშორისოდ აღიარებული და უცხო ქვეყნების სამართლის რელევანტური ნორმების შინაარსი სავაჭრო ინფორმაციასა და კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებით. სააგენტოს ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჩვენი გეგმები რეალური და ხელშესახები გახდა – “შირნჰოფერი” მაღაზიათა ქსელს აფართოებს

საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით ხორცპროდუქტების მაღაზიათა ქსელი, შირნჰოფერი, კიდევ 2 მაღაზიას გახსნის. შირნჰოფერი მომხმარებელს ხორცპროდუქტების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს, რისი იმპორტიც ავსტრიიდან ხორციელდება. პროდუქციას განსაკუთრებულად მაღალი ხარისხი გამოარჩევს, მას საქართველოში არსებულ ყველა დიდ სუპერმარკეტში შეხვდებით. ამჟამად თბილისის მასშტაბით შირნჰოფერის 4 მაღაზია ოპერირებს. ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში კი ქსელი დამატებით ორ მაღაზიას გახსნის. პროექტის ჯამური ღირებულება 5 მლნ. ...

Read More »

FAO-ს ფასების ინდექსი – 2021 წლის აპრილში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, შაქრის ფასი 60%-ით გაიზარდა

აპრილში FAO-ს ფასების ინდექსი კალათის ყველა პროდუქტზე გაიზარდა FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს – აპრილში, გაიზარდა და 120.9 ქულა შეადგინა. FAO-ს ცნობით, აღნიშნული ქულა, წინა თვის მაჩვენებელს 1.7%-ით, ხოლო 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს – 30.8%-ით აღემატება. მათი ინფორმაციით, აპრილში, 3.9%-ით გაიზარდა შაქრის ფასების ინდექსი. როგორც FAO-ში ...

Read More »

„ვითიბი ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, მარნეულში, ქართული სკოლა-ბაღი მომავალი გაიხსნა

„ვითიბი ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, მარნეულში, ქართული სკოლა – ბაღი მომავალი გაიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვითიბი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, აღნიშნული სკოლა 3,000 კვ. მ.-მდეა და 500 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 1 მილიონ ლარამდე შეადგინა. აღნიშნული თანხით განხორციელდა შენობის სრული რეაბილიტაცია, მიკროავტობუსის შეძენა, აუზის მშენებლობა და სხვა სამშენებლო სამუშაოები. „განათლების ხელშეწყობა, გლობალურად, „ვითიბი“ ჯგუფისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მოხარული ვართ, ...

Read More »

ჩინეთი ავსტრალიასთან ეკონომიკურ დიალოგს “განუსაზღვრელი ვადით” წყვეტს

როგორც გამოცეა Reuters-ი წერს, ჩინეთმა “ჩინეთ-ავსტრალიის სტრატეგიული ეკონომიკური დიალოგის” ფარგლებში ყველა მოქმედება “განუსაზღვრელი ვადით” შეაჩერა. გამოცემის ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ ჩინეთის განვითარების და რეფორმების ეროვნული კომისიის განცხადებაშია აღნიშნული. კომისია არ განმარტავს, რა კონკრეტულმა ქმედებებმა უბიძგა მას აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისკენ. “ცოტა ხნის წინ ავსტრალიის მთავრობის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა დაიწყო მთელი რიგი ზომების გატარება ჩინეთსა და ავსტრალიას შორის ნორმალური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ...

Read More »

ფინანსთა მინისტრმა ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის რანგში ბანკის მმართველთა საბჭოს სესია გახსნა

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 54-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს სესია გაიმართა, რომელსაც ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის რანგში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გაუძღვა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფორუმის ჩატარება დაგეგმილი იყო თბილისში, თუმცა გლობალური პანდემიის გამო აღნიშნული ღონისძიება კვლავ ვირტუალურ ფორმატში გაიმართა. „2024 წელს, ჩვენ უკვე თბილისში ვუმასპინძლებთ ამ მასშტაბურ და მნიშვნელოვან შეხვედრას. ვიმედოვნებ, ...

Read More »