Home » 2021 » May » 05

Daily Archives: May 5, 2021

“რუსთავის აზოტში” დასაქმებულებმა აქციები დაასრულეს

“რუსთავის აზოტის” საწარმოში მუშაობა ყველა საამქრომ განაახლა. კომპანიიდან გაფიცული 2000-მდე თანამშრომელი სამუშაოებს მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც მათსა და ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა. როგორც “ინფო რუსთავს” საწარმოში ერთ-ერთმა დასაქმებულმა, გიორგი კაპანაძემ განუცხადა აქციები დასრულდა და ახლა ადმინისტრაციასთან სიტყვიერი შეთანხმების დოკუმენტალურად გაფორმებას ელოდებიან. შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს “რუსთავის აზოტის” თანამშრომლები გაიფიცნენ და საწარმოს ცენტრალურ შესასვლელთან აქციების გამართვა დაიწყეს.

Read More »

ნიკოლოზ მეტრეველი – ჩინეთი აღარ იმალება და იცდის

ჩინეთის ეკონომიკის უკვე 25 წლიანი პერმანენტული გრანდიოზული მიღწევები პოლიტიკოსების და ექსპერტების მუდმივი ყურადღების ცენტრშია და დიდი რაოდენობის ინფორმაციაც ვრცელდება. XX საუკუნის ბოლოს ჩინეთის ლიდერების მიერ საერთო სახელმწიფო პოლიტიკის გადასინჯვის შედეგად მოხდა მსოფლიოში ჩინეთის ადგილის და როლის განსაზღვრა. შესაბამისად დადგა სამხედრო ძალების მშენებლობის დოქტრინის განახლების აუცილებლობაც. ფართო აუდიტორიისათვის გაცილებით ნაკლები ინფორმაცია ვრცელდება მსოფლიო მედიაში ჩინეთის შეიარაღებული ძალების და სამხედრო პოტენციალის შესახებ, ...

Read More »

$11-მილიონიანი ყაზახური ინვესტიციით თბილისს ახალი სასტუმრო Holiday Inn Express-ი შეემატება

თბილისში, ყაზახური ინვესტიციით, 3-ვარსკვლავიანი ეკონომ-კლასის, 123-ნომრიანი სასტუმრო „ჰოლიდეი ინ ექსპრეს ავლაბარი“ გაიხსნება. ამის შესახებ საინვესტიციო კომპანია „კაპიტოლ ჯგუფის“ დირექტორმა და ყაზახეთის საპატიო კონსულმა საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილმა Forbes Talks-თან ინტერვიუში აღნიშნა. „კაპიტოლ ჯგუფში“ შემავალი უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრიაში“ აცხადებენ, რომ „ჰოლიდეი ინ ექსპრეს ავლაბრის“ პროექტში ინვესტორმა 11 მლნ დოლარი ჩადო. როგორც „სიმეტრიაში“ ამბობენ, სასტუმროს გახსნა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს იგეგმება, სადაც ...

Read More »

როგორ იხსნა ქოლერისა და შავი ჭირისგან სამყარო ებრაული წარმოშობის უკრაინელმა მეცნიერმა

სიტყვები -“ჭირი” და “ქოლერა” ხალხის უმრავლესობაში შიშისგან ძრწოლას იწვევს.  მათ წყევლადაც კი იყენებენ. თუმცა, საბედნიეროდ, არსებობდა სუპერგმირი, რომელმაც შეძლო დაემარცხებინა კაცობრიობისთვის მოვლენილი ეს უბედურება. ეს იყო ებრაული ფესვების მქონე უკრაინელი, ოდესის მოქალაქე ვლადიმერ ხავკინი, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ინდოეთში მას მიენიჭა “მაჰათმას” წოდება, რაც ნიშნავს “ერის მამას”.  ბომბეის ბაქტერიოლოგიურმა ინსტიტუტმა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ჭირისა და ქოლერის კვლევის ყველაზე დიდ ცენტრს მისი სახელი ...

Read More »

“რუსეთის მიერ წიწიბურის საზღვარგარეთ ექსპროტის დროებითი შეჩერება, საქართველოს ბაზარზე არ აისახება”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რუსეთის მხრიდან წიწიბურის საზღვარგარეთ ექსპროტის დროებითი შეჩერება ჩვენი ქვეყნის ბაზარზე არ აისახება. როგორც მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, თუკი დანაკლისი შეიქმნა ის ძალიან მარტივად ჩანაცვლდება, მაგრამ დღეს ასეთი დანაკლისი არ არსებობს. ,,რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ რუსეთმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს თავისუფალი ვაჭრობის სულისკვეთებას არ შეესაბამება, თუმცა, როგორ ჩანს, ამას თავისი შიდა მიზეზები აქვს. ჩვენს ...

Read More »

„ლოკდაუნი“ არ არის გამოსავალი – ჩვენ კი არ ვისწავლეთ კოვიდის პირობებში ცხოვრება, არამედ ვისწავლეთ კოვიდისგან დამალვა“

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურისტული სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და სასტუმროების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე სექტორის ნებაყოფლობითი, მაგრამ ორგანიზებული ვაქცინაციის შესაძლებლობები და აგრეთვე დარგის წინაშე არსებული სხვა გამოწვევები განიხილება. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, გამოწვევებს შორის კვლავ დასახელდება არსებული შეზღუდვები, რომელთა შემსუბუქება სფეროს არსებობისთვის მნიშვნელოვანია. შოთა ბურჯანაძის თქმით, აცრებს მნიშვნელობა დაეკარგება თუ სფერო აღარ იარსებებს. „გინდ ვაქცინა გაგიკეთებია, გინდ არ ...

Read More »

წინანდლის მამული, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, გამოფენასა და პერფორმანსს – „მეხსიერების ფრაგმენტები“ უმასპინძლებს

წინანდლის მამული, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, გამოფენასა და პერფორმანსს – „მეხსიერების ფრაგმენტები“ უმასპინძლებს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ გოგი ალექსი-მესხიშვილის, სერგო ფარაჯანოვის და უტა ბექაიას შემოქმედებას. როგორც “თიბისის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, გამოფენა 7 მაისს გაიხსნება და ერთ თვეს გაგრძელდება. “7 ივნისიდან კი, ერთი თვით, გამოფენა თიბისი კონცეპტის სივრცეში, მარჯანიშვილის 7 -ში გადაინაცვლებს. მთავარი ხაზი და კონცეფცია – ექსპერიმენტული თეატრის ხასიათი – სხვადასხვა ...

Read More »

„ბილაინი“ – მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ უცხო ენა ნახევარ წელიწადში მხოლოდ 50 ლარად ისწავლონ

საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრი, „ბილაინი“ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს უცხო ენების შესწავლის საერთაშორისო პლატფორმა Busuu-ს პრემიუმ პაკეტი შეიძინონ განსაკუთრებულ ფასად,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ბილაინიდან“ აცნობეს. კომპანიის ინფორმაციით, მხოლოდ „ბილაინის“ აბონენტებს შეუძლიათ მიიღონ 6-თვიანი წვდომა პრემიუმ პაკეტზე ჯამში 50₾ -ად, ნაცვლად 250₾ -ისა. “Busuu-ს მეშვეობით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ 12 ენიდან ნებისმიერი, კომპლექსური მეთოდის გამოყენებით ისწავლონ. პრემიუმ პაკეტზე წვდომისთვის: მომხმარებელი გადადის ბმულზე: http://bit.ly/BUSUU-PROMO; გადის ვერიფიკაციას მობილურის ნომრით, რის ...

Read More »

ფინანსთა სამინისტრო სოციალური დახმარების საჭიროების მქონე პირების იდენტიფიცირების და მათთვის დახმარების გაწევის საკითხზე მუშაობს

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, უწყება მუშაობს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სოციალური დახმარების საჭიროების მქონე პირების იდენტიფიცირება და მათთვის დახმარების აღმოჩენა. როგორც მან ჟურნალსტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, სწრაფად დასრულდეს ვაქცინაციის პროცესი და ამჟამად დახურული ეკონომიკის სექტორები გაიხსნას. „მძიმე პანდემიური მდგომარეობა საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში გადაიზარდა. რა თქმა უნდა, ამას თავისი ასახვა აქვს, მათ შორის ჩვენს მოქალაქეებზე. ამ მიმართულებით ფინანსთა სამინისტრო ...

Read More »

მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერ დეკემბერი-მარტის პერიოდში საწვავზე 172 253 ლარი დაიხარჯა

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა 4 წლის განმავლობაში საწვავზე 3 225 249,70 ლარი დახარჯეს, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებმა კი 4 თვის განმავლობაში (12 აპრილის მდგომარეობით) კი 172 253,61 ლარი. როგორც “ინტერპრესნიუსის“ მიერ პარლამენტიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის ყოველთვიურად, ჯამში 25 000 ლიტრი საწვავი გამოიყოფა, ხოლო ავტომანქანის მომსახურებით პარლამენტის 47 წევრი სარგებლობს. საჯარო ინფორმაციის ...

Read More »