Home » 2021 » April (page 50)

Monthly Archives: April 2021

„ვლადიმერ პოზნერს, რომელიც აშშ-ს მოქალაქეა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი არ დაურღვევია“

ისინი ქვეყანაში შემოვიდნენ კანონთან სრულ შესაბამისობაში – ჩვენი საზოგადოების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ “ნაციონალურმა მოძრაობამ”, – ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ნაწილისგან გამოხატულ პროტესტს. მისივე თქმით, ყოვლად დაუშვებელი იყო “ნაცმოძრაობის” ლიდერების და მათი ჯგუფების პროტესტის ეს ფორმა. „მსურს გამოვეხმაურო გუშინ ღამე განვითარებულ მოვლენებს, ...

Read More »

ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილი დაინიშნა

ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილი დაინიშნა. ახალი ფინანსთა მინისტრი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. ლაშა ხუციშვილი ამ დრომდე ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 31 მარტს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მაჭავარიანს თანამდებობის დატოვების მიზეზი არ დაუსახელებია, მაგრამ განმარტა, რომ პოსტიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა. ...

Read More »