Home » 2021 » April (page 2)

Monthly Archives: April 2021

ჰანს კლუგე – შეზღუდვების ნაადრევად შემსუბუქებამ ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება შეიძლება გამოიწვიოს, ინდოეთის სიტუაცია შესაძლოა ყველგან მოხდეს

დამცავი ზომების ნაადრევად შემსუბუქებამ, როდესაც უფრო გადამდები ვარიანტები არსებობს და ვაქცინაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ დაბალია, შესაძლოა ნებისმიერ ქვეყანაში იდეალური შტორმი გამოიწვიოს. ინდოეთის სიტუაცია შესაძლოა ყველგან მოხდეს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას რეგიონში, ორი თვის განმავლობაში პირველად, ახალი შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ კიდევ “ძალიან მაღალია”. ჯანმო-ს ...

Read More »

საქართველოში “სინოვაკის” 100 000 დოზა ჩამოვიდა

ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოვაკის“ 100 ათასი დოზა უკვე საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა. როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, „სინოვაკის“ გამოყენება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაციის შემდეგ დაიწყება, თუმცა ამ პროცესის დაყოვნების შემთხვევაში, „სინოვაკის“ გამოყენების პირობებზე საბჭო კიდევ იმსჯელებს. ამასთან, როგორც ცნობილია, 6 მაისს ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 ათასზე მეტ დოზას ელოდებიან.

Read More »

„სოკარი“ მზის ენერგიით ავტოგასამართ სადგურებს ამარაგებს

კომპანია „სოკარის“ საქმიანობა საქართველოში უცვლელად ეფუძნება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის 5 ძირითად სტანდარტს – ახალგაზრდების განვითარება, ქალთა უფლებების დაცვა, შშმ პირთა და ხანდაზმულთა მხარდაჭერა, შრომის უსაფრთხოება და ეკოლოგია. ამ მიმართულებების გასაძლიერებლად „სოკარს“ არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული საქართველოში და ყოველი მათგანი შესრულებულია თანამედროვე ბიზნესის ძირითადი პრინციპის – გამჭვირვალობის დაცვით! სწორედ ამიტომ, საზოგადოებას მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია „სოკარის“ მიზნებისა და ამა თუ იმ პროგრამის ...

Read More »

რიონის ხეობაში საფლავებიდან ნეშტების გადასვენებას კომპანია “ენკას” წარმომადგენელი სიცრუეს უწოდებს

დავით ჩოჩია აცხადებს, რომ საფლავებიდან ცხედრების გადასვენება ჯერ არ დაწყებულა. “გადასვენების პროცესი არის მოსახლეობასთან შეთანხმებული, ის დროში გაწერილია და ჯერ არ დაწყებულა.  ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ამ ფორმით აღდგომის წინა კვირაში რელიგიურ გრძნობებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ. კომპანია მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ მოსახლეობასთან. აღნიშნული საფლავი ორი თვის წინ გადაიტანა ადგილობრივმა მცხოვრებმა რაინდი მანაგაძემ  საკუთარი სურვილით. მას აღებული აქვს კომპენსაცია, გადავიდა ქუთაისში ...

Read More »

დავით უთმელიძე – დედაქალაქის ბიუჯეტი თბილისის მუნიციპალიტეტის ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით უთმელიძე დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდას მიესალმება. როგორც მან საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, 2021 წლის ბიუჯეტი თბილისის მუნიციპალიტეტის არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. მისივე თქმით, ეს ფინანსები პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილდება. „თბილისის ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის ისტორიის მანძილზე რეკორდულ ნიშნულზეა ასული. ბიუჯეტი პრიორიტეტების მიხედვით არის განსაზღვრული, ყველაფერი გაკეთდა, რომ მაქსიმალურად მიზნობრივად მოხდეს თანხების ათვისება. წარმატება მინდა ვუსურვო ...

Read More »

„თურქეთთან მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა“ – ზურაბ ნოღაიდელი

„ელექტროენერგეტიკული ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, ბოლო წლებში, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული და ეს ეხება როგორც მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელ მაღალი ძაბვის გადამცემ ქსელებს, ისექვეყნის შიგნით არსებულ ინფრასტრუქტურას. ეს არის აუცილებელი საიმისოდ, რომ ელექტროენერგიის გადაცემის შესაძლებლობები უფრო მეტი იყოს“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეოს საბჭოს წევრი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს. მისი თქმით, რაც აქამდე გაკეთდა, იყო აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი, მაგრამ მომავალი ...

Read More »

„ახალი რეფორმის მიზანია ადმინისტრაციული ორგანოების რეგულირება ჩაანაცვლოს კონკურენციით იქ, სადაც ეს ბუნებრივად შესაძლებელია“ – ირინა მილორავა

უკვე ცნობილია, რომ ზაფხულიდან განხორცილდება მორიგი ენერგეტიკული რეფორმა, რაც საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებას გულისხმობს. ბირჯაზე, ანუ ონლაინ პლატფორმაზე ელექტროენერგიით ვაჭრობას შეძლებენ რეგისტრირებული სუბიექტები და. რეფორმის უმთავრესი მიზანი ბაზრის გახსნა და კონკურენტულ გარემოში ფასწარმოქმნის პროცესის ხელშეწყობაა. ბირჟის როლსა და პერსპექტივაზე „ბანკები და ფინანსები“ ბირჟის გენერალურ დირექტორს ქ-ნ ირინა მილორავას ესაუბრა. გთავაზობთ მორიგ ამონარიდს ინტერვიუდან. საუბრის სრულ ვერსიას bfm.ge დრესვე, მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ...

Read More »

ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაცია ENER-T საქართველოში მზის ელექტროსადგურის მშენებლობას განიხილავს

ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაცია ENER-T საქართველოს ბაზარზე შემოსვლას და მზის ელექტროსადგურის მშენებლობას განიხილავს. ამის თაობაზე კორპორაციის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრაზე განაცხადეს. ისრაელის კორპორაციას ხელმძღვანელობდა ENER-T – ის მფლობელი იეჰუდა ჰარაცი. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და ბიზნეს გარემო, ასევე საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული ვითარება, მიმდინარე რეფორმები და ის პოტენციალი, რაც ქვეყანას ...

Read More »

ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის Brexit-ის შემდგომი სავაჭრო შეთანხმება დამტკიცდა

ევროპარლამენტმა ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის Brexit-ის შემდგომი სავაჭრო შეთანხმება დამტკიცდა. ამის შესახებ nytimes წერს. შეთანხმება ითვალისწინებს სავაჭრო ურთიერთობებს კვოტებისა და ტარიფების გარეშე, ერთმანეთის ტერიტორიაზე, საზღვაო და საჰაერო სივრცეებზე შეუზღუდავ წვდომასა და საზღვაო რესურზებზე დაბალანსებულ წვდომას. ბრიუსელი და ლონდონი ასევე შეთანხმდნენ, რომ საგარეო პოლიტიკის, სასანქციო რეჟიმებისა და თავდაცვის სფეროებში ქმედებების კოორდინაციას ადგილი არ ექნება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 24 დეკემბერს, ...

Read More »

2021 წელს, გადამხდელებს, დღგ-ის ზედმეტობის სახით, ავტომატურად 500 მილიონ ლარზე მეტი დაუბრუნდათ

2021 წელს, გადამხდელებს, დღგ-ის ზედმეტობის სახით, ავტომატურად 500 მილიონ ლარზე მეტი დაუბრუნდათ. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2020 წლიდან, საგადასახადო ადმინისტრირებაში, თავისი მასშტაბიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღგ-ის გადამხდელებისათვის ამოქმედდა დღგ-ის ზედმეტობის სრულად ავტომატურ რეჟიმში, უკან დაბრუნების სისტემა, რაც გულისხმობს კონკრეტული თვის ჭრილში წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე, არსებული დღგ-ის ზედმეტობის ავტომატურად დაბრუნებას გადამხდელის საბანკო ...

Read More »