Home » 2021 » April » 29

Daily Archives: April 29, 2021

„სოკარი“ მზის ენერგიით ავტოგასამართ სადგურებს ამარაგებს

კომპანია „სოკარის“ საქმიანობა საქართველოში უცვლელად ეფუძნება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის 5 ძირითად სტანდარტს – ახალგაზრდების განვითარება, ქალთა უფლებების დაცვა, შშმ პირთა და ხანდაზმულთა მხარდაჭერა, შრომის უსაფრთხოება და ეკოლოგია. ამ მიმართულებების გასაძლიერებლად „სოკარს“ არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული საქართველოში და ყოველი მათგანი შესრულებულია თანამედროვე ბიზნესის ძირითადი პრინციპის – გამჭვირვალობის დაცვით! სწორედ ამიტომ, საზოგადოებას მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია „სოკარის“ მიზნებისა და ამა თუ იმ პროგრამის ...

Read More »

რიონის ხეობაში საფლავებიდან ნეშტების გადასვენებას კომპანია “ენკას” წარმომადგენელი სიცრუეს უწოდებს

დავით ჩოჩია აცხადებს, რომ საფლავებიდან ცხედრების გადასვენება ჯერ არ დაწყებულა. “გადასვენების პროცესი არის მოსახლეობასთან შეთანხმებული, ის დროში გაწერილია და ჯერ არ დაწყებულა.  ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ამ ფორმით აღდგომის წინა კვირაში რელიგიურ გრძნობებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ. კომპანია მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ მოსახლეობასთან. აღნიშნული საფლავი ორი თვის წინ გადაიტანა ადგილობრივმა მცხოვრებმა რაინდი მანაგაძემ  საკუთარი სურვილით. მას აღებული აქვს კომპენსაცია, გადავიდა ქუთაისში ...

Read More »

დავით უთმელიძე – დედაქალაქის ბიუჯეტი თბილისის მუნიციპალიტეტის ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით უთმელიძე დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდას მიესალმება. როგორც მან საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, 2021 წლის ბიუჯეტი თბილისის მუნიციპალიტეტის არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. მისივე თქმით, ეს ფინანსები პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილდება. „თბილისის ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის ისტორიის მანძილზე რეკორდულ ნიშნულზეა ასული. ბიუჯეტი პრიორიტეტების მიხედვით არის განსაზღვრული, ყველაფერი გაკეთდა, რომ მაქსიმალურად მიზნობრივად მოხდეს თანხების ათვისება. წარმატება მინდა ვუსურვო ...

Read More »

„თურქეთთან მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა“ – ზურაბ ნოღაიდელი

„ელექტროენერგეტიკული ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, ბოლო წლებში, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული და ეს ეხება როგორც მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელ მაღალი ძაბვის გადამცემ ქსელებს, ისექვეყნის შიგნით არსებულ ინფრასტრუქტურას. ეს არის აუცილებელი საიმისოდ, რომ ელექტროენერგიის გადაცემის შესაძლებლობები უფრო მეტი იყოს“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეოს საბჭოს წევრი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს. მისი თქმით, რაც აქამდე გაკეთდა, იყო აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი, მაგრამ მომავალი ...

Read More »

„ახალი რეფორმის მიზანია ადმინისტრაციული ორგანოების რეგულირება ჩაანაცვლოს კონკურენციით იქ, სადაც ეს ბუნებრივად შესაძლებელია“ – ირინა მილორავა

უკვე ცნობილია, რომ ზაფხულიდან განხორცილდება მორიგი ენერგეტიკული რეფორმა, რაც საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებას გულისხმობს. ბირჯაზე, ანუ ონლაინ პლატფორმაზე ელექტროენერგიით ვაჭრობას შეძლებენ რეგისტრირებული სუბიექტები და. რეფორმის უმთავრესი მიზანი ბაზრის გახსნა და კონკურენტულ გარემოში ფასწარმოქმნის პროცესის ხელშეწყობაა. ბირჟის როლსა და პერსპექტივაზე „ბანკები და ფინანსები“ ბირჟის გენერალურ დირექტორს ქ-ნ ირინა მილორავას ესაუბრა. გთავაზობთ მორიგ ამონარიდს ინტერვიუდან. საუბრის სრულ ვერსიას bfm.ge დრესვე, მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ...

Read More »