Home » 2021 » April » 28

Daily Archives: April 28, 2021

ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაცია ENER-T საქართველოში მზის ელექტროსადგურის მშენებლობას განიხილავს

ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაცია ENER-T საქართველოს ბაზარზე შემოსვლას და მზის ელექტროსადგურის მშენებლობას განიხილავს. ამის თაობაზე კორპორაციის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრაზე განაცხადეს. ისრაელის კორპორაციას ხელმძღვანელობდა ENER-T – ის მფლობელი იეჰუდა ჰარაცი. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და ბიზნეს გარემო, ასევე საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული ვითარება, მიმდინარე რეფორმები და ის პოტენციალი, რაც ქვეყანას ...

Read More »

ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის Brexit-ის შემდგომი სავაჭრო შეთანხმება დამტკიცდა

ევროპარლამენტმა ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის Brexit-ის შემდგომი სავაჭრო შეთანხმება დამტკიცდა. ამის შესახებ nytimes წერს. შეთანხმება ითვალისწინებს სავაჭრო ურთიერთობებს კვოტებისა და ტარიფების გარეშე, ერთმანეთის ტერიტორიაზე, საზღვაო და საჰაერო სივრცეებზე შეუზღუდავ წვდომასა და საზღვაო რესურზებზე დაბალანსებულ წვდომას. ბრიუსელი და ლონდონი ასევე შეთანხმდნენ, რომ საგარეო პოლიტიკის, სასანქციო რეჟიმებისა და თავდაცვის სფეროებში ქმედებების კოორდინაციას ადგილი არ ექნება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 24 დეკემბერს, ...

Read More »

2021 წელს, გადამხდელებს, დღგ-ის ზედმეტობის სახით, ავტომატურად 500 მილიონ ლარზე მეტი დაუბრუნდათ

2021 წელს, გადამხდელებს, დღგ-ის ზედმეტობის სახით, ავტომატურად 500 მილიონ ლარზე მეტი დაუბრუნდათ. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2020 წლიდან, საგადასახადო ადმინისტრირებაში, თავისი მასშტაბიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღგ-ის გადამხდელებისათვის ამოქმედდა დღგ-ის ზედმეტობის სრულად ავტომატურ რეჟიმში, უკან დაბრუნების სისტემა, რაც გულისხმობს კონკრეტული თვის ჭრილში წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე, არსებული დღგ-ის ზედმეტობის ავტომატურად დაბრუნებას გადამხდელის საბანკო ...

Read More »

უგურ შაჰინი: Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით სრულად აცრიდან 9-12 თვეში ვაქცინის მესამე დოზის მიღება გახდება საჭირო

კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებელმა, უგურ შაჰინმა განაცხადა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით სრულად აცრიდან 9-12 თვეში ვაქცინის მესამე დოზის მიღება გახდება საჭირო. უგურ შაჰინის განმარტებით, უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ დროთა განმავლობაში იმუნიტეტი მცირდება და საჭიროა მისი მესამე დოზით გააქტიურება. „იმუნიტეტის გასძლიერებლად მესამე დოზა დაგვჭირდება, რათა მისი მაჩვენებელი 100%-მდე მივიყვანოთ“, – აღნიშნა კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებელმა. 15 აპრილს კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, ...

Read More »

„ზოგიერთ ექიმს ანაზღაურება თვეში აქვს 300 ლარი, ზოგიერთს 120 ათასი, დამეთანხმებით, რომ ეს არის უსამართლო“

ზოგიერთ ექიმს ანაზღაურება თვეში აქვს 300 ლარი და ზოგიერთ ექიმს 120 ათასი ლარი. თქვენც დამემოწმებით, რომ ეს არის უსამართლო, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ანაზღაურება არ ეფუძნება მხოლოდ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს. „ვთვლი, რომ ექიმების ხელფასი უნდა იყოს გაცხადებული, რადგან ალბათ ამის ვალდებულებაც ...

Read More »

“ეროვნულ ბანკს თავის დროზე რომ გაეზარდა მონეტალური პოლიტიკის განაკვეთი, ინფლაცია უფრო სტაბილური გვექნებოდა”

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 28 აპრილს რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.50 პროცენტით განისაზღვრა. ეროვნული ბანკის დღევანდელ გადაწყვეტილებას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, ის მიესალმება სებ-ის აღნიშნულ გადაწყვეტლებას, თუმცა აცხადებს, რომ ცენტრალურ ბანკს თავის დროზე რომ გაეზარდა მონეტალური პოლიტიკის განაკვეთი, ასეთი ნახტომისებური ზრდა დღეს არ ...

Read More »

“ფაიზერი“ სამკურნალო აბების წარმოებას იწყებს

წლის ბოლოდან კოვიდ-19-ით დაავადებულების კლინიკაში გადაყვანა შესაძლოა საჭირო აღარ გახდეს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი, ამერიკული კომპანია “ფაიზერი” აცხადებს, რომ წლის ბოლოს კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების წარმოებას გეგმავს. ფაიზერის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ინფიცირებულ პაციენტებს აბის მიღება კოვიდ-19-ის დადასტურების შემდეგ სახლშივე შეეძლებათ და მათი კლინიკაში მკურნალობა საჭირო აღარ იქნება. ალბერტ ბურლამ CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ანტივირუსული მკურნალობა ეფექტური იქნება ვირუსის სხვადასხვა ვარიანტის წინააღმდეგ. ...

Read More »

დაქირავებით დასაქმებულთათვის აპრილის თვის 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემა დაიწყო

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა გრძელდება, მათ შორის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად სამსახური დაკარგეს. სააგენტოს ცნობით, დღეისათვის, 200-ლარიანი დახმარების აპრილის თვის ჩარიცხვა უკვე დაწყებულია. კომპენსაცია ჩაერიცხება 120 496 პირს, 24 099 200 ლარის ოდენობით. „დღეის მდგომარეობით, მარტის თვის 200-ლარიანი დახმარება ჩაერიცხა 130 683 პირს, 26 136 600 ლარის ოდენობით, თებერვლის თვის – 140 ...

Read More »

„ენერგეტიკული ბირჟის წარმატება პირდაპირ კავშირშია პროცესში ბაზრის მონაწილეების ჩართულობასა და ინფორმირებულობასთან“

„ენერგეტიკული ბირჟის წარმატება პირდაპირ კავშირშია პროცესში ბაზრის მონაწილეების ჩართულობასა და ინფორმირებულობასთან“ –  ირინა მილორავა პირველი ივლისიდან მუშაობას შეუდგება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა. ეს არის სახელმწიფო სააქციო საზოგადოება, თანამედროვე ონლაინ პლატფორმა, სადაც ელექტროენერგიით მოვაჭრე სუბიექტები დადებენ მათთვის სასურველ გარიგებებს. ენერგეტიკული ბირჟის როლსა და პერსპექტივაზე „ბანკები და ფინანსები“ ბირჟის გენერალურდირექტორს ქ-ნ ირინა მილორავას ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან. საუბრის სრულ ვერსიას BFM.GE 29 აპრილს ...

Read More »

აზარტული თამაშებიდან ბიუჯეტში შესული თანხა შემცირდა

2021 წლის იანვარ-მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზარტული თამაშებიდან ბიუჯეტში შესული თანხა შემცირდა. კერძოდ, როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 6 452 669 ლარს შეადგენდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 6 727 038 ლარს. რაც შეეხება 2021 წლის მონაცემებს, იანვარში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა – 905 059 ლარი; ხოლო იანვარ-თებერვალში – ...

Read More »