Home » 2021 » April » 27

Daily Archives: April 27, 2021

ტალინი-ჰელსინკი ერთმანეთს წყალქვეშა გვირაბით დაუკავშირდება

ესტონეთის ეკონომიკის მინისტრმა ტაავი აასმა და ფინეთის ტრანსპორტის მინისტრმა ტიმო ჰარაკამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. ინფორმაციას ესტონეთის ეკონომიკისა და კომუნიკაციის სამინისტრო ავრცელებს. ტალინი-ჰელსინკის გვირაბის გარდა, მემორანდუმი სხვა მსხვილი სატრანსპორტო პროექტების განხორციელებასაც გულისხმობს, როგორიცაა Rail Baltic-ის ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალი, ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელი და ბალტია-ჩრდილოეთის ზღვის კორიდორი. „მემორანდუმზე ხელმოწერა ტალინი-ჰელსინკის გვირაბის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან ...

Read More »

ტფილისური მარგალიტი: მელიქ-აზარიანცის სახლის ისტორია და იდუმალი მოვლენები

მელიქ-აზარიანცმა შემოსავლიანი სახლი გარდაცვლილი ქალიშვილის სახელის უკვდავსაყოფად ააგებინა. მელიქ-აზარიანცის სახლი, თბილისის ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე წამოჭიმული სევდიანი ნაგებობა, ბავშვობაში უნებლიედ ჩაძინებულ გოლიათად მეჩვენებოდა. თუმცა, რაღა ბავშვობაში, ეს შეგრძნება დღემდე გამომყვა. ახლაც მომინდება ხოლმე ამ საოცრების გულში ჩახუტება და გამხნევება: „ნუ გეშინია, მეგობარო, შენ თავს არავის დავაჩაგვრინებთ!“ და ეს იმიტომ, რომ ამ სახლის ხელყოფა არაერთხელ სცადეს. თურმე ნუ იტყვით, 70-იანებში მაშინდელ ხელისუფლებას ...

Read More »

ჰორეკა სექტორმა 891 მლნ ლარი იზარალა

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის პროგნოზირებული მშპ-ს ცვლილება (საბაზრო ფასების მიხედვით), 2019 წელთან შედარებით უტოლდება -6.2%-ს. 2020-ის 2019 -თან შედარებით, კლების მაჩვენებლის (-16%) მიხედვით წამყვანი სამი სექტორია: ღამის გასათევი და საკვები სერვისები, ხელოვნება და გართობა (-891 მლნ ლარი) ტრანსპორტირება და დასაწყობება (-487 მლნ ლარი) საბითუმო და საცალო ვაჭრობა (-278 მლნ ლარი) Colliers International Georgia-ს კვლევით,  შემცირება ამ სექტორში აისხნება შეზღუდვების არსებობით ...

Read More »

დმანისში, თიბისის მხარდაჭერითა და ქართულ-ფრანგული ინვესტიციით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა

დმანისის მუნიციპალიტეტში, ქართულ-ფრანგული ინვესტიციითა და თიბისის მხარდაჭერით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა. სოფელ ზემო ყარაბულახში, ფრანგული მეხორცული ჯიშის – სალერსის ფერმა აგრო-ინდუსტრიულმა ჯგუფმა – „GREEN ALLIANCE“ დააფუძნა. ფერმის მოწყობა ჯამში 10 მილიონი ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 6 მილიონი ლარია. სალერსის ჯიშის 130 სული პირუტყვი საფრანგეთის ცენტრალური მასივიდან ჩამოიყვანეს. ტერიტორია ბევრი კვლევის შედეგად შეირჩა – კლიმატური და მეტეოროლოგიური მახასიათებლებით ...

Read More »

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. ხოლო, მოთხოვნამ 73 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.450 პროცენტით, მაქსიმალური 8.750%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.650%-ით განისაზღვრა. სებ-ის ცნობით, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125%-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ...

Read More »

პროტესტის 183-ე დღე იყო პირველი დღე, როდესაც ხეობაში ვარლამ გოლეთიანი არავის უნახავს

პროტესტის 183-ე დღე იყო პირველი დღე, როდესაც ხეობაში ვარლამ გოლეთიანი არავის უნახავს. ის არ მისულა არც გუმათში, არც ტელეკამერებთან გამოჩენილა. არ ყოფილა არც სახლში, სადაც კურიერმა მიაკითხა. ვარლამ გოლეთიანი რამდენიმე კვირის წინ საჯაროდ გაემიჯნა იმ ჯგუფებს, რომლებიც ნამახვანჰესის აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად გუმათში ჩავიდნენ, მათ შორის, ისეთ პირებს, რომლებიც ჰომოფობიური განცხადებებითა და ხშირად, რადიკალური ქმედებებით გამოირჩევიან. თუმცა, გოლეთიანიც და ის პირებიც, ...

Read More »

“არავინ აპირებს მოიპაროს რიონის წყალი თურქეთისთვის, ეს საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეა და საქართველოს ეკუთვნის”

  თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი “ნამახვანჰესის” გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. დიპლომატი აღნიშნავს, რომ მიესალმება ყველა  გადაწყვეტილებას და განცხადებას, რომელიც პროცესის გამჭვირვალეობას უწყობს ხელს. “ეს პროექტი შენდება საქართველოსა და ქართველებისთვის და ის ვერ აშენდება ქართველების წინააღმდეგ. მივესალმები, რომ მთავრობა მუშაობს ნდობის აღდგენაზე და დიალოგი აქვს ადამიანებთან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჰიდროელექტროსადგურების და განსაკუთრებით ამ პროექტის (ნამახვანჰესის) მშენებლობას. მთავრობას, თურქულ-ნორვეგიულ კომპანია ენკასა ...

Read More »

პროექტ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ფარგლებში, დანიის ტერიტორიულ წყლებში მილების ჩალაგება დაიწყო

ხომალდმა „აკადემიკ ჩერკესკიმ“ დანიის ტერიტორიულ წყლებში გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მილების ჩალაგება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია „ჩრდილოეთ ნაკადი2“-ის პროექტის ოპერატორის განცხადებაში. „გემმა „აკადემიკ ჩერკესკიმ“ დღეს, საზღვაო გამოცდების წარმატებით ჩატარების შემდეგ, დანიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მილების ჩალაგება დაიწყო“, – ნათქვამია განცხადებაში. პროექტის ფარგლებში, მილების ჩალაგებას ასევე აგრძელებს ბარჟა „ფორტუნა“, რომელმაც აღნიშნული საქმიანობა მანამდე დაიწყო. „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მილსადენით ბუნებრივი აირი რუსეთიდან გერმანიას უნდა მიეწოდოს. ...

Read More »

2020 წელს, ახალაშენებული ბინების რაოდენობა 14%-ით შემცირდა

2020 წელს, ახალაშენებული ბინების რაოდენობა 14%-ით შემცირდა. ამის შესახებ კოლიერს ჯორჯია პროექტ recov.ge-ს ფარგლებში უძრავი ქონების 2020 წლის შემაჯამებელ კვლევაშია ნათქვამი. 2020 წელს, ახალაშენებული ბინების რაოდენობა 14%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით, ხოლო ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რიცხვი 26%-ით ნაკლებია და 8,593-ს შეადგენს. ჯამურად, ახალ და ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ითაა შემცირებული. ახალაშენებული ბინების მედიუმ და პრემიუმ სეგმენტის ტრანზაქციები წინა წლის მაჩვენებელს 43% ...

Read More »

ვლადიმერ ზელენსკი – უკრაინა ბირთვული ინდუსტრიის განვითარებაზე მუშაობს

უკრაინა მუშაობს ბირთვული ინდუსტრიის განვითარებაზე იმისთვის, რომ უზრუნველყოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და ეროვნული ენერგეტიკული სისტემის ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაცია, – უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორთან, რაფაელ მარიანო გროსისთან შეხვედრაზე განაცხადა. ზელენსკის თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, ქვეყანა გეგმავს ტექნოლოგიური წარმოების ლოკალიზებას უახლესი SMR-160-ის რეაქტორებისთვის. ”დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინა მოწოდებულია ბირთვული ენერგიის ...

Read More »