Home » 2021 » April » 26

Daily Archives: April 26, 2021

თუ ყველა არალეგალი 15 ივნისამდე ქვეყნის ტერიტორიას არ დატოვებს, ეს ხალხი დაისჯება – რუსეთის შსს

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. რუსული მედიის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი – ტაჯიკეთიდან, 152 ათასი – უკრაინიდან, 120 ათასი აზერბაიჯანიდან, 115 ათასი – ყირგიზეთიდან, 61 ათასი – სოხეთიდან, 56 ...

Read More »

პოლონეთი გერმანიას მოუწოდებს, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის განხორციელებაზე უარი თქვას

პოლონეთი გერმანიას მოუწოდებს, ევროპული სოლიდარობა გამოიჩინოს და უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის განხორციელებაზე. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. „გერმანიას მოვუწოდებთ, უარი თქვას ამ პროექტზე და ამით, ფაქტობრივად, შეწყვიტოს ევროპის ამ ნაწილის დესტაბილიზაცია, რადგან ეს პროექტი ევროკავშირისა და ჩვენი რეგიონის უამრავი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო შეიძლება იყოს. ამიტომაც გერმანიას სოლიდარობისკენ მოვუწოდებთ“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. მატეუშ მორავეცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჩრდილოეთის ...

Read More »

„ენერგეტიკული ბირჟა ბაზარზე სამართლიანი და გამჭვირვალე ფასების ფორმირებას უზრუნველყოფს“ – ანდრია გვიდიანი

ანდრია გვიდიანი: ქართულ სახელმწიფოებრიობას არც ბორჯომზე, არც ღვინოზე არავინ ცვლის

„ენერგეტიკული  ბირჟის ამოქმედება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ პოლიტიკაში, რასაც ჰქვია კონკურენტულ ბაზარზე გადასვლა. საქართველო ევრო დირექტივების და ენერგო გაერთიანებების დირექტივების შესაბამისად, უკვე ატარებს ლიბერალურ ბაზარზე გადასვლის პოლიტიკას. შესაბამისად, ბირჟის ამოქმედება და ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ კონკურენტულ ბაზარზე გადასვლა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ ბაზარზე ჩამოყალიბდება ერთი მხრივ სამართლიანი ფასები, რომელიც იქნება დაფუძნებული მოთხოვნა-მიწოდების მოდელზე, ხოლო მეორე ...

Read More »

„ენერგოსისტემის ეფექტურობის შენარჩუნებას, მარეგულირებელი ჰესების ინფრასტრუქტურით შევძლებთ“

„კარგია,  რომ საქართველოს ენერგოსისტემა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ენერგოსისტემაა სამეზობლოში, თუნდაც იგივე რუსეთთან შედარებით. საქართველოს მოსახლეობამ შეიძლება არ იცის, მაგრამ ფაქტია, თბილისელი და მოსკოველი, ელექტროენერგიის ერთი და იგივე ტარიფს იხდის“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. „ჩვენი მოხმარების 7 % საკმაოდ ძვირი იმპორტირებული ენერგიით ივსება. არ არის იაფი თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიაც, რომელიც თავისი ...

Read More »

რატომ დაასპონსორა Burger King-მა ინგლისის მეოთხე ლიგის კლუბი?

ისტორიაში პირველად, ინგლისურმა კლუბმა ფრანჩაიზიც გამართა, გაიყიდა დიდი რაოდენობის მაისურები და სხვა ატრიბუტიკა. ჰერთფორშირში დაწყებული პატარა ისტორია საოცარ ციფრულ კამპანიაში გადაიზარდა. „სტივენიჯი“ პატარა საფეხბურთო კლუბია, რომელიც ინგლისის, რანგით მეოთხე ლიგაში ასპარეზობს. მას შემდეგ, რაც Ea Sport-მა ბრიტანული კლუბები თითქმის მთლიანი შემადგენლობით საფეხბურთო სიმულატორ Fifa-ში დაამატა, ცხადია, „სტივენიჯიც“ თამაშში მაქსიმალურად ინტეგრირდა.  აღნიშნული ამბით Burger King დაინტერესდა და მათთვის ექსპერიმენტული სასპონსორო თანამშრომლობა ...

Read More »

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ პროკურატურა შევიდა

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში” პროკურატურა შევიდა. როგორც “აქცენტისთვის” გახდა ცნობილი, უწყებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით დოკუმენტები, რომლებსაც პროკურატურის მიერ გამოყოფილი სპეციალური ჯგუფი სწავლობს. “ბევრი დარღვევაა: მაგალითად, ვადებში დაუსრულებელი პროექტები, რაც შემდგომ ჯარიმებს განაპირობებს. ასევე, დონორებთან წარმოქმნილი პრობლემები. ყველაფერ ამას ახლა პროკურატურა სწავლობს” – უყვება “აქცენტს” ინფორმირებული წყარო “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან” და დასძენს, რომ პროკურატურა კომპანიაში სასამართლოს განჩინების საფუძველზე შევიდა. “აქცენტი” ინფრომაციის გადამოწმებას ...

Read More »

„ჩვენ მილიონჯერ გვითქვამს და კიდევ ვიტყვით, რომ ყველაზე კარგი იქნება, საწვავი იყოს იაფი“

„ჩვენ მილიონჯერ გვითქვამს და კიდევ ვიტყვით, რომ ყველაზე კარგი იქნება, საწვავი იყოს იაფი.“ – ასე გამოეხმაურა საწვავის ფასის ბოლოდროინდელ მატებას „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი. როგორც სოსო ფხაკაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, საქართველოში საწვავის ფასებზე ნეგატიურად ორი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს. მათ შორის, ლარის კურსის გაუფასურება და საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირება. „დღეს ხელმისაწვდომია ნებისმიერი ინფორმაცია, რა ხდება საერთაშორისო ბაზარზე და სამწუხაროა, რომ ნავთობის ფასები ზემოთ ...

Read More »

მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.5%-ით გაიზარდა

2021 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 848.44 მლნ ლარით, ანუ 1.5%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.1 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი აპრილისათვის 58.15 მლრდ ...

Read More »

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა არ შეიზღუდება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ იზღუდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ამავე დროს, საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს, სადღესასწაულო დღეებში კი სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება.

Read More »

თურქეთის ელჩი: ნამახვანჰესი საქართველოსა და ქართველებისთვის შენდება

თურქეთის ელჩი საქართველოში, ფატმა სერენ იაზგანი “ენკას”, მთავრობასა და პროტესტის მონაწილეებს ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით კონტრუქციული დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. “მივესალმები ყველა გადაწყვეტილებას და განცხადებას გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ეს პროექტი ხორციელდება საქართველოსთვის და ქართველებისთვის. ის არ შეიძლება აშენდეს ქართველების წინააღმდეგ. ყველა პროცესი ტენდერთან, შეთანხმებასთან, თუ სხვა, უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე. მივესალმები ნდობის შენებას, ზომებს, რომლის მიხედვითაც დიალოგის ფორმატი გაფართოვდა მათთან, ვინც ჰესის შენების ...

Read More »