Home » 2021 » April » 22

Daily Archives: April 22, 2021

„საქართველოს ენერგეტიკა კავკასიის ერთიანი ენერგოსისტემის კონტექსტში უნდა განვითარდეს“ – ზურაბ ნოღაიდელი

„გამოწვევა, რაც განსაზღვრავს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას და საქართველოს პერსპექტივებს და რაც უნდა განვიხილოთ დადებით კონტექსტში, ეს არის ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, ჩვენი შესაძლებლობები და ჩვენი მეზობლების შესაძლებლობები. ეს შესაძლებლობები სწორ და დადებით კონტექსტში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას გამოყენებული“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ოთხივე მეზობელთან  საკმაოდ  მყარი მაღალი ძაბვის კავშირი  ...

Read More »

ბანკებმა სესხის დამტკიცების საკომისიო გაზარდეს

სამომხმარებლო სესხების გაცემები მცირდება, მარტში 300 სესხია დამტკიცებული, მთლიანად სხვადასხვა მიზნებისთვის  გაცემული 920 კრედიტიდან, რომელთა შორის იპოთეკური მხოლოდ 4 -ია, ავტოსესხი 1, სალომბარდე  კი 28. პანდემიის I ტალღიდან სამომხარებლო სესხების მაქსიმალური რაოდენობა – 515  ფიქსირდება 2020-ის აგვისტოში და მას შემდეგ კი მოთხოვნა იკლებს, პროცენტი კი მერყეობს. სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, ამ დროისთვის სამომხმარებლო სესხების მთლიანი პორტფელი (ნაშთი) 4.8 მლრდ ლარია, აპრილიდან ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

2021 წლის 22 აპრილს  გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.  საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4447 შეადგინა.

Read More »

ჟირინოვსკი 10 მილიონ რუბლს ჰპირდება მას, ვინც კიევზე რუსეთის დროშას აღმართავს

რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი 10 მილიონ რუბლს ჰპირდება მას, ვინც კიევზე რუსეთის დროშას აღმართავს. “პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ განვსაზღვრავთ თუ როდის გადაიკვეთება წითელი ხაზები და შემდეგ დაფიქრდით თქვენს მომავალზე. ჩვენ გადავწყვეთ ამას მოსკოვში, პრეზიდენტი გადაწყვეტს წითელი ხაზის გადაკვეთას და გასცემს ბრძანებას და დაიწყება იმათი ლიკვიდაცია, ვინც დაიწყებს არასწორ ქმედებებს დონბასში და ჩვენს წინააღმდეგ”, – განაცხადა მან. გიორგი არაბული

Read More »

,,არ მინდა, ძალიან ოპტიმისტი გამოვჩნდე, მაგრამ ლარის გამყარების ალბათობა საკმაოდ მაღალია“

,,არ მინდა, ძალიან ოპტიმისტი გამოვჩნდე, მაგრამ ლარის გამყარების ალბათობა საკმაოდ მაღალია“ – ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ,,თიბისი კაპიტალის“ მთავარმა ეკონომისტმა განაცხადა. ნადარაიამ იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ,,ჩვენი ბოლო პროგნოზი ძალაშია. დოლარზე თუ ვისაუბრებთ, წლის ბოლოსთვის ლარის კურსი იქნება 3.2-დან 3.5-იან დიაპაზონში. არ მინდა, ძალიან ოპტიმისტი გამოვჩნდე, მაგრამ ლარის გამყარების ალბათობა საკმაოდ მაღალია, რადგან ...

Read More »

1-ელ აპრილამდე, სხვადასხვა მიზეზით ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა, სოციალური პაკეტი, პენსია და სახელმწიფო კომპენსაცია დაბრუნებას არ დაექვემდებარება

2021 წლის 1-ელ აპრილამდე, სხვადასხვა მიზეზით ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა და სოციალური პაკეტი, ზედმეტად გაცემული პენსია და ასევე, ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია ლეგალიზებულად ჩაითვლება და დაბრუნებას არ დაექვემდებარება. ამას „სოციალური დახმარების შესახებ“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა დღეს, პირველი მოსმენით განიხილა. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს ჯერ კიდევ გასული ...

Read More »

ბიზნესასოციაციები პრემიერს ექვსპუნქტიან გეგმას სთავაზობენ

14-მდე ბიზნესასოციაცია პრემიერთან შეხვედრას და შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვს. ბიზნესასოციაციები მთავრობის მეთაურს მიმართავენ და ექვსპუნქტიან გეგმას სთავაზობენ, რომელთა შორისაა ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა და შაბათ-კვირას რეგულაციების დაცვით სარესტორნო ბიზნესის ფუნქციონირებაა. ,„ბატონო პრემიერ-მინისტრო, დარგთაშორისი გაერთიანებული პლატფორმის ამ ინიციატივის მიზანია, გვერდში დავუდგეთ მთავრობას, რათა ქვეყანამ ნაკლები დანაკარგით დაძლიოს ეკონომიკური პრობლემები. მთავრობამ არაერთი პოზიტიური ნაბიჯი გადადგა, მათ შორის თქვენი უშუალო მონაწილეობითაც, დიდი შეშფოთებით აღვნიშნავთ, ...

Read More »

შოთა ბურჯანაძე – სარესტორნო სფეროს პრობლემები აქვს შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვის გამო

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ტურისტების მიღება აუცილებელია ქვეყნისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკის გადარჩენა რთული იქნება. როგორც ბურჯანაძე განმარტავს, სხვადასხვა ბიზნესასოციაციასთან ერთად, შეზღუდვების შემსუბუქების მოთხოვნას პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე დააყენებს. „დღეს ასეთი იწილო-ბიწილო და კატა-თაგვობანას თამაში, გააღე-დაკეტე, ვერ გადაარჩენს, ვერ მისცემს საზოგადოებას ამოსუნთქვის საშუალებას. აუცილებელია ვაქცინაცია და იმ პროპაგანდის გატარება, რომ ვაქცინაცია ამ შემთხვევაში არის გადარჩენა და არა პრობლემის შექმნა. დაახლოებით 9 თვეა ...

Read More »

ბაიდენი სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის ემზადება

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოსმალეთი იმპერიის მიერ 1915 წელს ეთნიკურ სომეხთა მასობრივი ხოცვის ფაქტის გენოციდად აღიარებისთვის ემზადება. ამის შესახებ Voice of America-ს წერს. აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობა შეინარჩუნა, რამდენიმე მედიასთან თქვა, რომ გენოციდად აღიარებას შესაძლოა შაბათს, 24 აპრილს მოხდეს. 24 აპრილი სომეხთა გენოციდში დაღუპულთა სამახსოვრო დღეა. გასულ წელს, საარჩევნო კამპანიის დროს ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ის სომეხთა გენოციდის რეზოლუციას მხარს დაუჭერდა. ...

Read More »

ევროკომისია AstraZeneca-ს წინააღმდეგ სასამართლო დავისთვის ემზადება

ევროკომისია AstraZeneca-ს წინააღმდეგ სასამართლო დავისთვის ემზადება. საქმე ეხება AstraZeneca-ს მხრიდან ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. აღნიშნულის შესახებ Politico წერს. როგორც გამოცემა წერს, ევროკომიამ ეს საკითხი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრაზე ოთხშაბათს დააყენა, სადაც უმრავლესობამ განაცხადა, რომ აპირებენ მხარი დაუჭირონ საჩივარს მწარმოებლის წინააღმდეგ კონტრაქტით გათვალისწინებული ვაქცინის დოზებით მომარაგების შეფერხების გამო. გამოცემისვე ცნობით, ბოლო ვადა, როდესაც კომპანიის წინააღმდეგ საქმის წარმოების დაწყება უნდა შეთანხმდეს, ამ კვირაში ...

Read More »