Home » 2021 » April » 21

Daily Archives: April 21, 2021

უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი ყველა სტუდენტს უფასოდ მოემსახურება

უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ყველა სტუდენტს უფასოდ მოემსახურება. საბაგირო ხაზი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ და განივ კორპუსებსა და ბიბლიოთეკას აკავშირებს ბაგებთან. მისი სიგრძე 320 მეტრია და მასზე მოძრავ თითო ვაგონს 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. მგზავრობის ხანგრძლივობა 4 წთ-ს არ აღემატება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, საბაგირო ხაზის პირველი მგზავრები თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ...

Read More »

ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა

ბიძინა ივანიშვილის შემდეგ Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა. ახალი მილიარდერი ყაზახური ფინტექ პლატფორმის “კასპის“ დამფუძნებელი მიხეილ ლომთაძეა. ამ დროისთვის რეიტინგში ლომთაძე 804-ე პოზიციაზეა და მისი ქონება 3,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. (forbes-ის მილიარდერების რეიტინგი რეალურ დროში) “კასპი“ ყაზახეთის უდიდესი საგადახდო და ფინტეკური (ფინანსური ტექნოლოგიების) კომპანიაა. მას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ოქტომბერში „კასპიმ“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებული IPO ...

Read More »

„დამატებით 1 მლრდ კილოვატსაათი საკუთარი ენერგიის წარმოება ნიშნავს პლუს 100 მლნ აშშ დოლარს ჩვენს ეკონომიკაში“

„ნებისმიერი ჰიდროელექტროსადგური, დიდი, საშუალო თუ მცირე, უნდა აშენდეს ტექნიკურად, სოციალურად და გარემოს დაცვითი თვალსაზრისით სწორად. ის რაც ხშირად გვესმის, რომ ჰესების მშენებლობა არ გვინდა და ა.შ. ეს არის არასწორი მიდგომა და ამაზე, პირველ რიგში, მთავრობამ უნდა მისცეს მკაფიო განმარტება საზოგადოებას“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეოს საბჭოს წევრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. ნოღაიდელის თქმით, არცერთი ენერგეტიკული პროექტი არ უნდა ...

Read More »

პუტინი – რუსეთის წინააღმდეგ ნებისმიერი პროვოკაციის ორგანიზატორები ინანებენ ისე, როგორც დიდი ხანია არაფერი უნანიათ

რუსეთს აქვს თავისი ინტერესები, რასაც იგი დაიცავს საერთაშორისო სამართლის ჩარჩოში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური კრებისადმი თავის ყოველწლიურ მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან არ წყდება რუსეთის ფედერაციის მიმართ არამეგობრული ქმედებები, რასაც რუსეთი, ხშირ შემთხვევაში, არ პასუხობს. „ჩვენ სხვა ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა გვსურს. ვიქცევით მაქსიმალურად თავშეკავებულად, შეიძლება ითქვას მოკრძალებულად, ხშირად საერთოდ არ ვპასუხობთ არა მხოლოდ არამეგობრულ ქმედებებზე, არამედ ...

Read More »

ბოლო 9 წელში, რუსეთიდან მეცნიერებისა და მაღალკვალიფიციური კადრების გადინება 5-ჯერ გაიზარდა

ბოლო 9 წელში, რუსეთიდან მეცნიერებისა და მაღალკვალიფიციური კადრების გადინება 5-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ, სამშაბათს, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის (RAS) მთავარმა სამეცნიერო მდივანმა, ნიკოლაი დოლგუშკინმა აკადემიის საერთო კრების დროს განაცხადა. თუ 2012 წელს ქვეყანას ყოველწლიურად 14 ათასი მეცნიერი ტოვებდა, ახლა ის უკვე 70 ათასია. ”რუსეთი ერთადერთი განვითარებული ქვეყანაა, სადაც მეცნიერთა რიცხვი ზედიზედ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იკლებს,” – აღნიშნა დოლგუშკინმა. 1990 წელს, როდესაც ...

Read More »

რუსული კომპანია Marussia Beverages ხვანჭკარას უმსხვილესი მწარმოებელი გახდა

ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიამ (ჯი-ვი-ესი) რაჭაში სრულად აღჭურვილი ღვინის საწარმო „ზედაშე“ და მის ირგვლივ გაშენებული 9 ჰექტარი ვენახი შეიძინა. ვენახები და მეღვინეობა სოფელ სადმელში, სახელგანთქმულ ხვანჭკარას მიკროზონაში მდებარეობს. ვენახში გაშენებულია ყველაზე დაფასებული რაჭული ტრადიციული ვაზის ჯიშები: 30% ალექსანდროული და 70% მუჯურეთული. ჯივიესი ხვანჭკარას მიკროზონაში ფლობდა და სრულად აკონტროლებდა 9 ჰექტარ ვენახს, რომლის საშუალო ასაკიც 17 წელია. ახალი შენაძენით ...

Read More »

კონფისკაცია, გარიგებების შეზღუდვა, იძულებითი კონვერტაცია – ბელორუსში სავალუტო ოპერაციები მკაცრად იზღუდება

ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ბელორუსიის ცენტრალურ ბანკსა და მთავრობას უფლებამოსილება ენიჭებათ ქვეყანაში მკაცრად შეზღუდონ სავალუტო ოპერაციები. ახალი განკარგულების თანახმად, ერთ წლის განმავლობაში, ბელორუსიის ცენტრალურ ბანკს შეეძლება აკრძალოს სავალუტო ოპერაციები, ვალუტის გადაცვლის ოპერაციები, დაადგინოს შეზღუდვები ამ ოპერაციების ოდენობებისა და ვადების შესახებ და ასევე გასცეს სპეციალური ნებართვა უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვისთვის. გარდა ამისა, ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შეეძლება იურიდიული პირების ...

Read More »

ჰონგ-კონგში 90 წლის ქალმა სატელეფონო თაღლითებს 32 მილიონი დოლარი გადაურიცხა

ჰონგ-კონგში 90 წლის ქალმა 32 მილიონი დოლარი გადაურიცხა სატელეფონო თაღლითებს, რომლებიც თავს ჩინელ საჯარო მოსამსახურეებად ასაღებდნენ. ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post-ი წერს. ბოროტმოქმედმა ქალს თავი ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ორგანოების თანამშრომლებად გააცნეს და უთხრეს, თითქოს მისი პირადი მონაცემები ჩინეთში დანაშაულების ჩადენისთვის იყო გამოყენებული. მათ სთხოვეს ქალს, გადაერიცხა საკუთარი ფული „გამომძიებლების“ საბანკო ანგარიშებზე, რათა სამართალდამცავ ორგანოებს მისი ქონების წარმომავლობა შეესწავლათ. ეს ...

Read More »

კონკურენციის სააგენტომ 2020 წელს 5 ბაზრის მონიტორინგი და 3 მოკვლევა დაასრულა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს – 7 მონიტორინგიდან დასრულდა 5 ბაზრის შესწავლა: ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზრის მონიტორინგი; საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ბაზრის სექტორული მონიტორინგი; ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრის მონიტორინგი; ავტოდაზღვევის (CASCO) ბაზრის მონიტორინგი; ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგები. COVID 19-ის გავლენის და ნავთობის გლობალურ ბაზარზე მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში, გამოქვეყნდა შუალედური მიმოხილვა. ...

Read More »

დამატებითი “ლოქდაუნი” მიზანშეწონილი არ არის, ბიზნესი სულს ღაფავს – ირაკლი კოვზანაძე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ ეპიდემიური ვითარების დამძიმების შემთხვევაში ქვეყანაში მორიგი “ლოქდაუნის” გამოცხადება მძიმე გადაწყვეტილება იქნება, რადგანაც “ბიზნესი სულს ღაფავს”. გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში კოვზანაძემ განაცხადა, რომ საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით ორმაგ შოკურ ვითარებაში იმყოფება, რადგან თუკი სხვა არაერთ ქვეყანაში შემცირებულ ეკონომიკურ აქტივობას შერბილებული მონეტარული პოლიტიკით ებრძვიან, საქართველოში ამის განხორციელება შეუძლებელია, რადგან ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი დარტყმის ქვეშაა, ინფლაცია ...

Read More »