Home » 2021 » April » 20 (page 2)

Daily Archives: April 20, 2021

მოქალაქეების ნაწილი რიკო კრედიტის ლომბარდებს თაღლითობაში ადანაშაულებს

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, რიკო კრედიტში დალომბარდებული ნივთების დიდი ნაწილი მფლობელებს დაზიანებული უბრუნდებათ. რიკო კრედიტში თანხის სანაცვლოდ დატოვებული ნივთი, უკან ეკა ყურშიტაშვილს დაზიანებული დაუბრუნდა. ძვირადღირებული ოქროს სამაჯური გაწყვეტილი რომ იყო, მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც სესხი სრულად დაფარა და ნივთი დაიბრუნა. ოქროს ნივთის დაზიანების გამო მან პროკურატურაში იჩივლა. პარალელურად დაიწყო სოციალური კამპანია და Facebook-ზე ლომბარდის მხრიდან მის მსგავსად ბევრი დაზარალებული იპოვა. ათეულობით ადამიანმა, გამოაქვეყნა ჩაჭრილი საქორწინო რგოლების, ძვირფასი თვლების გარეშე ...

Read More »

ვაჟა ბერიძე – შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა. – ბატონო ვაჟა, მას შემდეგ რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სახელით ევროპულმა საბჭომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას მათ შორის ხელმოსაწერი შეთანხმების ახალი ვარიანტი შესთავაზა, პროცესები ქართულ პოლიტიკაში საკმაოდ სწრაფად განვითარდა. ყველაფერი კი პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის შეთავაზებულ დოკუმენტზე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენელთა ხელმოწერით დასრულდა. ჩვენი საუბარი სწორედ ამ ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე: ვფიქრობ, სებ-ს რეფინანსირების განაკვეთის აწევა მოუწევს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ წელს საქართველოს ეროვნულ ბანკს იგივე მოცულობის ინტერვენციების განხორციელება მოუწევს, როგორც პანდემიურ 2020 წელს. “ბიზნესპარტნიორის ოთხეულთან” ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, მთავრობის ვალი მშპ-ს 60%-ია, რაც ნიშნავს რომ სახელმწიფოს არ აქვს საკუთარი შემოსავლები და ხარჯებს, ასიგნებებს აფინანსებს საგარეო დაფინანსებით. “არის რეალური საფრთხე იმისა, რომ ჩვენ შეგვექმნას მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები. განსაკუთრებით, ასეთი მაღალი დეფიციტის პირობებში (7.5%). ამ ყველაფერს შეუძლია ...

Read More »

თიბისის მხარდაჭერით, მცხეთის მუნიციპალიტეტში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა

თიბისის მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა შპს „ქეი ენ ჯი ჰოსპიტალიტი” მოეწყო. მეურნეობაში, სადაც 5 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 10 ტონა მარწყვის წარმოებაა შესაძლებელი. სასათბურე მეურნეობა 2000 კვ.მ ფართობზეა გაშენებული. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე „Ma gemme•მაგემე “-ს სახელწოდებით ხდება. კომპანიამ „აგროწარმოების ხელშეწყობის” პროგრამიდან გრანტი მიიღო და შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. სასათბურე მეურნეობაში ჯამურად 350,000 ლარის ინვესტიცია ...

Read More »

შარლ მიშელის ახალი დოკუმენტის ფორმულა მარტივია: ყველაფერს გადაწყვეტს ხალხი – არჩილ კაიკაციშვილი

საზოგადოება ელოდება პოლიტიკურ კონსესუსს და საპარლამენტო ცხოვრების დაწყებას მრავალპარტიული პოლიტიკური სუბიექტების მონაწილეობით, იმის მიუხედავად, ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მიიღებდნენ თუ არა იმავე მხარდაჭერას თითოეული მათგანი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განახლებული შეთანხმების დოკუმენტი გარდამტეხი მნიშვნელობის აქტია, რომელიც აძლიერებს დემოკრატიას და მთლიანობაში, მისი ფორმულა ძალიან კონკრეტულია: ყველაფერს გადაწყვეტს ხალხი – აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებაშია ნათქვამი. ...

Read More »

აფბას მიმართვა ხელისუფლებას: ენერგოსექტორში არსებული პრობლემები გამჭვირვალობის სტანდარტების ამაღლებით და აქტიური დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს

აფბას მიმართვა ხელისუფლებას: ენერგოსექტორში არსებული პრობლემები გამჭვირვალობის სტანდარტების ამაღლებით და აქტიური დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს „ენერგეტიკის განვითარების გამოწვევებთან დაკავშირებული რეალობა ცხადყოფს, რომ გამჭვირვალობის პრობლემა დღეს სექტორში უმწვავესად დგას და ამ კუთხით არსებული არასწორი პოლიტიკის გამო, გამოუსწორებელი ზიანი ადგება როგორც საკუთრივ ენერგოსექტორის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური თუ პოლიტიკური განვითარების პერსპექტივას“ – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ განცხადებაშია ნათქვამი. ორგანიზაციის ...

Read More »