Home » 2021 » April » 20

Daily Archives: April 20, 2021

მარტში კომერციული ბანკები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ

კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკორდულ ნიშნულზეა. 2021 წლის მარტში ამ მაჩვენებელმა 166,324 მლნ ლარი შეადგინა. ერთ თვეში ასეთი მაღალი მოგება კომერციულ ბანკებს ფაქტობრივად, არ ჰქონიათ. ამაზე ოდნავ ნაკლები მოგება ბანკებმა 2020 წლის ოქტომბერში მიიღეს – 166,189 მლნ ლარი. საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქეყნებული სტატისტიკის მიხედვით, რთული 2020 წლის შემდეგ, 2021 წელი კომერციული ბანკებისთვის შედარებით წარმატებული აღმოჩნდა. წლის პირველ თვეს ბანკების წმინდა ...

Read More »

„ტურიზმის 25-30%-ს თუ დავიბრუნოთ და არ მოხდება პანდემიის რადიკალური ცვლილება, შეიძლება ველოდოთ, რომ ლარი გამყარების ტენდენციაზე იქნება“

როცა ლართან მიმართებაში ვსაუბრობთ, ალბათ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ ის ზეწოლა ქვეყნის ეკონომიკაზე, რაც პანდემიამ გამოიწვია. ტურიზმის სექტორი, რომელიც ჩვენი ეკონომიკის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენდა, მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, ეს მიმართულება თითქმის განულდა, რამაც ზეწოლა ვალუტის კურსზეც გამოიწვია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. მისი თქმით, პანდემიამ ყველა ქვეყანაზე იმოქმედა და საქართველოს ექსპორტის მაჩვენებლებიც შემცირდა. „რა ტენდენციებსაც ...

Read More »

კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით ახალი რეგულაციები მიიღო

კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით მიღებული ახალი რეგლამენტი ყველა აბონენტს მისცემს საშუალებას, რომ ხარისხიანი და უსაფრთხო საკომუნიკაციო მომსახურეობა ჰქონდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ახალი რეგლამენტით მომხმარებელს ენიჭება არჩევანის სრული თავისუფლება თავად გადაწყვიტოს, ვისგან შეიძინოს სატელეკომუნიკაციო მოწყობილობა მისთვის ხელსაყრელი საფასურითა და პირობებით, რაზეც კომპანია უარს ვერ განაცხადებს, ...

Read More »

ლიბერთი ბანკისა და ევექსი კლინიკების პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება

დღეიდან,  ლიბერთის მომხმარებლები – კერძოდ სოციალური ბარათის მფლობელები და პედაგოგები, ევექსი კლინიკების ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით, ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ მომსახურებას განსაკუთრებული ფასდაკლებით მიიღებენ. განახლებული პირობების ფარგლებში, ყველაზე მოთხოვნად ლაბორატორიულ გამოკვლევებზე გავრცელდება გაზრდილი – 30% ფასდაკლება, ხოლო ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე 50%-მდე შეღავათები. მომსახურების მიღება შესაძლებელია, საქართველოს 6 რეგიონში, ევექსი კლინიკების 33 კლინიკაში და ქსელში არსებულ ნიუ დენტის სტომატოლოგიურ კაბინეტებში. #ლიბერთიგულით ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში, რომელიც წელსაც ვირტუალურ ფორმატში იმართება, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანა ბიერდეს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები, როგორც გასულ წლებში, ისე კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში. „ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა კოვიდ-19-ის პანდემიაზე სტრატეგიული რეაგირების ...

Read More »

2021 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტში 31,68 მლნ აშშ დოლარი დახარჯა

ელექტროენერგიის იმპორტში გადახდილი თანხა გაიზარდა. 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 1437 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაშიც 31,68 მლნ აშშ დოლარი გავიდა ქვეყნიდან. 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, წელს იმპორტის ღირებულება 9,3%-ით გაიზარდა. წინა წლის ანალოგირ პერიოდში განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტის ღირებულება 28,99 მლნ აშშ დოლარი იყო. ცნობისთვის, ბოლო 5 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის იმპორტისთვის საქართველოდან 300 მლნ აშშ დოლარზე მეტი გავიდა. შეგახსენებთ, ...

Read More »

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 18 750 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი გამოქვეყნდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 18 750 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 37 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.600 პროცენტით, მაქსიმალური 8.600 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.600 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 10.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის ...

Read More »

საქართველოდან თურქეთში 45 500 კილოგრამი ხახვი გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სარფის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, 45 500 კილოგრამი ხახვით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა, რაც ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, საქონლის მიმართ კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, გამოვლინდა, რომ აღნიშნული ტვირთი არ შეესაბამებოდა მცენარეთა სიჯანსაღის ...

Read More »

ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გახანგრძლივდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისა და ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, განბაჟების ვადა კიდევ ერთხელ, 2021 წლის 1-ელ ივნისამდე გაუხანგრძლივდათ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. „მომსახურების სააგენტო მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სატრანსპორტო ...

Read More »

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვა

შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად, პრაქტიკულად დაინიშნა რეფერენდუმი „ქართული ოცნების“, რეფერენდუმის წინ წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა. ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდა, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს და პარლამენტში შევიდეს. „მინდა, მივმართო ქართულ საზოგადოებას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივს. მეგობრებო, მთელი ეს თვეები, ...

Read More »