Home » 2021 » April » 19

Daily Archives: April 19, 2021

თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში – სივრცე ახალი შესაძლებლობებისთვის

თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ის ისტორიულ შენობაში, საქართველოში მსგავსი ტიპის პირველ, სრულიად განსხვავებულ სივრცეს სთავაზობს მომხმარებლებს. მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, ბრენდის ისტორიასა და ღირებულებებს ჰყვება და სტუმრებს უნიკალურ გამოცდილებას, ახალ შესაძლებლობებსა და აღმოჩენებს სთავაზობს. აქ მოსული ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება და ყველა ის დამატებითი სარგებელი, რომელსაც თიბისი მომხმარებლებს უკვე ბევრი წელია სთავაზობს. მარჯანიშვილის 7-ში, თიბისი კონცეპტი მუდმივად მასპინძლობს ...

Read More »

სელიმ ჩაკირი – ლარის გაუფასირება მნიშნელოვან გავლენას ახდენს ინფლაციაზე

„ლარის გაუფასირება მნიშნელოვან გავლენას ახდენს ინფლაციაზე, თუმცა ჩვენ ველით რომ ცენტრალური ბანკი ამ ოქროს შუალედის დაცვას შეძლებს“, – ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, სელიმ ჩაკირმა „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას განაცხადა. „ეროვნული ბანკი ცდილობს იპოვოს ოქროს შუალედი, ერთის მხრივ შეამციროს ლარის გაუფასურება ინტერვენციებით, მეორეს მხრივ კი შეინარჩუნოს რეზერვები ადეკვადურ დონეზე. ბუნებრივია თუ კი ეროვნული ბანკი სრულად დახარჯავს რეზერვებს ჩვენ ...

Read More »

სანდრო რაქვიაშვილი – პირველი, რასაც დავაყენებთ, იქნება ეროვნული ბანკის რეფორმირება

ყველას დაველაპარაკებით, ვინც დაინტრესებული იქნება, რომ რეფორმები მოვამზადოთ – პირველი, რასაც დავაყენებთ, ეროვნული ბანკის რეფორმირება იქნება, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ – ერთმა ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თუ მათ მიერ მომზადებული კანონპროექტები კენჭისყრაზე დადგება, დარბაზში შევლენ და მხარს დაუჭერენ. „ჩვენ მოვამზადებთ ყველა მნიშვნელოვან კანონპროექტს, კომიტეტზე რომ რაღაც დოკუმენტი გადის, კომიტეტში ხომ არ ჩნდება, მანამდე მზადდება, მანამდე შეთანხმება ხდება ...

Read More »

ვის არ შეეხება მაისში გამოცხადებული 7-დღიანი უქმე დღეები

მთავრობამ უქმე დღეებთან დაკავშირებით, დადგენილება გამოსცა. დოკუმენტის თანახმად, 4-დან 8 მაისის ჩათვლით და 10-11 მაისი საქართველოს მასშტაბით, უქმე ანუ დასვენების დღეებად გამოცხადდა. ასევე უკვე გამოქვეყნდა საქმიანობათა ჩამონათვალი, ვისაც ეს დასვენების დღეები არ შეეხება. როგორც მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში ვკითხულობთ, უქმე დღეების შესახებ მიღებული დადგენილება არ ვრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირებსა (გარდა იმ ანგარიშვალდებული საწარმოსი, რომელიც სხვა ნიშნით არ წარმოადგენს ...

Read More »

არჩილ თალაკვაძე „ნამახვანჰესზე“ – ნებისმიერი ასეთი მაშტაბური პროექტი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებში უნდა იყოს

ხელისუფლებას გვაქვს პოზიცია, რომ ნებისმიერი ასეთი მაშტაბური პროექტი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების ინტერესებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე „ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებით განაცხადა. როგორც თალაკვაძემ თავისი მოადგილის, ავთანდილ ენუქიძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, საქართველო ევროკავშირთან ერთად მოწოდებულია, რომ თავისი ელექტროგენერაცია განახლებადი წყაროებით ჩაანაცვლოს, რაც უნდა მოხდეს საუკეთესო წერტილში, სადაც გარემოსდაცვითი, ჩვენი ეროვნული ინტერესები და ენრგოდამოუკიდებლობის ინტერესები იკვეთება. „მინდა მადლობა გადავუხადო ...

Read More »

სომხეთში ახალი აეს-ის აშენება გადაწყვიტეს – ქართველი ეკოლოგები გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის გამოგზავნას ითხოვენ

სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება სურთ და ამ საკითხზე უკვე დაწყებულია მოლაპარაკება რუსეთის ხელისუფლებასთან. ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა განაცხადა. ქართველი გარემოს დამცველები მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი და ამ საკითხის გადაწყვეტისას სომხეთის ხელისუფლებამ საქართველოს პოზიციაც უნდა გაითვალისწინოს. სომხეთში ამჟამად უკვე მოქმედებს მეწამორის ატომური ელექტრო სადგური, ...

Read More »

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „ბიუთი ბარმა“ ბიზნესი გააფართოვა

21-ე საუკუნეში თავის მოვლა დიდ თანხასთან და ძალისხმევასთან აღარ არის დაკავშირებული. ამას თავის მოვლის საშუალებების ფართო არჩევანი და ხელმისაწვდომობა განაპირობებს. „ყველა იმსახურებს სილამაზეს“ – ეს „ბიუთი ბარის“, 2019 წელს დაარსებული თავის მოვლის საშუალებების ქართული კომპანიის სლოგანია, რომელიც კომპანიის მიდგომას სრულყოფილად გამოხატავს. „ძალიან მინდოდა, რომ სლოგანი ეფექტური ყოფილიყო და ჩვენი კონცეფციაც მკაფიო გაეხადა, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ბექა ყულიაშვილი, – სლოგანის ...

Read More »

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“: ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ სიგარეტის არალეგალურ იმპორტს სერიოზული მფარველები ჰყავს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებაში

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ეკონომიკური ჰაბ ცენტრის კვლევების თანახმად, წინა წლებში, სამეგრელოს რეგიონის გარდა, საქართველოში სიგარეტით უკანონო ვაჭრობის მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სამეგრელოში, 2017 წელს აფხაზურ აქციზიანი სიგარეტების მოცულობა 6%-მდე დაფიქსირდა, 2018 წელს კი 14%-მდე გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს ნაწარმზე გადასახადები არ გაზრდილა. „ამჯერად, არამხოლოდ სამეგრელოში, მთელი ქვეყნის ...

Read More »

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ტაო ჟანგს შეხვდნენ. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოსთან მიმდინარე პროგრამის დასრულება და აღნიშნეს, რომ პროგრამის მხარდაჭერით, ქვეყანაში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები, ასევე, მოხერხდა კოვიდ-19-ის გლობალური პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანის შემცირება. მათივე ინფორმაციით, სსფ-ის მხრიდან ...

Read More »

“სუპერ ლიგის” ეფექტი – საფონდო ბირჟებზე კლუბების აქციებზე ფასები გაიზარდა

როგორც გამოცემა Bloomberg-ი წერს, იტალიური საფეხბურთო კლუბის “იუვენტუსი”, აქციები ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა იმ გუნდთაგან, რომლებიც შეურთდნენ იდეას ახალი საფეხბურთო ჩემპიონატის – “სუპერ ლიგის” დაარსებას. “იუვენტუსის” აქციების ფასმა 10%-ით მოიმატა, რაც ცნობილი გახდა, რომ გუნდის პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი ახალი “სუპრელიგის” ვიცეპრეზიდენტი გახდება. რაც შეეხება სხვა კლუბების აქციების ფასის ზრდას, რომლებიც აღნიშნულ ახალ ლიგაში აპირებენ ჩართვას, “მანჩესტერ იუნაიტედის” აქციების ...

Read More »