Home » 2021 » April » 17

Daily Archives: April 17, 2021

ანდრია გვიდიანი, ვარლამ გოლეთიანს ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება

მესიჯბოქსში საინტერესო ცვლილებებია. როგორც ჩანს, “ნამახვანის” წინააღმდეგ მიმართული პროტესტის ორგანიზატორები მიხვდნენ, რომ “გათურქების”, “სამშობლოს გაყიდვის”, “თურქული ოკუპაციის”, “5000 თურქის ჩამოსახლების” და სხვა მსგავსი ბოდვების შესახებ გამოგონილი მითები უკვე აზრს კარგავს. ალბათ მიხვდნენ, რომ საზოგადოება არც ისე სულელია, რომ უსუსური და პარანოიდული ფსევდოსაფრთხეებით საზოგადოებრივი აზრი შეცვალო. შესაბამისად, მიდგნენ მათი ბრძოლის მთავარ ფაზას – საერთოდ არ უნდა აშენდესო, გინდ თურქი იყოს, გინდ ...

Read More »

ზურაბ ჯაფარიძე ვარლამ გოლეთიანის განცხადებას ეხმაურება: კოლექტივმა გადაწყვიტა კოლექტიური რესურსი ისე გამოიყენოს, როგორც თვლის საჭიროდ – ააშენოს ჰესი

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ვარლამ გოლეთიანის მიერ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“, გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ‘კოლექტიურ რესურსს’ ჰყავს მფლობელად კოლექტივი (სახელმწიფო) ეს კოლექტივი გადაწყვეტილებებს იღებს უმრავლესობით ამ კოლექტივს, თავის რესურსებიანად, ვიღაცეები მართავენ და გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი ნაწილი ერგება ამ მმართველების ინტერესებს ამ კოლექტივის გადაწყვეტილებები, სხვა საკითხებთან ერთად, ეხება ამ კოლექტივის კოლექტიურ რესურსებსაც ჰოდა, ამ კოლექტივმა ჩათვალა რომ მას დენი ...

Read More »

ბერმელმა უპრეცენდენტო, მასშტაბური აქცია განახორციელა

ბერმელლმა უპრეცენდენტო, მასშტაბური აქცია განახორციელა! მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 20 წელია ბაზარზეა, ამ ხნის მანძილზე ბერმელი ყოველთვის იყო ჩართული მომხმარებელთა ლოიალობის პროგრამაში. არსებული მსოფლიო პანდემიის ფონზე მნიშვნელოვანი არის, ჩვენი როგორც საფინანსო ორგანიზაციის ჩართულობა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინება, სწორედ ამიტომ ბერმელმა უპრეცედენტო, მასშტაბური აქცია განახორციელა! მაქსიმალურად შეამცირა  საპროცენტო განაკვეთები 2018 წლამდე გაცემულ ყველა სესხზე საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად შეამცირა აგრეთვე, ბერმელის დღევანდელ სპროცენტო განაკვეთის ...

Read More »

გურამ ნიკოლაშვილი ვარლამ გოლეთიანს ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება

გურამ ნიკოლეიშვილი ვარლამ გოლეთიანს ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება – “ვიჯდეთ ეხლა ამ დღის წესრიგში და ვუყუროთ სამრევლო ტახტის თამაშებს” ყველაფერი დაიწყო მამალი ტყუილით ლეჩხუმის 80%, გაგრძელდა ჯვრების ბარიერებად აღმართვით და ანტითურქული ისტერიით, ბოლოს კი დასრულდა სოციალისტური მოწოდებებით. ვარლამმა არ ქნა ეს, მის უკან მდგომმა ძალებმა გააკეთებინეს. ასე ასწავლეს. მწვანე ექსტრემისტებმა, რელიგიურმა ფუნდამენტალისტებმა და რადიკალურმა სოციალისტებმა. ხოდა ვიჯდეთ ეხლა ამ დღის წესრიგში ...

Read More »

რატომ ებრძვის ვარლამ გოლეთიანი კერძო საკუთრებას

მიწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია თურქული კომპანიისთვის და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე გასხვისება კერძო პირზე, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. მისივე თქმით, მიუღებელია, როდესაც  დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში. „ხაზგასმით მინდა, ვთქვა, ...

Read More »

სონღულაშვილი: ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი მდგენელია ენერგოდამოუკიდებლობა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა ენგურჰესზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის  წევრებმა. მათ მოინახულეს ენგურის კაშხალი, სადაწნეო გვირაბი, მთავარი გამყვანი არხი, ელექტრომექანიკური და ჰიდრომექანიკური მოწყობილობები, რომლებზეც სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მთლიანად 48 მლნ ევროს ღირებულების სამუშაოები შესრულდა და ჰესი მაისში სრული სიმძლავრით ამუშავდება. დარგობრივი ეკონომიკისა ...

Read More »

„ექსპორტის ზრდა, განსაკუთრებით აგროექსპორტში, 2013 წლიდან განხორციელებულმა პროექტებმა განაპირობა“

სტატისტიკაში ასახულ, მიმდინარე წლის სამი თვის, შედეგების წინასწარი მონაცემების მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ექსპორტის ზრდა, რაც გასულ წელთან შედარებით, სარეკორდოა, განსაკუთრებით აგროექსპორტში, რაც 2013 წლიდან განხორციელებულმა პროექტებმა განაპირობა, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი საბანკო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე. მისი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მთავრობას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის განვითარების სააგენტოს ქონდათ სწორი სტრატეგია, ...

Read More »

„სავალუტო ფონდის შეფასებით, ეროვნული ბანკი სათანადოდაა კონცენტრირებული ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევაზე“

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ პროგრამის მერვე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ სუბირ ლალს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესა და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ეს იყო ბოლო მიმოხილვა, რითაც პროგრამა დასრულდა. საქართველომ, ამ პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით 690 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. კობა გვენეტაძემ მადლობა გადაუხადა ...

Read More »

თუ ოპოზიცია შეთანხმებაზე კვლავ უარს განაგრძობს ისინი დააზიანებენ, როგორც თავად ოპოზიციას, ასევე ქვეყანასაც – ანდრიუს კუბილიუსი

ევროპარლამენტის წევრის ანდრიუს კუბილიუსის თქმით, თუ ოპოზიცია შეთანხმებაზე კვლავ უარს განაგრძობს ისინი დააზიანებენ, როგორც თავად ოპოზიციას, ასევე ქვეყანასაც. “ვფიქრობ ოპოზიცია შეთანხმებაზე უარის თქმას ისევ თუ გააგრძელებს ეს სერიოზულად დააზიანებს,  როგორც თავად ოპოზიციას, ასევე ქვეყანასაც, რომელიც ახლა წინსვლას ძალიან საჭიროებს”, – ამბობს კუბილიუსი. ევროპარლამენტარი მოხარულია, რომ ქართული ოცნება დაეთანხმა დანიელსონის შეთავაზებას, რომელიც მხარდაჭერილი იყო ევროპარლამენტის სხვადასხვა წევრების მხრიდან. “მე ძალიან ვწუხვარ ...

Read More »

ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც 2021 წელს ისტორიულად დაბალი რაოდენობის, 15 000-მდე ლტოლვილის მიღებას ითვალისწინებს

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც 2021 წლის საბიუჯეტო წლის განმავლობაში ისტორიულად დაბალი რაოდენობის, 15 000-მდე ლტოლვილის მიღებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, პრეზიდენტის ამ ნაბიჯმა ლტოლვითა უფლებების დამცველებისა და ზოგიერთი „დემოკრატი“ კონგრესმენის უკმაყოფილება გამოიწვია. თეთრმა სახლმა კრიტიკას განცხადებით უპასუხა, სადაც აღნიშნულია, რომ ბაიდენი მისაღები ლტოლვილების საბოლოო ზღვარს 15 მაისამდე დააწესებს. ჯო ბაიდენმა მიმდინარე წლის თებერვალში ...

Read More »