Home » 2021 » April » 16

Daily Archives: April 16, 2021

„უკვე ვუახლოვდებით იმ ნიშნულს, როდესაც თხილი იკავებს წამყვან პოზიციას“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, თხილის ექსპორტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინი გამართლდა. როგორც დავითაშვილმა განაცხადა, ქვეყანას 2021 წელსაც აქვს მოლოდინი, რომ დადებითი ტენდენციები გაგრძელდება და საქართველო უნდა იყოს თხილის ერთ-ერთი პირველი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა მსოფლიოში. „თხილის ექსპორტთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინი გამართლდა. ჩვენ ვთქვით, რომ მარკეტინგული წლის განმავლობაში, 100 მლნ დოლარი იქნებოდა საქართველოში წარმოებული თხილის ექსპორტის მოცულობა. უკვე ვუახლოვდებით იმ ...

Read More »

„ბანკების, სავალუტო პუნქტებისა და სხვა რისკის ობიექტების უსაფრთხოება ახლებურად უნდა დარეგულირდეს“

საქართველოს პარლამენტში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კახა კახიშვილის განცხადებით, ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და სხვა რისკის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი ახლებურად უნდა დარეგულირდეს. ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, სადაც დღეს თბილისში, „ავლაბრის“ მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. კახა კახიშვილი მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც ოპერაციაში მონაწილეობდნენ და ასევე, აღნიშნავს, რომ მსგავსი ობიექტების დაცვის საკითხის დარეგულირება ორი ...

Read More »

დავითაშვილი – მარცვლეული და ბოსტნეული კულტურების წარმოებაში ჩვენ მნიშვნელოვანი გარღვევა გვექნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მარცვლეული და ბოსტნეული კულტურების წარმოებაში ჩვენ მნიშვნელოვანი გარღვევა გვექნება. როგორც დავითაშვილი ამბობს, 2020 წელს მნიშვნელოვანი ზრდა იყო მარცვლეულ კულტურებში, რაც რამდენიმე ფაქტორთან არის პირდაპირ კავშირში. „ჩვენ გავაგრძელებთ მხარდამჭერ ღონისძიებებს იმისათვის, რომ უფრო მდგრადი იყოს ჩვენი წარმოება და პერსპექტივაში, მეტი იყოს როგორც მარცვლეული, ისე ბოსტნეული კულტურები არა ექსტენციურად ფართობების ზრდის, არამედ, ინტენსიურად მწარმოებლების ზრდის ხარჯზე. ...

Read More »

მერაბ ლომინაძე – ის კვლევები, რომელიც ჩვენს ხელთ არის, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განვახორციელოთ „ნამახვანჰესის” პროექტი იმ ფორმით, როგორც იგეგმებოდა

ის კვლევები, რომელიც ჩვენს ხელთ არის, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განვახორციელოთ „ნამახვანჰესის” პროექტი იმ ფორმით, როგორც იგეგმებოდა,- ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა. როგორც ლომინაძე განმარტავს, „ნამახვანჰესის” საკითხზე, სრული მზადყოფნაა კომპეტენტურ გუნდთან და ექსპერტების ჩართულობით, მომზადებული დასკვნები გადაიხედოს. „იმედი მაქვს, რომ ის ხალხი ვინც ვსაუბრობთ ერთ ენაზე, ერთი დღის წესრიგით, რომელიც, არის ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის, გამოვნახავთ საერთო ენას. ...

Read More »

გიორგი ხანიშვილი: 2012 წლის შემდეგ უარყოფითი სავაჭრო სალდო $753 მილიონიდან $265 მილიონამდე შემცირდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი აცხადებს, რომ 2012 წლის შემდეგ უარყოფითი სავაჭრო სალდო 753 მილიონი დოლარიდან 265 მილიონ დოლარამდე შემცირდა და ეს იმას ნიშნავს, რომ დარგი სწორი სტრატეგიით იმართება. ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. „ქვეყანაში ნებისმიერი პროდუქციის წარმოება პირველ რიგში მიმართულია იმპორტის ჩანაცვლებაზე და არსებული მოთხოვნის საკუთარი წარმოების პროდუქციის დაკმაყოფილებაზე. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ლევან ...

Read More »

ნიკოლოზ გაგუა: საქართველოს ევრობონდებზე ინვესტორების მხრიდან მოთხოვნამ მიწოდებას ოთხჯერ გადააჭარბა

საქართველოს ევრობონდებზე ინვესტორების მხრიდან ოთხჯერ მეტი მოთხოვნა იყო ვიდრე მიწოდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ „ქრონიკაში“ განაცხადა. „ევრობონდებზე გაზრდილი ინტერესი განაპირობა ბოლო პერიოდში ჩვენს მიერ გაუმჯობესებულმა საკრედიტო რეიტინგმა. ჩვენ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გვქონდა წარმატებული პროგრამა სავალუტო ფონდთან. ეს კი საკმაოდ პოზიტიურ ნაბიჯს ქმნის საქართველოს მაკროეკონომიკურ მმართველობასთან მიმართებით. საქართველოს ეკონომიკის ეს ნაწილი, კერძოდ მაკროეკონომიკის მაღალი დონე არაერთხელ გამხდარა სარეიტინგო კომპანიების დადებითი შეფასების ...

Read More »

3V ტურიზმის სქემა – მომავლის სტრატეგია ტურიზმის სექტორისთვის

მალდივის კუნძულები ერთ-ერთი პირველი ადგილია, რომელიც ტურისტების ხელმისაწვდომი გახდა პანდემიური ჩაკეტვების შემდეგ. ახლა ისინი ცდილობენ გაუსწრონ დროს, როდესაც საქმე ვაქცინირებულ ვიზიტორებს ეხება. ინდოეთის ოკეანის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აპირებენ ვაქცინაციას შესთავაზონ ტურისტებს ჩამოსვლისთანავე, რათა მეტი ვიზიტორი მიიზიდონ. მალდივის რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრმა, აბდულა მაუსუმმა (Abdulla Mausoom) განაცხადა, რომ მალდივის კუნძულებზე ავითარებენ “3V ტურიზმის” სქემას, რომელიც ტურისტებს საშუალებას მისცემს “მოინახულონ, აიცრან და ...

Read More »

მთავრობამ საპრივატიზაციოდ 300 მლნ ლარის ქონება გამოიტანა და 60 მილიონის გაყიდა

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესურსების პროაქტიული გაყიდვების და ქვეყნის ეკონომიკაში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ გაფართოვდა და უფრო მასშტაბური სახე მიიღო. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის მარტში გამოცხადებული ელექტრონული აუქციონები წარმატებით დაასრულა. გაყიდული ქონების ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული ფასი ქონების საწყის ღირებულებას დაახლოებით 50%-ით აღემატება. აუქციონების დასრულებამდე წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზის მიუხედავად, ვაჭრობის პროცესი წარმატებით დასრულდა და ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი – არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ სახელმწიფო ვალი 1-2 წელიწადში დაუბრუნდება ძველ ნიშნულს

მოლოდინი, რომ სახელმწიფო ვალი 1-2 წელიწადში დაუბრუნდება ძველ ნიშნულს, არავის უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მინისტრმა განმარტა, ყველა ქვეყანას საგარეო და საშინაო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით მნიშვნელოვნად გაეზარდა. „ვალთან მიმართებაში მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ ვალის მოცულობის ცვლილება არ იქნება, რადგან 500 მლნ დოლარის სანაცვლოდ მოხდა მეორე 500 მლნ-ის ჩანაცვლება; ანუ ვალის მოცულობა რჩება ...

Read More »

ისრაელში 1000 ვაკანსიაზე დასაქმების სურვილი 4 დღეში 1132-მა ადამიანმა გამოთქვა

ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე სურვილი, ოთხი დღის განმავლობაში უკვე 1132 ადამიანმა გამოთქვა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დასაქმების სააგენტოდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, 12 აპრილს ისრაელში დასაქმებისთვის სპეციალურ პორტალზე მოქალაქეები რეგისტრაცია დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. რაც შეეხება სამუშაო ადგილების კვოტას – 2021 წლის განმავლობაში დაგეგმილია საქართველოს 1000 მოქალაქის ისრაელში დასაქმება. უწყების ინფორმაციით, ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ...

Read More »