Home » 2021 » April » 15

Daily Archives: April 15, 2021

ირინა მილორავა: ენერგეტიკული ბირჟის სატესტო შედეგები აპრილის ბოლოს გვეცოდინება

„1 ივლისისთვის საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა სრულფასოვნად ამოქმედდება. საამისოდ გაკეთებულია ყველაფეერი, რაც დაგეგმილი გვქონდა“, – ამის შესახებ ენერგეტიკული ბირჟის გენერალურმა დირექტორმა ირინა მილორავამ რადიო გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. „ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებისთვის საჭირო ყველა სამუშაო გეგმის მიხედვით ხორციელდება. მათ შორის, დაწყებულია სატესტო რეჟიმი, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავდა. პირველი იყო თეორიული ცოდნის მიწოდება მონაწილეებისთვის, გარკვეული ტრენინგები. ასევე, სავაჭრო პლატფორმასთან გაცნობა ბაზრის მონაწილეებისთვის და ზუსტად ...

Read More »

ვლადიმერ ზელენსკი – ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, რომ დროა უკრაინამ და საქართველომ ნატოს MAP-ის მიღებისა და ევროკავშირი გაწევრიანების გეგმაზე კონკრეტული წინადადებები მიიღონ

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის თქმით, ის ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ დროა, უკრაინამ და საქართველომ MAP-ის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები მიიღონ. “სავსებით ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, რომ დროა უკრაინამ და საქართველომ ნატოს MAP-ის მიღებისა და ევროკავშირი გაწევრიანების გეგმის შესახებ კონკრეტული წინადადებები მიიღონ. ძალისხმევის გაერთიანებასა და სოლიდარობას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. უკრაინასა და საქართველოს მშვიდობის საკითხში ისტორიული ურთიერთგაგება და მხარდაჭერა ...

Read More »

“კავკასუს ონლაინს” ახალი სპეცმმართველი ჰყავს

კომუნიკაციების კომისიის  გადაწყვეტილებით „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველი მარიამ სულაბერიძე თამარ ბოკუჩავამ შეცვალა.  ცვლილების საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მარიამ სულაბერიძემ, რომელიც ამავდროულად კომპანია „ოუფენ ნეტის“ დირექტორია, კომუნიკაციების კომისიას მიმართა თხოვნით, გაეთავისუფლებინათ დაკავებული თანამდებობიდან. სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში კომპანია „ოუფენ ნეტმა“  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაცია დღეს გაიარა.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის“ 461 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტის თანახმად ...

Read More »

გერმანელ ინჟინერი აცხადებს, რომ ვაშლიჯვრის მეწყერის შესაჩერებლად ჩატარებულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო

დროებითი სტაბილიზაცია უნდა გადავიტანოთ გრძელვადიან სტაბილიზაციაში და სწორედ ამ სამუშაოს ვასრულებთ ახლა, – ამის შესახებ გერმანელ ინჟინერ-გეოლოგმა, პეტერ ნიუმანმა მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონასთან დაკავშირებით განაცხადა. ​როგორც პეტერ ნიუმანმა აღნიშნა, ჩატარდა სხვადასხვა სახის კომბინირებული ღონისძიებები, მეწყრული მასის ნაწილი მოიხსნა. „არ არის დრო კალკულაციების, გეგმების დასახვის. გადავწყვიტეთ სხვადასხვა ღონისძიებების კომბინირება. მეწყრული მასის ნაწილის მოხსნა. გარკვეული გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, გაბურღვითი სამუშაოები, რომლებიც ასევე გამაგრებას უკავშირდება და ასევე ძალიან ...

Read More »

„M2“-ის სასტუმრო მერიამ პროექტის დარღვევისთვის 15 000 ლარით დააჯარიმა

მელიქიშვილის გამზირზე სასტუმროს „RAMADA BY WYNDHAM TBILISI“ -ის გახსნის თარიღმა შეიძლება გადაიწიოს. მიზეზი არის ის, რომ კახა კალაძის მთავრობამ „M2“ მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული პროექტის შეთანხმებაზე 2020-21 წლებში უარი სამჯერ უთხრა. უმსხვილესი დეველოპერული კომპანიამ განაცხადი მეოთხედ არქიტექტურის სამსახურში 12 აპრილს შეიტანა. ჯერჯერობით უცნობია დედაქალაქის მთავრობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან პროექტი განხილვის სტადიაშია.   თუმცა მანამდე, 2020 წლის 10 დეკემბერს მერიის მუნიციპალურმა ...

Read More »

სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი 40 მლნ აშშ დოლარიდან 25 400 000 აშშ დოლარი გაიყიდა

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი 40 მლნ აშშ დოლარიდან 25 400 000 აშშ დოლარი გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „2021 წლის 15 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 25 400 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4353 შეადგინა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Read More »

ნათია თურნავა – საქართველო კვლავაც მიმზიდველია უცხოური ინვესტიციებისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაში „პოსტ-კოვიდური ეკონომიკური გამოწვევები და შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში“. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. თავის გამოსვლაში, ნათია თურნავამ პოზიტიურად შეაფასა საქართველოს თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ხაზი გაუსვა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში პროგრამის დადებით შედეგებს. მისი თქმით, ეს იყო ძალიან წარმატებული ოთხწლიანი პროგრამა, ...

Read More »

ვინ აშენებს ნამახვანჰესს – ინფორმაცია ENKA-ს შესახებ

ვინ აშენებს ნამახვანჰესს – ინფორმაცია ENKA-ს შესახებ რომელ ქვეყნებში აქვს კომპანია ENKA-ს მსხვილი პროექტები 1957 წლიდან ENKA გლობალური მასშტაბით საქმიანობს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ინჟინერია, ენერგეტიკა, მშენებლობა, უძრავი ქონება და ვაჭრობა. ENKA, მის ჯგუფში შემავალ კომპანიებთან ერთად, მსოფლიოს 46 ქვეყანაში ახორციელებს პროექტებს და მისი პორტფელი მოიცავს 125 ლოკალურ და 500 საერთაშორისო პროექტს, სადაც დასაქმებული ყავს 25000-ზე მეტი თანამშრომელი. 1982 წლიდან კომპანია ...

Read More »

ვლადიმერ ბოჟაძე – რუსეთიდან სპეციალურად მოავლინეს ბიზნესმენი ილია ძოწენიძე, რომელიც დადის „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე და დავალებული აქვს აქციების ფინანსური მხარდაჭერა

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთიდან სპეციალური დავალებით თბილისში მოავლინეს ბიზნესმენი ილია ძოწენიძე, რომელიც ფიზიკურადაც დადის ნამახვანის საწინააღმდეგო აქციაზე, ასევე მას დავალებული აქვს აქციების ფინანსური მხარდაჭერა და რუსეთიდან მართული პოლიტიკოსების ჩართვა აქციებში, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე წერს. მისი თქმით, დღეს ამის პირველი მაგალითიც გამოჩნდა – „ქართული მარში“ უკვე ოფიციალურად ჩავიდა გუმათში ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად. „რაც შეეხება ილია ძოწენიძეს, ...

Read More »

შემოსავლების სამსახური ავტოიმპორტიორებს შეახსენებს, რომ ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის 31 მაისს იწურება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, ავტომობილების განბაჟების გადავადების გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ იქნა მიღებული. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებაში, განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე, პერიოდში შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, განბაჟების ვადა, 2021 წლის 1 მარტის ნაცვლად, 2021 ...

Read More »