Home » 2021 » April » 14

Daily Archives: April 14, 2021

შეგვიძლია მთელი ქვეყნის ბლოკირება, დავკეტოთ ავტობანი და ყველა ქალაქი – ვარლამ გოლეთიანი

ქუთაისში აქციის მონაწილეებმა სასამართლოსთან გადაინაცვლეს. მსვლელობა მოეწყო ქალაქის ცენტრალური მოედნიდან. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან და ქუთაისში მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. ადგილზე სპეციალური სცენაც მოეწობა, დამონტაჟდება ხმის გამაძლიერებლები. სასამართლოსთან შეკრებილები გუშინ და დღეს მიმდინარე აქციისას დაკავებულების გათანისუფლებას ითხოვენ. ამბობენ, რომ მათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენიათ. “შევძლებთ ხვალინდელ დღეს, რომ გამოვაცხადოთ მთელი საქართველოს მასშტაბით გამოსვლა ადამიანების სხვადასხვა ადგილებში და ბლოკირება ...

Read More »

“ვიზეარი” ქუთაისის აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს 18 აპრილიდან განაახლებს

18 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველ რეისს უნგრული ავიაკომპანია “ვიზეარი” შეასრულებს. აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავი ქუთაისიდან ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისებს განაახლებს, მაისიდან კი – ფრენებს რიგისა და დორტმუნდის მიმართულებითაც დაიწყებს. “ვიზეარი” ივნისიდან ფრენებს ევროპის კიდევ 13 მიმართულებით ეტაპობრივად განაახლებს. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია შემოდის. მიმდინარე წლის მაისიდან ყაზახური ავიაგადამზიდავი “ფლაიარისტანი” ...

Read More »

კობა გვენეტაძემ კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

14 აპრილს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომლის მთავარი თემა იყო – მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გამოწვევები მცირე ზომის ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. კონფერენციაში, რომელიც წელს ონლაინ ფორმატში წარიმართა, მონაწილეობდნენ ცენტრალური ბანკის მმართველები, ფინანსთა მინისტრები, ყოფილი ბანკირები, აკადემიური წრეებისა და ფინანსური სექტორის ლიდერები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ღონისძიება, ტრადიციულად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ...

Read More »

Reuters – ევროკავშირის ქვეყნები კოვიდპასპორტების შემოღებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნები ოფიციალურად შეთანხმდნენ, რომ სამგზავრო კოვიდპასპორტები შემოიღონ და ამ გზით ხელი შეუწყონ ტურიზმის ხელახალ გახსნას, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სერთიფიკატები საშუალებას მისცემს ვაქცინირებულ მოქალაქეებს, კოვიდ-19-სგან გამოჯანმრთელებულებს ან მათ, ვისაც კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი ექნებათ, ევროკავშირის ქვეყნებში უფრო მარტივად იმოგზაურონ. წევრ სახელმწიფოთა შეთანხმება მოიცავს დებულებებს იმ ადამიანების დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რომლებიც ვაქცინირებულები არ არიან, ან ვაქცინაცია არ სურთ. Reuters-ი წერს, რომ ...

Read More »

საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ტაჯიკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს, აზიმ იბრახიმს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“. შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს მხარეთა შორის საავტომობილო მიმოსვლისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. დოკუმენტით განსაზღვრულია სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ...

Read More »

ქარბოქს პლუსი – სასაჩუქრე ნაკრები ყველა ავტომფლობელისთვის

სასაჩუქრე ნაკრები ქარბოქს პლუსი უკვე ყველა ავტომფლობელისთვის არის ხელმისაწვდომი! კომპანია გრინვეისა და სოკარის მიერ შექმნილი სასაჩუქრე ნაკრები მძღოლებისთვის სასურველ და აუცილებელ ვაუჩერებსა და ფასდაკლებებს შეიცავს. ქარბოქს პლუსი გადაეცემათ ნებისმიერ ავტომობილის მფლობელებს, რომლებიც ტექდათვალიერებას გრინვეიში გაივლიან. ნაკრებში არსებული  საჩუქრების გამოყენება კი 2021 წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი. სასაჩუქრე ყუთში მძღოლებს დახვდებათ ფასდაკლებები სოკარის საწვავსა და ბუნებრივ აირზე : ბენზინსა და დიზელზე ფასდაკლება ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

დღეს, საქართველოს პარლამენტში დეპუტატებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ წარმოადგინა. „ანგარიში 80-გვერდიანია და შინაარსობრივად მოიცავს კომიტეტთან არსებული კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შედეგებს, კანონშემოქმედებით საქმიანობას, კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე საქმიანობას, საბიუჯეტო საქმიანობას, კომიტეტის საზედამხედველო უფლებამოსილებას, საბიუჯეტო კონტროლს, კომიტეტთან არსებულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურების ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის საქმიანობას და ამ მიმართულებით თითოეული ნაწილია აღწერილი ...

Read More »

„თურქული კომპანია, რომლის დემონიზაციაც ღიად მიმდინარეობს, თეთრი სახლის კონტრაქტორია, ჰესებს აშენებს მსოფლიოს 60 ქვეყანაში“

„თურქული  კომპანია, რომლის დემონიზაციაც ღიად მიმდინარეობს, თეთრი სახლის კონტრაქტორია, ჰესებს აშენებს მსოფლიოს 60 ქვეყანაში“, – ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს. “ბანკები და ფინანსები” ცუცქირიძეს პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „მინდა ძალიან მარტივი და გასაგები ენით ავხსნა, თუ რა დევს ახლა სასწორზე ნამახვანში. მთელი ამ პიარკამპანიის დედააზრი, რასაც განსაკუთრებით ოპოტელევიზიები ამ დღეებში გადმოცემენ, არის  მიმართული არა ამ პრობლემის ...

Read More »

ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და ფასები გაზარდა

მედიკამენტების ფასები საქართველოს მოსახლობის ყველაზე დიდი, მოუგვარებელი პრობლემაა, პრობლემა რომლის შესახებაც იცის ყველამ. საკითხზე წლებია საუბრობს როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიციური პარტიებიც და თვითონ ფარმაცევტული კომპანიებიც, თუმცა ფაქტი ერთია, საუბართან ერთად ფასები მხოლოდ და მხოლოდ იზრდება. 2011 წლიდან საქსტატის მონაცემებით სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების ფასი 105 პროცენტით, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 60 პროცენტით, ხოლო ანტიბიოტიკები 78 პროცენტით გაიზარდა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, „მედიკამენტების ...

Read More »

LOGISTA.GE – კონტეინერების დაზღვევის ინოვაციური პლატფორმა თიბისი დაზღვევისგან

თიბისი დაზღვევა უნიკალურ შესაძლებლობებს ამჯერად ბიზნეს სექტორს სთავაზობს. კომპანიამ კონტეინერების დაზღვევის სრულად ციფრული პლატფორმა – logista.ge შექმნა. დღეიდან ლოჯისტას საშუალებით ფორვარდერებსა და საზღვაო ხაზებს შორის არსებული პროცესების გადაწყვეტა სადაზღვევო მენეჯერის ჩართულობის გარეშე მოხერხდება. თიბისი დაზღვევა უწყვეტად აგრძელებს მაქსიმალურად მოქნილი, თანამედროვე და ციფრული სერვისების დანერგვას, რიმელიც მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული. ახალი პროექტი ბიზნესების მუშაობის პროცესს მეტ ეფექტურობასა და პროდუქტიულობას მატებს, რაც პროცესების ნაკლებ დროში ...

Read More »