Home » 2021 » April » 12

Daily Archives: April 12, 2021

„ლარის კურსთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია“

„კურსთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია და კურსთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია,“ – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა. კობა გვენეტაძის განმარტებით, რაც ლარის გაცვლით კურსზე გავლენას ახდენს ეს არის ძალიან დიდი თანხა, რომელიც ქვეყანამ ტურიზმის შემოსავლებიდან დაკარგა. „კურსთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია და კურსთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.  რაც შეეხება ინფლაციას, მოგეხსენებათ, ...

Read More »

სსფ: სავალუტო ინტერვენციები უნდა გაგრძელდეს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) სავალუტო ინტერვენციების განხორციელების მომხრეა. საფინანსო ინსტიტუტი პანდემიის შედეგად მოგზაურობაზე დაწესებული შედეგებით ლარის კურსზე განმეორებით ზეწოლაზე ამახვილებს ყურადღებას, იქვე განმარტავს, რომ თუკი საგარეო სექტორიდან მომდინარე ზეწოლა შენარჩუნდება, შესაძლოა პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ზრდა გახდეს საჭირო. “ერთმანეთის მიყოლებით მომხდარი შოკების შედეგად, რომლებიც უკავშირდებოდა ჯერ 2019 წლის მეორე ნახევარში მოგზაურობაზე შეზღუდვის დაწესებას, შემდეგ კი, 2020 წლის დასაწყისიდან პანდემიის გამოვლენას და, ასევე, ბოლო პერიოდში სავაჭრო პარტნიორის ...

Read More »

თერჯოლაში ფეროშენადნობების ახალი საწარმო აშენდება – დასაქმდება 100 ადამიანი

100 ადამიანის დასაქმება იგეგმება ფეროშენადნობების ახალ საწარმოში, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტში აშენდება. ამისთვის კომპანია „მანგანეზ ინდასტრისს“ სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცა. სანაცვლოდ კომპანია სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებას იღებს, რომ საწარმოს მაქსიმუმ 2 წლის ვადაში შექმნის და ამისთვის არანაკლებ 1,7 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ახალი საწარმო წელიწადში არანაკლებ 8 000 ტონა შავი ლითონის გადამუშავებას და ფეროსილიკომანგანუმის წარმოებას შეძლებს. აღსანიშნავია, ...

Read More »

„ფასების ზრდა მედიკამენტებზე და პროდუქტებზე უფრო მაღალია, ვიდრე სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი“

„ფასების ზრდა მედიკამენტებზე და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე უფრო მაღალია, ვიდრე სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი“, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, სადაც პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მისი თქმით, პენსიების მატება ეტაპობრივად ხდება. როგორც კოვზანაძე აღნიშნავს, წელსაც, მიუხედავად რთული ეკონომიკური ფონისა, პენსიები გაიზარდა და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან ინდექსაციის კანონის მიხედვით, ყოველწლიურად ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე – პენსიონერებზე ზრუნვა ის საკითხია, რის ირგვლივაც ყველა, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა უნდა გაერთიანდეს

ჩემი პოზიციაა, რომ პენსიონერებისთვის სესხზე საპროცენტო განაკვეთი და მათ შორის ვალის ტვირთი მაღალია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ 800 ათასამდე პენსიონერის ყოფითი მდგომარეობა შევამსუბუქოთ, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, სადაც პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მისი თქმით, პენსიების მატება ეტაპობრივად ხდება. როგორც კოვზანაძე აღნიშნავს, წელსაც, მიუხედავად რთული ეკონომიკური ფონისა, პენსიები გაიზარდა და ...

Read More »

კობა გვენეტაძე – საპენსიო სესხების სპეციფიკური რეგულირება სცდება ეროვნული ბანკის ფუნქციებს

საპენსიო სესხების სპეციფიკური რეგულირება სცდება ეროვნული ბანკის ფუნქციებს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ეროვნული ბანკის შესახებ კანონის მიხედვით, ჩვენი მანდატი არის ფასების სტაბილურობა და საფინანსო სექტორის მდგრადობის უზურნველყოფა. უკანასკნელი ამოცანის შესასრულებლად, ეროვნული ბანკი ხელს უწყობს საფინანსო სექტორის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას. რაც შეეხება საპენსიო სესხებს საფინანსო სისტემაში, მათი წილი დიდი არ ...

Read More »

„რაც დღეს საქართველოში ლარის გაცვლით კურსზე მოქმედებს, ეს არის ძალიან დიდი თანხა, რომელიც ტურიზმის შემოსავლებიდან დავკარგეთ“

ეროვნული ბანკი ყველა ზომას მიიღებს იმასთან დაკავშირებით, რომ ფასების ზრდა მაღალი არ იყოს, მაგრამ თუ გადავხედავთ მეზობელ ქვეყნებსაც, თითქმის ყველა ქვეყანაში შეინიშნება ფასების ზრდა , – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რაც ლარის კურსზე და ინფლაციაზე უარყოფით გავლენას ახდენს. „კურსთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია და კურსთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზის გაკეთება ...

Read More »

ლიბერთის გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი: დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ გავეცით პასუხები იმ შეკითხვებს, რომელიც  აინტერესებს საზოგადოებას

ლიბერთის გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი: დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ გავეცით პასუხები იმ შეკითხვებს, რომელიც  აინტერესებს საზოგადოებას. კერძოდ, ჩვენს მიმართ დასმულ ორივე შეკითხვაზე გვაქვს მკაფიო პასუხი. ლიბერთი ბანკის ყველა მომხმარებელს, მათ შორის უფროსი თაობის წარმომადგენლებს, აქვთ არჩევანის თავისუფლება აიღონ სამომხმარებლო სესხი ნებისმიერ სხვა ფინანსურ ინსტიტუტში. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ  უფროსი თაობის ჩვენსავე მომხმარებელს აქვს სხვა ბანკებში 1,5 მილიარდი ლარის სასესხო ვალდებულებები. ...

Read More »

კელი დეგნანი – აგროტურიზმში საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია

აგროტურიზმში საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომელიც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ პანელურ დისკუსიას – „პანდემია შესაძლებლობა თუ გამოწვევა აგროსექტორისთვის“ დაესწრო. „საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია, კერძოდ, აგროტურიზმში. ეს ამის შესანიშნავი მაგალითია. ონლაინ პლატფორმის agrogate.world-ის ამუშავება დააკავშირებს ტურისტებს იმ შესაძლებლობებთან, რომელთაც მათ სთავაზობენ, განსაკუთრებით სოფლად. ეს შესანიშნავი მაგალითია, როდესაც ტურისტები დაიწყებენ შემოსვლას. ვფიქრობ, ეს არის ინოვაციური ...

Read More »

თურნავა – ულტიმატუმები ჩვენთვის მიუღებელია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ძირითადი კითხვები, რაც დაკავშირებული იყო ეკოლოგიასთან ან უსაფრთხოებასთან, მოხსნილიყო. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი წამოვიწყეთ, როდესაც კაშხლის მშენებლობა გადაიდო თითქმის 12 თვით და კომპანიამ გახსნა ყველა კვლევა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციებს და საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებს შეხვედრებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. „ვეპატიჟებით მაგიდასთან, რომ ერთად განვიხილოთ ეს ყველაფერი ნორმალურ ვითარებაში. რაც შეეხება ულტიმატუმებს, ულტიმატუმები ჩვენთვის მიუღებელია, განსაკუთრებით, როდესაც ...

Read More »