Home » 2021 » April » 09

Daily Archives: April 9, 2021

კელი დეგნანი – 1989 წელი იყო სიმამაცის, მსხვერპლის გაღებისა და თავისუფლებისადმი ერთგულების წელი

1989 წელი იყო სიმამაცის, მსხვერპლის გაღებისა და თავისუფლებისადმი ერთგულების წელი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. კელი დეგნანის კომენტარს აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „1989 წელი იყო სიმამაცის, მსხვერპლის გაღებისა და თავისუფლებისადმი ერთგულების წელი. ბერლინის კედლის დაცემიდან ტიანანმენის მოედანზე გმირულ გამოსვლამდე, მსოფლიო უყურებდა, როგორ დადგნენ მოქალაქეები დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად; ბალტიის ქვეყნებში ორმა მილიონმა ადამიანმა სოლიდარობის ნიშნად ხელი ხელს ჩაჰკიდა; ...

Read More »

საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ

ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას შეძლებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორის შეხვდა. მხარეებმა ისრაელში ლეგალურად დასაქმების საკითხზე დეტალურად ისაუბრეს. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან იწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ...

Read More »