Home » 2021 » April » 08 (page 2)

Daily Archives: April 8, 2021

პროკრედიტ ბანკმა მწვანე ოფისების წარმატებული პრაქტიკის შესახებ საინფორმაციო ბროშურა გამოაქვეყნა

პროკრედიტ ბანკმა მწვანე ოფისების წარმატებული პრაქტიკის შესახებ საინფორმაციო ბროშურა გამოაქვეყნა. მწვანე მშენებლობის ხელშეწყობა 2021 წელს პროკრედიტ ბანკის მწვანე სტრატეგიის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ინიციატივა პირველ ეტაპზე ჯგუფის მასშტაბით განხორციელდა და დღეისათვის პროკრედიტ ბანკი საქართველოს, ბულგარეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის სათაო ოფისები მწვანე შენობის დამადასტურებელს საერთაშორისო EDGE სერტიფიკატს ფლობენ. ჯგუფის მასშტაბით EDGE სერტიფიცირების პროცესი გრძელდება უკრაინასა და სერბეთში მოქმედ ბანკებში, რაც რეკონსტრუქციის შემდეგ – ეკვადორსა და კოსოვოში მოქმედ ბანკებშიც დაიწყება. ...

Read More »

„მკაცრად უნდა იქნას დაცული ენგურის რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილების შეთანხმება“

 „2021 წლის მაისი-აგვისტოს პერიოდში აფხაზეთის მოხმარება ბუნებრივად ნაკლები იქნება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების გამომუშავების 40%-ზე. იმავე პერიოდში დანარჩენი საქართველოს მოხმარების დაბალანსებაც უნდა მოხდეს ენგურჰესისა და ვარდნილჰესების გაზრდილი გამომუშავების ხარჯზე და არ უნდა ჩავრთოთ თბოსადგურები და არც იმპორტი უნდა განვახორციელოთ, პარალელური რეჟიმის საჭიროებისთვის აუცილებელი ტექნიკური იმპორტის გარდა”, – ამის შესახებ კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს. მისი თქმით, 2021 ...

Read More »

დავით მირცხულავა: მსოფლიო თანდათან უარს ამბობს წიაღისეულ საწვავზე, ჩვენ კი საპირისპირო მიმართულებით სვლას გვთავაზობენ

“მსოფლიო თანდათან უარს ამბობს წიაღისეულ საწვავზე, ჩვენ კი საპირისპირო მიმართულებით სვლას გვთავაზობენ”, – ამის შესახებ დავით მირცხულავა თავის Facebook გვერდზე წერს. “ამ რამდენიმე დღის წინ წავიკითხე მოძრაობა „არა ჰესების“ კიდევ ერთი მხარდამჭერის წერილი, რომელიც ქვეყანას, ქართულ ენერგეტიკას თავაზობს აზერბაიჯანული “უფასო გაზით, რომელიც გვერგება“ (ეს ტრანზიტის გადასახადია და ბუნებრივია უფასო არ არის) გამოყენებით, დამატებითი თბოსადგურის(ების) მშენებლობას ჯერ 800 მილიონი მ3 ბუნებრივი ...

Read More »

ვახტანგ ჭარაია: ძალიან დიდი იმედი მაქვს, სახელმწიფო აუცილებლად მიიყვანს ბოლომდე ყველა სტრატეგიულ პროექტს

„ქრისტიანული სიმბოლო შლაგბაუმად… თან ყველანი ვხვდებით ამ ნაბიჯის ქვეტექსტსაც… ლარი გარბის, ფასები იზრდება, მესამე ტალღა კარზე მოგვადგა, თურქეთმა თავისი შესაძლებლობები სულ ახლახანს დაგვანახა, რუსეთმა დღე-დღეზე შეიძლება ახალი ომი დაიწყოს უკრაინაში, ბოლო-ბოლო ხალხი მარსზე გადასახლებაზე მუშაობს და ჩვენ ამ დროს… ჩვენ კი “ერთმორწმუნეებთან” არ გვეყო დაპირისპირება და ახლა ახალ სპარინგ-პარტნიორს ვეძებთ… არვიცი ამ ქვეყანას ან ჯადო აქვს გაკეთებული ან მართლა არ ...

Read More »

ვთხოვე ოპოზიციას, დაიკავონ საკუთარი ადგილები პარლამენტში და დაიწყონ მუშაობა საკანონმდებლო ორგანოდან – ვიოლა ფონ კრამონი

საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის დიალოგის წარუმატებლად დასრულებას დღეს ბრიუსელში ევროპარლამენტარების გამოხმაურება მოჰყვა. მათი ძირითადი გზავნილია, რომ ორივე მხარე კომპრომისზე წავიდეს და კონსენსუსამდე მისვლის გზები ეძებონ. ევროპელი დეპუტატები იმედგაცრუებას გამოხატავენ. მათ შორის არის ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც აცხადებს, რომ ევროპა ძალიან მომთმენი იყო ამ საკითხებში და ეს მოთმინება დიდხანს გაგრძელდა. კრამონი ორივე მხარის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუკი ოპოზიცია მმართველ ...

Read More »

თემურ ჭყონია: 10 წელში შესაძლოა, მასკმა ისე შეცვალოს მსოფლიო, რომ ჩვენი გეგმა მთვარეზე განხორციელდეს

ბიზნესმენი თემურ ჭყონია მთავრობის მიერ დაანონსებულ საქართველოს ეკონომიკის განვითარების 10-წლიან გეგმას აფასებს და აცხადებს, რომ 10 წლიანი გეგმის გაწერა მანიპულაციაა. როგორც ბიზნესმენმა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ სტუმრობისას განაცხადა, მნიშვნელოვანია განისაზღვროს მიზნები და შემდეგ, შესაძლოა, რომ მიზნების მიღწევა 10 წელზე ბევრად ადრე მოხერხდეს. „ხუმრობით რომ ვთქვათ, 10 წელში შესაძლოა, ილონ მასკმა ისე შეცვალოს მსოფლიო, რომ ჩვენი გეგმა მთვარეზე განხორციელდეს. პანდემიის პირობებში, გრძელვადიან გეგმებს ...

Read More »

კინოთეატრები მუშაობას დღეიდან განაახლებენ

დღეიდან, 8 აპრილიდან კინოთეატრები მუშაობას განაახლებენ. მათ მაყურებლების მიღება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების დაცვით შეეძლებათ. ერთ-ერთი რეგულაციით, დარბაზებში მაყურებლების მხოლოდ 50%-ის დასწრებაა დასაშვები. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კინოთეატრებს მუშაობის განახლების უფლება პირველი აპრილიდან მიეცათ, თუმცა თავად კინოთეატრების გადაწყვეტილებით, მაყურებლების მიღება ერთი კვირით გადადეს. შეგახსენებთ, რომ კინოთეატრები, პანდემიის გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში იყო დახურული.

Read More »

„ურანის საბადოს შემდეგ, ანტიჰესერები თავის მრევლს სიცრუის მორიგ დოზას სთავაზობენ“

„ურანის საბადოს შემდეგ საქართველოს ბნელ მხარეში ანტიჰესერები თავის მრევლს სიცრუის მორიგ დოზას სთავაზობენ“, – ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ურანის საბადოს შემდეგ საქართველოს ბნელ მხარეში ანტიჰესერები თავის მრევლს სიცრუის მორიგ დოზას სთავაზობენ. მრავალათასიანი გავრცელებით. 🧮🤦‍♀️ ეს ის ხალხია, ჩვენს ენჯეო სექტორს რომ არ უყვარს, მაგრამ აქციაზე მათ მიერ მოყვანილ ხალხთან თავს კომფორტულად გრძნობენ და ზემოდან ...

Read More »

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან 9 აპრილს და ბათუმიდან 11 აპრილს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. „საქართველოს რკინიგზაში“ კიდევ ერთხელ შეახსენებენ მოქალაქეებს, რომ კოვიდ19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები უნდა დაიცვან. „გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი, მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა ...

Read More »