Home » 2021 » April » 08

Daily Archives: April 8, 2021

„მნიშვნელოვანია, რომ თითქმის 11 ათასი ჰექტარი მიწა დამატებით ჩაერთვება აქტიურ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში“

მნიშვნელოვანია, რომ თითქმის 11 ათასი ჰექტარი მიწა დამატებით ჩაერთვება აქტიურ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაციის რესურსებზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამაში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. დავითაშვილი დარწმუნებულია, რომ მიწის საკუთრებაში გამარტივებულად გადასვლა ფერმერებისთვის და ინვესტორებისთვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას კიდევ უფრო გააქტიურებს. „როცა მიწა საკუთრებაშია, უფრო თამადად ხდება მისი გამოყენება, როგორც უზრუნველყოფის საშუალება საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ...

Read More »

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამა ფართოვდება

დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ და დავამტკიცებთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას – რომელიც შეეხება სასოფლო-სამეურნეო მიწებს. ჩვენი გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროგრამა კიდევ უფრო ფართოვდება, კერძოდ: გამოსყიდვის უფლება იჯარით გაცემული „სახნავი კატეგორიის მიწების“ გარდა ამ ცვლილებით გავრცელდება „სათიბ კატეგორიაზეც“. ასევე, უქმდება მიწის ფართობებზე დაწესებული ზედა ზღვარი – თუ აქამდე ნებადართული იყო მხოლოდ 10-ჰექტრამდე იჯარით გაცემული სასოფლო მიწის ნაკვეთის შესყიდვა, ახლა ეს შეზღუდვა საერთოდ მოიხსნება. ...

Read More »

ეკონომიკის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც საჯარო უწყება, აწარმოებს ღია და გახსნილ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად,- აღნიშნულ განცხადებას ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებს საპასუხოდ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტრო გადაწყვეტილებების მიღებისას ხელმძღვანელობს საჯაროობის პრინციპით და ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას თანამშრომლობს სხვადასხვა ბიზნეს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, აგრეთვე საინიციატივო ჯგუფებთან. „სამინისტროში შექმნილია რამდენიმე ათეული ასეთი მუდმივმოქმედი ...

Read More »

კითხვა ნორვეგიისა და თურქეთის ელჩებს – დაუშვებენ მათი ქვეყნები საკუთარი ბუნების განადგურებას ამ პირობით და ამ ფასად?!

30 მარტს, კომპანია „ენკამ“ ფოკუსსესია მოაწყო „ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებით. „ნამოხვანჰესის“ აქციონერებს თურქული კომპანია „ენკა“ და ნორვეგიული კომპანია „ქლინ ენერჯი“ წარმოადგენენ. როგორც ჩანს, სწორედ ამ მიზეზით, სესიას თურქეთისა და ნორვეგიის ელჩებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც საზოგადოებას პროექტის მხარდამჭერი სიტყვით მიმართეს. უკეთეს შემთხვევაში, მათი მიმართვიდან დარჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი ან არ იცნობენ სიღრმისეულად პროექტს, ან არიან მთავრობისა და კომპანია „ენკას“ ერთობლივი პროპაგანდის მსხვერპლნი. უარეს შემთხვევაში, ...

Read More »

კახა ოქრიაშვილი: 2012 წლიდან 2020 წლამდე ჩვენი ეკონომიკა რეგრესშია

პოლიტიკოსი და ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი ხელისუფლებას კომენდანტის საათის მოხსნისკენ მოუწოდებს: „ტურიზმის აღდგენის გარეშე იმ ეკონომიკური ორმოდან, რომელშიც ახლა ვართ, ვერ ამოვალთ. ეკონომიკური კრიზისი და ლარის კურსის ვარდნა პანდემიასთან ერთად არ დაწყებულა: 2012 წელს ჩვენი ჯამური მშპ იყო 16,5 მლრდ დოლარი და 2019 წელს იყო 17,4 მლრდ დოლარი. ანუ, ეკონომიკური ზრდა ფაქტობრივად არ გვქონია. 2012 წლიდან 2020 წლამდე ჩვენი ეკონომიკა რეგრესშია! ...

Read More »

საქართველოში ახალი შეზღუდვები ძალაში შევიდა

საქართველოში ახალი შეზღუდვები ძალაში შევიდა. საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა/დათმობა იკრძალება, – შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა. დადგენილება ფართის მფლობელს ავალდებულებს, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, მათ შორის, ხელშეკრულებით კონკრეტული შეზღუდვის დაწესების გზით, რათა თავიდან იყოს აცილებული ფართის გამოყენება დადგენილებით აკრძალული ...

Read More »

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი: გერმანია რუსეთთან „სპუტნიკ V“-ის შესყიდვის თაობაზე წინასწარ მოლაპარაკებებს დაიწყებს

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა, რომ გერმანია რუსეთთან „სპუტნიკ V“-ის ვაქცინის შესყიდვის თაობაზე წინასწარ მოლაპარაკებებს დაიწყებს. იენს შპანის განმარტებით, გერმანია რუსულ ვაქცინას მხოლოდ მას შემდეგ შეიძენს, როდესაც მას ევროპის წამლის სააგენტო დაამტკიცებს. „გერმანიის სახელით ევროკავშირის ჯანდაცვის მინისტრების საბჭოს განვუმარტე, რომ რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები გვექნება, პირველ რიგში იმის თაობაზე, როდის და რა რაოდენობით ვაქცინის მოწოდება შეეძლებათ“, – აღნიშნა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა. ...

Read More »

საქსტატმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორნადუმი გაფორმდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლას (ISET) და ISET-ის კვლევით ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორნადუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მემორანდუმს „საქსტატის” აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორმა თამარ სულუხიამ ხელი მოაწერეს. გაფორმებული დოკუმენტის თანახმად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები უწყებაში სასწავლო ...

Read More »

FAO – მცენარეულ ზეთზე ფასების ინდექსმა ბოლო 10 წლის მაქსიმუმს მიაღწია

FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს – მარტში, გაიზარდა და 118.5 ქულა შეადგინა. აღნიშნული ქულა, წინა თვის მაჩვენებელს 2.1%-ით აღემატება და 2014 წლის შემდეგ, ფასების ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას FAO ავრცელებს. მათვე ცნობით, მარტის თვეში მცენარეულ ზეთზე ფასები 8%-ით გაიზარდა. ამავე თვეში, მცენარეულ ზეთზე ფასების ...

Read More »

Bloomberg – მსოფლიოში ვაქცინების 700 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 153 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 704 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 4.6%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი,- შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს. პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 16.1 მილიონამდე ადამიანს უტარდება. ვაქცინების ყველაზე მეტი – 171 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული. ქვეყანაში დღეში საშუალოდ 3 მილიონი ვაქცინა კეთდება, მოსახლეობის 75%-ის 2 დოზით აცრას კი დაახლოებით ...

Read More »