Home » 2021 » April » 07

Daily Archives: April 7, 2021

სესხი შენთვის – თიბისის ახალი პროდუქტი თვითდასაქმებულებისთვის

სესხი შენთვის – თიბისის ახალი პროდუქტია, რომელიც თვითდასაქმებულებს შესაძლებლობას აძლევს,  მიიღონ სპეციალურად მათზე მორგებული სესხი, გამარტივებული და გაუმჯობესებული პირობებით. პროცესის კიდევ უფრო გამარტივებისთვის, თიბისიმ თვითდასაქმებულ პირებს შემოსავლის დადასტურების კიდევ ერთი არხი – ვიდეო ვიზიტი შესთავა. რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს სესხის განაცხადის დაფიქსირება და მისი მიღება ონლაინ რეჟიმში, რამდენიმე წუთში შეუძლია. განაცხადის დაფიქსირება შესაძლებელია ვებ-გვერდზე – www.tbccredit.ge  ან თიბისის ცხელი ხაზის საშუალებით. მომხმარებლებს, რომლებსაც არ სურთ ვიდეო ზარის სერვისით სარგებლობა, თიბისის წარმომადგენლები სამუშაო გარემოში ესტუმრებიან და მათ შემოსავალს ადგილზე შეისწავლიან. https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Ftbcbank%2Fvideos%2F291006302469363%2F&show_text=false&width=560 „თიბისის მისია ...

Read More »

„ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს 2020 წლის მოდელებზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას სთავაზობს

„ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ავტომობილის შეძენის საუკეთესო პირობებს სთავაზობს. მიმდინარე აქციის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ვოლვო XC90, XC60, XC40, S90 და S60 მოდელები 30 000 ლარამდე ფასდაკლებით. „ვოლვო“ მუდმივად ცდილობს ახალი სიტყვა თქვას ავტოინდუსტრიაში და ჰქონდეს მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული მიდგომა. „ვოლვო ქარ საქართველოს“ ცენტრში წარმოდგენილია ვოლვოს სამოდელო რიგის სრული ასორტიმენტი. „ვოლვოს“ ცენტრში ნებისმიერ მსურველს შეუძლია უახლესი მოდელების დათვალიერება და მათი ...

Read More »

„ბილაინის“ მობილური თამაშების ჰაკათონში გამარჯვებული BTU-ს სტუდენტების მიერ შექმნილი მობილური თამაში უკვე ხელმისაწვდომია

საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრის, „ბილაინის“ თამაშების პორტალზე ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი მობილური თამაში – „Jumper Ghost“ განთავსდა, რომელიც მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. ამის შესახებ ინფორმაციას „ბილაინი“ ავრცელებს. მათი ცნობით, თამაში გასული წლის ოქტომბერში „ბილაინის“ მობილური თამაშების ჰაკათონის, Game Jam-ის ფარგლებში შეიქმნა და მისი ავტორი BTU-ს სტუდენტებისგან შემდგარი გუნდი – Absolute Zero-ა. გუნდმა ჰაკათონში გამარჯვება მოიპოვა და პრიზთან ერთად მიიღო ბილაინთან ხელშეკრულების გაფორმება, ...

Read More »

პაატა იმნაძე – ჩვენი პირველი მტერი ახლა არის სუფრები

“ჩვენი პირველი მტერი ახლა არის სუფრები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, დიდი “კლასტერები” და ეპიდაფეთქებები ძირითადად სუფრებს უკავშირდება. “თუ არ გვინდა შეზღუდვები, უნდა დავიცვათ ელემენტარული რეგულაციები. ყველა ეპიდაფეთქება, ყველა “კლასტერი”, რაც დღეს გვაქვს, გარდა ოჯახურისა, არის ქეიფების შემდეგ, სამწუხაროდ, როგორც ჭირისუფრების, ასევე ქორწილების შემდეგ. გასაგებია, პირბადით ვერ იჯდები სუფრასთან. ჩვენი პირველი ...

Read More »

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი, პიტერ ვიბლერი ეწვივნენ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი, პიტერ ვიბლერი ეწვივნენ. გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა და გენერალური აუდიტორის მოადგილემ, ეკა ღაზაძემ სტუმრებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის გასული წლის შედეგები და ახალი პროექტები გააცნეს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურის (GAO) ერთობლივი პროექტის სტატუსზე, რომელიც მიმდინარე წელს ...

Read More »

„შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის მეშვეობით, საქართველო ტრანსკავკასიური ელექტროენერგეტიკული ჰაბის ფუნქციას შეიძენს“

გახდება თუ არა შავი ზღვის ფსკერზე მოსაწყობი მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი ახალი ბაქო -თბილისი – ჯეიჰანი და მისი მეშვეობით შეიძენს თუ არა საქართველო ტრანსკავკასიური ელექტროენერგეტიკული ჰაბის ფუნქციას? – ამ თემაზე „კომერსანტი – LIVE-ს“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ესაუბრა. – ახლახანს ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ბანკმა  მზადყოფნა განაცხადა დააფინანსოს სრული კვლევა – ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა პროექტისა, რომელიც  შავი ზღვის ფსკერზე ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მშენებლობას ითვალისწინებს. რამდენად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ეს – რამდენად ნიშნავს, რომ შავი ...

Read More »

სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2021 წლისთვის 3.5%-მდე შეამცირა, 2022 წლის პროგნოზი კი 5.8%-ს შეადგენს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტიდან 3.5 პროცენტამდე შეამცირა. ორგანიზაციის ანგარიშში ასევე წერია, რომ 2022 წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 5.8 პროცენტი იქნება, 2023 წელს კი 5.5-პროცენტიანი ზრდა არის მოსალოდნელი. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის პროგნოზსს, წელს ხელისუფლება ქვეყნის 4.3-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

Read More »

„საქსტატზე მეტად სუპერმარკეტში ვაკვირდები ფასებს და ნამდვილად არ არის სახარბიელო ვითარება”

„საქსტატზე მეტად სუპერმარკეტში ვაკვირდები ფასებს და ნამდვილად არ არის ბოლო პერიოდში სახარბიელო ვითარება”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. „ზეთი არის თემა, თუმცა ზოგადად მინდა გითხრათ, ძირითადად, თუ დააკვირდებით, რამდენიმე რამე დაემთხვა ერთმანეთს, იმპორტულ ნაწარმზე ფასები გაიზარდა, ეს ლარის კურსთან არის დაკავშირებული. მეორე, სეზონური ფაქტორია, უნდა ითქვას ჩვენი სოფლის მეურნეობის და ამ ინდუსტრიის სასახელოდ, რომ ძირითადად ბოსტნეული, ხილი, ...

Read More »

„აუცილებელია სახელმწიფომ ბიზნესს მისცეს ვაქცინის შემოტანის საშუალება, შეიძლება მიღირდეს ძვირის გადახდა”

“პროლესკი საქართველოს” დამფუძნებლის, ბიზნესმენ გურო გოგიშვილის თქმით ხელისუფლება ვადლებულია პროცესები ისე მართოს რომ მკაცრი რეგულაციების შემოღება აღარ გახდეს საჭირო.  ბიზნესმენი კომერციული ვაქცინის შემოტანის აუცილებლობაზეც საუბრობს: “მე ვერ ვხედავ მართვას, გახსენი-დაკეტე არ არის მართვა, სად არის ვიდეორგოლები იმის შესახებ თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირბადეების გაკეთება. თუნდაც აცრებთან დაკავშირებით, ამ თვეში თუ არ ვცდები 10 ათასი ადამიანი აიცრა და ამ ტემპით რომ გავაგრძელოთ ...

Read More »

ჩამშვები არ ვარ, მაგრამ ბერი ვიცი, ვინც ღამით ხსნის რესტორანს – ასმათ ტყაბლაძე

ბიზნესმენი ასმათ ტყაბლაძის განცხადებით, მთავრობის მიერ შემსუბუქებული რეგულაციები სარესტორნო ბიზნესის ასამუშავებლად საკმარისი არ არის. მისი თქმით, რადგან 9 საათიდან გადაადგილების შეზღუდვაა, რესტორანი მუშაობას მხოლოდ სამი საათი შეძლებს, ამ პირობებში კი მუშაობას აზრი არ აქვს. „რეგულაციები აუცილებელია. როგორ შეიძლება, რომ მეტროში ჩახუტებულები დგანან, მაგრამ 9 საათზე რომ კეტავ, რატომ მეუბნები გახსენი ბარი და რესტორანიო? ეს იმას ნიშნავს, რომ 8-ის ნახევარზე უნდა ...

Read More »