Home » 2021 » April » 06 (page 2)

Daily Archives: April 6, 2021

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ შეადგინა 46 066 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.380 პროცენტით, მაქსიმალური 8.510 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.459 პროცენტით განისაზღვრა. ეროვნული ბანკი კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას განაგრძობს

Read More »

BAG – აღსრულების ახალი კოდექსი ბევრ პოზიტიურ სიახლესთან ერთად სერიოზულ რისკებსაც შეიცავს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის ფარგლებში, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც აღსრულების კოდექსის პროექტი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ერთ-ერთი მთავარი სიახლე – აღსასრულებელ საქმეთა ტერიტორიული პრინციპის მიხედვით სავალდებულო გადანაწილება და აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტის, როგორც დამოუკიდებელი ბიზნესის განვითარების ხელშეშლა კრიტიკულად შეფასდა. როგორც ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, დღეს მოქმედი წესისაგან ...

Read More »

კომპანია „ენკა რინიუებლზი” მწვანე ალტერნატივას განცხადებას პასუხობს

ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ მორიგ ჯერზე ავრცელებს სიცრუისა და მანიპულაციის შემცველ განცხადებას, რომელსაც ამ ორგანიზაციის ვებგვერდზე გავეცანით.  მიგვაჩნია, რომ ამ ორგანიზაციის წარსული და ბიოგრაფია ნათლად წარმოაჩენს, თუ რამდენად დესტრუქციული და კოფლიქტურია მათი საქმიანობა, რომელიც პირველ რიგში თავს ესხმის და ებრძვის საქართველოში ჰიდროენერგეტიკის განვითარებას.  ამაში დასარწმუნებლად დაინტერესებული პირი უბრალოდ უნდა გაეცნოს მათ საჩივრებს, განცხადებებს და სამიზნედ ამოღებული პროექტების პროფილს. როგორც საზოგადოება ხედავს, ...

Read More »

თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება დაახლოებით 20 საათით შეეზღუდება

მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში მაგისტრალური წყალსადენების მეწყრული პროცესებისგან დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით თბილისის მერიის მიერ მიმდინარე სამუშაოების პარალელურად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დღეს, 6 აპრილს, ღამის 23:00 სთ-დან 7 აპრილის საღამოს 19:00 სთ-მდე წყალმომარაგების ახალ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იმისთვის, რომ მაგისტრალური ქსელი მაქსიმალურად იყოს ...

Read More »

ფართის სოციალური ღონისძიებისთვის გაქირავება იკრძალება, გამქირავებელი 10 000 ლარით დაჯარიმდება

სოციალური ღონისძიებების გამართვაზე რეგულაციები და კონტროლი მკაცრდება. როგორც საქართველოს პირველ არხს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ განუცხადა, იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების შეტანა იგეგმება, რის მიხედვითაც, ფართის იჯარით გაცემისას გამქირავებელი ვალდებული იქნება, დამქირავებელს ხელშეკრულებაში ჩაუდოს პირობა, რომ აღნიშნული ფართის გამოყენება არ უნდა მოხდეს სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით. მსგავსი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თუ გამქირავებლისთვის ცნობილი ...

Read More »

„დოლარიზაციის შემცირება დადებითი მოვლენა იქნება როგორც ინფლაციის სტაბილურობისთვის, ასევე გაცვლითი კურსის მერყეობის შემცირებისთვის“

არაერთხელ აღმინიშნავს, რომ მაღალი დოლარიზაცია ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მთავარი გამოწვევაა, მათ შორის მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. გვენეტაძის თქმით, დოლარიზებული სესხების გამო, გაცვლითი კურსის გაუფასურება კომპანიებს სესხის მომსახურეობის წნეხს უზრდის, რაც საბოლოოდ ფასებზეც აისახება. „ეროვნული ბანკის ახალი კვლევის შედეგებმაც თვალნათლივ დაგვანახა, რომ ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონე აშშ დოლარის გაცვლითი კურსიდან ფასებზე ...

Read More »

ენერგეტიკის განვითარების ფონდი – „ნამახვანჰესის“ კასკადის ტენდერის პროცედურები იყო სრულად გამჭვირვალე

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (ყოფილი EMC) მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, „ნამახვანჰესის“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ შეირჩა გაუმჭვირვალედ. ფონდის დირექტორის გიორგი ჩიქოვანის თქმით, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ისევე როგორც რამდენიმე წლის წინ, ახლაც სრულად უფლებამოსილია, ჩაატაროს მსგავსი ტენდერი.აღნიშნული ტენდერი 2015 წელს ენერგეტიკის სამინისტროს ინსტრუქციებისა და პროცედურების სრული დაცვით ჩატარდა. „რაც შეეხება ...

Read More »

საქართველოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში აცხადებენ, ირაკლი ღარიბაშვილი თავს კარგად გრძნობს, იგი თვითიზილაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

Read More »

ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს. თავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოს საქართველოს მთავრობის მეთაური უხელმძღვანელებს. „განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრები იქნებიან მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები. განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ...

Read More »

პირველად კრიპტოსივრცეში ონლაინ არტ ჟურნალი „ზე-გავლენა“ გატოკენდა

პირველად კრიპტოსივრცეში ონლაინ არტ ჟურნალი „ზე-გავლენა“ გატოკენდა Token ID: 181478 (ხელმისაწვდომი გახდა უნიკალური ტოკენის (NFT) სახით) ვიზუალური ხელოვნების საკონსულტაციო კომპანიამ, რიჩარტ ვიზუალმა, ინოვაციური გადაწყვეტილება მიიღო და თანამედროვე ხელოვნების შესახებ ორენოვანი ონლაინ გამოცემა “ზე-გავლენა” კრიპტო სივრცეში ხელმისაწვდომი გახადა. „ზე-გავლენა“ თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით გამოიცემა. გამოცემის პირველი ნომერი თემატურად აერთიანებს რუბრიკებს, ინტერვიუებსა და სტატიებს თანამედროვე ქართველი ხელოვანების შესახებ.“ ზე–გავლენას“ პირველი ნომრის ...

Read More »