Home » 2021 » April » 06

Daily Archives: April 6, 2021

Pfizer-​მა ისრაელისთვის 700 000 ვაქცინის გაგზავნა შეაჩერა

Pfizer-​მა შეაჩერა 700 000 ვაქცინის ისრაელისთვის გაგზავნა. მიზეზი დავალიანებაა, რომელიც 2,5 მილიონ დოლარს შეადგენს. INSIDER-ი წერს, რომ Pfizer-​ის თანამშრომლები ისრაელის პოლიტიკურ არასტაბილურობაზე საუბრობენ და “ბანანის რესპუბლიკას” უწოდებენ. მედიასაშუალება ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ Pfizer-​ის ხელმძღვანელებს ეჭვი ეპარებათ, ქვეყანამ პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველობით ვალის გადახდა შეძლოს. აღსანიშნავია, რომ ისრაელის მოსახლეობის დაახლოებით,  5,27-მა მილიონმა, 16 წლის ზემოთ, უკვე მიიღო ვაქცინის პირველი დოზა, ხოლო ორივე დოზა მიღებული აქვს 4,84 მილიონ ადამიანს, რაც ვაქცინირებული ...

Read More »

თურქეთში სტამბულის საზღვაო არხის გაყვანის მოწინააღმდეგე ყოფილი სამხედროები დააკავეს

თურქეთში 100-ზე მეტმა ყოფილმა მაღალი რანგის ოფიცერმა ხელი მოაწერა საჯარო განცხადებას, რომელიც აკრიტიკებდა მთავრობის გადაწყვეტილებას სტამბულის არხის შენების შესახებ. მათი აზრით, ამ არხის გახსნა დაარღვევდა მონტროს საზღვაო კონვენციას და ერდოღანს მისი დაცვისკენ მოუწოდებდნენ. თურქეთის მთავრობამ 10 ხელმომწერი დააკავა. მათ ისინი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების საქმეების ჩარევაში დაადანაშაულეს და ასევე, დააკავშირეს 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან. რეჯეპ ტაიპ ერდოღანს სტამბულის არხის გაჭრა სურს. მშენებლობა გასულ ...

Read More »

“საპარტნიორო ფონდის” დაფუძნებული კიდევ ერთი კომპანია “იმერეთი გრინერი” გაკოტრების რეჟიმშია

“საპარტნიორო ფონდის” თანამონაწილეობით შექმნილი კიდევ ერთი აგროკომპანია “იმერეთი გრინერი” გაკოტრების რეჟიმშია. სასამართლოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით სს „საპარტნიორო ფონდმა“ მიმართა და საქმე უკვე წარმოებაშია მიღებული. “ბიზნესპარტნიორის” ინფორმაციით, “იმერეთი გრინერის” სამუშაო პროცესი არ შეუწყვეტია და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, შენარჩუნებულია თანამშრომელთა რაოდენობა. ამ დროისთვის უცნობია კომპანიის ზუსტი დავალიანება, თუმცა უკვე ჩანიშნულია კრედიტორთა პირველი კრება, რომელიც 7 მაისს გაიმართება. წარმოების პროცესის დასრულებამდე ...

Read More »

„დასავლეთში მედიკამენტები უფრო ძვირი ღირს ვიდრე საქართველოში, მაგრამ ხალხი ამას ვერ ამჩნევს“

პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ წევრი, კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ფასი კი არა, სახელმწიფოს მიდგომა უნდა შეიცვლოს. „მედიკამენტების ფასი აწუხებს ყველას, პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები და მედიკამენტები არის ის მთავარი პრობლემა, რაც ჩვენს ქვეყანაშია. მედიკამენტები იმდენად მაღალი ტექნოლოგიის პროდუქტია, რომ თვითონ ძვირი ღირს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დასავლეთი მედიკამენტები კიდევ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ჩვენთან, მაგრამ ხალხი ამას ...

Read More »

„ლარი ყველაზე ჯანსაღი ერთეულია ქართულ სინამდვილეში, თუმცა ის ასახავს იმ ავადმყოფობას, რაც სჭირს ქართულ ეკონომიკას“

ლარი, ყველაზე ჯანსაღი ერთეულია ქართულ სინამდვილეში, თუმცა ის ასახავს იმ ავადმყოფობას, რაც სჭირს ქართულ ეკონომიკას“, – ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ ლარის კურსის ბოლო გაუფასურების შეფასებისას რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. პროფესორი ამბობს, რომ გაუფასურების მიზეზები კომპლექსურია და მათგან ყველაზე მეტად პანდემია და ლირის გაუფასურება მოქმედებს ეროვნულ ვალუტაზე. ,, პრობლემა კომპლექსურია და არ შეიძლება ლარის გაუფასურებას მხოლოდ ერთი ...

Read More »

ბილაინის მაღაზიებში თვითმომსახურების თანამედროვე ტერმინალები დამონტაჟდა

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრმა, „ბილაინმა“ მაღაზიებში თვითმომსახურების თანამედროვე ციფრული ტერმინალები დაამონტაჟა. ამის შესახებ ინფორმაცის „ბილაინის“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევათ, მარტივად და სწრაფად, მოლარე-ოპერატორის ჩართულობის გარეშე: გაიქტიუროს „ბილაინის“ ნებისმიერი პროდუქტი, შეავსოს ბალანსი, მიიღოს სრული ინფორმაცია სხვადასხვა პაკეტისა და ტარიფის შესახებ, მოძებნოს და შეარჩიოს სასურველი ნომერი, მოახდინოს უნაღდო ანგარიშსწორება, ან მიიღოს რიგის ნომერი მოლარე-ოპერატორთან გადამისამართებისთვის. „ბილაინის“ ციფრული ტერმინალები ადგილობრივი ...

Read More »

ისლანდიაში შექმნეს „გონიერი ბეჭედი“, რომლითაც კომპიუტერის დისტანციურად მართვა შეიძლება

ისლანდიაში, სტარტაპმა Genki Instruments შექმნა „გონიერი (სმარტი) ბეჭედი“ – Wave for Work, რომლითაც კომპიუტერის დისტანციურად მართვაა შესაძლებელი. ამის შესახებ techcult წერს. კერძოდ, სმარტი ბეჭდის მეშვეობით დამატებების Zoom, Skype, PowerPoint, Microsoft Teams და Keynote-ს დისტანციურად ერთობლივად მართვაა შესაძლებელი. „გონიერი ბეჭედი“ საჩვენებელ თითზე მაგრდება. ბეჭედზე არის სამი ღილაკია, რომელზეც არჩეული მოქმედებები აისახება. სტარტაპის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ „გონიერი ბეჭედი“ დამატებით ფუნქციებსაც შეითავსებს. კერძოდ შეძლებს მიკროფონის გათიშვას და ...

Read More »

ავტოსადგურისა და ავტოსადგომის ფუნქციონირების ტექნიკურ პირობებში ცვლილებები შევიდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში შესული ცვლილების თანახმად, შეიცვალა ავტოსადგურისა და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესი და პირობები. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, სავალდებულოა სისტემაში ჩართვამდე და სისტემაში ჩართვის მთელი პერიოდის განმავლობაში, ავტოსადგომის მფლობელმა უზრუნველყოს, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებულ ონლაინ ფორმატში, ავტოსადგომის შესასვლელისა და გასასვლელის მუდმივი (უწყვეტი) ვიდეოკონტროლის განხორციელება. ამასთან, ვიდეომეთვალყურეობის ოპერაციული სისტემის შერჩევისას, ...

Read More »

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ორ წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 45 050 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.500%-ით, მაქსიმალური 8.580%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.542 %-ით განისაზღვრა. სებ-ის ინფორმაციით, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.000%-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა წელიწადში ...

Read More »

„ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა 2022 წლისთვის გადაინაცვლებს“

ნამახვანჰესის პროექტის აღმასრულებელი დირექტორის მერაბ ლომინაძის თქმით, კომპანიამ სამშენებლო გრაფიკში ცვლილებები შეიტანა, რის მიხედვითაც კაშხლის მშენებლობა 2022 წლისთვის გადავადდა. „ჩვენ ცვლილება შევიტანეთ ჩვენს სამშენებლო გრაფიკში და სხვადასხვა უბნებზე მშენებლობის ვადები გადავანაცვლეთ – მაგალითად, ჯერ ავაშენებთ საგზაო ინფრასტრუქტურას და მხოლოდ კვლევების ვალიდაციის შემდეგ შევიტანთ დოკუმენტაციას კაშხლის მშენებლობის უფლების მოსაპოვებლად. შედეგად, კაშხლის მშენებლობა 2022 წლისთვის გადაინაცვლებს. ვისაც მსგავსი მასშტაბური პროექტები განუხორციელებია, სწორად ...

Read More »