Home » 2021 » April » 05

Daily Archives: April 5, 2021

მოქალაქეების 45% რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მხარს უჭერს, 45% წინააღმდეგია

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ, რომ მათ მიერ არჩეულმა პოლიტიკოსებმა განაგრძონ საპარლამენტო საქმიანობა, მოსახლეობის აზრი ორად იყოფა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ: მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია. “ეს მიგნებები არის მნიშვნელოვანი გზავნილი როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიებისთვის. საქართველოს მოქალაქეებს სურთ მოქმედი პარლამენტი, რომელიც მათ საჭიროებებსა და პრობლემებს ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლიენუსმა. მან ლაშა ხუციშვილს მიულოცა ფინანსთა მინისტრად დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება. თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი უწევს საქართველოს როგორც პანდემიის ...

Read More »

მოლინეუსი – ეკონომიკური რეფორმების შთამბეჭდავი დღის წესრიგი გვაქვს, მსოფლიო ბანკი სიამოვნებით დაუჭერს მხარს საქართველოს მთავრობას

სებასტიან მოლინეუსი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე – ეკონომიკური რეფორმების შთამბეჭდავი დღის წესრიგი გვაქვს, მსოფლიო ბანკი სიამოვნებით დაუჭერს მხარს საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ძალიან კარგი საუბარი შედგა ეკონომიკური განვითარების შესახებ და ეკონომიკაში დაწყებული რეფორმების გაგრძელების მიმართულებით წინსვლის მიღწევის გზებზე, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის ...

Read More »

შავი ზღვის ფსკერზე გამავალი დენის კაბელის პროექტი საქართველოს ტრანსკავკასიური ელექტროენერგეტიკული ჰაბის ფუნქციას შესძენს

გახდება თუ არა შავი ზღვის ფსკერზე მოსაწყობი მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი ახალი ბაქო -თბილისი – ჯეიჰანი საქართველოს ელექტროენერგეტიკულ დღის წესრიგში მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლეა. საქმე ის არის, რომ იგეგმება შავი ზღვის ფსკერზე ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მშენებლობა, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით იქნება აღჭურვილი. საკითხი  სულ ახლახანს ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზეც განიხილეს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების კონტექსტზე იყო გამახვილებული. ...

Read More »

აფბა ნივთის ონლაინ გამოწერისას განბაჟების ზღვარის 1500 ლარამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ საქართველოს მთავრობას და ახლად დანიშნულ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს მოუწოდებს ონლაინ ვაჭრობის დაწესებული განბაჟების ზღვარი 1500 ლარამდე გაზარდოს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ლარის დრამატული გაუფასურების და გლობალური პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე, საქართველოს მოქალაქეების მსყიდველობითუნარიანობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. შესაბამისად, არსებული განბაჟების გადასახადი ონლაინ ვაჭრობით დაკავებულ პირებს კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აყენებს. ამასთან, აფბაში განმარტავენ, რომ პანდემიის პირობებში ადამიანები ...

Read More »

„არა მგონია, რომ რუსი ტურისტებისთვის კვერცხების სროლა გეოპოლიტიკურად გაგვაძლიერებს“ – „რუსეთი არის ჩვენი ეკონომიკის ძირითადი შემოსავალი”

„არა მგონია, რომ რუსი ტურისტებისთვის კვერცხების სროლა გეოპოლიტიკურად გაგვაძლიერებს – რუსეთი არის ჩვენი ეკონომიკის ძირითადი შემოსავალი” , – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ,  გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. აღნიშნულით ის, თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, რა დროსაც საქართველოს მოქალაქეებმა რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის და მისი თანმხლები პირების ჩამოსვლა გააპროტესტეს. „მე არ მგონია, რომ ქართველ და რუს ხალხებს შორის მტრული დამოკიდებულება არსებობს. ...

Read More »

პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, გასაყიდად 10 სახელმწიფო საწარმოა გამოტანილი

„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” პროგრამის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო საკუთრების მართვის სააგენტომ გასაყიდად 10 სახელმწიფო საწარმო გამოიტანა. მათ შორისაა: შპს “ზუგდიდის ფარმაცია” (ს/ნ 219984596) 100% წილი; შპს ,,თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკა” (ს/ნ 204379074) 100% წილი; შპს ,,დეზინფექციის, დეზინსექციის დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზირებული ეპიდზედამხედველობის ცენტრი” (ს/ნ: 211327410) 100% წილი; სს „ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატის“ (ს/კ 219983908) 27 246 აქცია, კომპანიის კაპიტალის 51 ...

Read More »

Social Impact Award 2021 იწყება

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველომ და „თიბისიმ“ ხელი მოაწერს მემორანდუმს, რომელიც ადგილობრივი სტარტაპების, საშუალო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობას, ახალგაზრდების გაძლიერებას, რეგიონებში ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და ბიზნესის განვითარებაში ქალთა ხელშეწყობას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში პირველი თანამშრომლობა უკვე შედგა- Impact Hub Tbilisi, „თიბისისა“ და UNDP საქართველოს მხარდაჭერით, საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამა Social Impact Award-ს იწყებს. როგორც TBC-ის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგის ლიდერმა, ნათია ვაჭარაძემ განაცხადა, ...

Read More »

BAG-ი: წიაღით სარგებლობის მარეგულირებელი ნორმები სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობას უნდა ემსახურებოდეს

საქართველოს ბიზნესასოციაციაში, გარემოს დაცვის კომიტეტის ფარგლებში, წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს, რომელშიც ასოციაციის წევრი უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე გამოიკვეთა ის სისუსტეები, რომლებიც დღეს წიაღის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის შემაფერხებელი გარემოებებია. აღინიშნა, რომ რეგულაციების სათანადო ცვლილების პირობებში ინდუსტრიას შუძლია ეკონომიკური აღდგენისთვის მნიშვნელოვანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და სხვა. გარემოს დაცვის კომიტეტის ფარგლებში, საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრმა კომპანიებმა ...

Read More »

კომუნიკაციების კომისიამ მარტის შემაჯამებელი ComCom დაიჯესტი გამოაქვეყნა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომ სფეროთი დაინტერესებულ საზოგადოებას გასული თვის ComCom დაიჯესტი წარუდგინა. კომისიის განცხადებით, მარტის ComCom დაიჯესტი სატელეკომუნიკაციო სექტორში მიმდინარე მნიშვნელოვან სიახლეებსა და კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მოიცავს. „ComCom დაიჯესტის პირველი მნიშვნელოვანი საკითხი კომუნიკაციების კომისიის ახალ შემადგენლობას ეხება. მარტში საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის ორი ახალი წევრი, ეკატერინე იმედაძე და ნათია კუკულაძე ექვსი წლის ვადით აირჩია. კომისიის ახალ წევრებს ტელეკომსფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ (ვრცლად იხილეთ ...

Read More »