Home » 2021 » April » 04

Daily Archives: April 4, 2021

ისრაელში ღამის კლუბები იხსნება – მასობრივი ვაქცინაციის შემდეგ ქვეყანა კრიზისიდან გამოსვლას იწყებს

ისრაელში მასობრივი ვაქცინაციის შემდეგ ღამის კლუბები და გასართობი ინდუსტრია იხსნება. ქვეყანა კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლას იწყებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, გაიხსნა ბარები, სასტუმროები, სავარჯიშო დაწესებულებები და გასართობი კლუბები. “კოვიდ-19-ის” საწინააღმდეგო “ფაიზერის” წარმოების ვაქცინა მოსახლეობის 52-მა პროცენტმა უკვე გაიკეთა, რაც მსოფლიო მასშტაბით ვაქცინირებული მოქალაქეების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართულობის უფლება ყველა იმ პირმა მიიღო, ვისაც ვაქცინა გაკეთებული აქვს ...

Read More »

„როგორც ეკონომიკაა ძალიან რთულ მდგომაროებაში, ისე ეროვნული ბანკია ამ წუთას შავ დღეში“

„როგორც ეკონომიკაა ძალიან რთულ მდგომაროებაში, ისე ეროვნული ბანკია ამ წუთას შავ დღეში“,- ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ რადიო “პალიტრისა” და “პალიტრანიუსის” გადაცემაში „საქმე“ ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება არის ლოგიკური შედეგი იმ ეკონომიკური პროცესების, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში ვითარდება. ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად უფასურდება. სებ-ის მიერ 2 აპრილს დადგენილი კურსით, დღეისთვის 1 ...

Read More »

თურნავა – ჩვენ წამოვიწყეთ პროცესი „უკეთესი ნამახვანისთვის“, რაც ნიშნავს, რომ ყველა კვლევა ღიაა დაინტერესებული პირისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პროცესი, რომელიც წამოწყებულია „ნამახვანი ჰესის“ უსაფრთხოებისადმი ნდობის გასაზრდელად და კვლევების გადასამოწმებლად, საჭიროებს მშვიდ და საქმიან გარემოს. „ჩვენ წამოვიწყეთ პროცესი „უკეთესი ნამახვანისთვის,“ რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა კვლევა, რომელიც ჩატარებულია კომპანიის მხრიდან და გადამოწმებულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ, არის ღია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის თუ ექსპერტისთვის და ამ თვეების განმავლობაში, ვიდრე კაშხლის მშენებლობა შეჩერებულია, მოხდება ...

Read More »

გვჭირდება თუ არა საშვი კომენდანტის საათის დროს აივანზე გასასვლელად – მთავრობის განმარტება

სოციალური ქსელში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, აივანზე გასასვლელად საშვია საჭირო. გავრცებულ ჩანაწერს საქართველოს მთავრობის სტრატკომი გამოეხმაურა. „სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის თანახმად, თითქოსდა მოსახლეობას აივანზე გასასვლელად, გადაადგილების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, სპეციალური გადაადგილების ნებართვა ესაჭიროება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის კლასიკური „ფეიქ ნიუსი“, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, იმ შემზღუდავი ღონისძიებისა, რომელიც ...

Read More »

მინიმალური ანაზღაურება 20 დოლარი საათში – ზელანდიის პრემიერმა პირობა შეასრულა

ახალ ზელანდიაში ძალაში შევიდა ცვლილებები, რომელიც მინიმალური ანაზღაურების გაზრდას და გადასახადების ახალ სისტემას გულისხმობს. ქვეყნის პრემიერმა ჯასინდა არდენმა პირობა დადო, რომ მინიმალური ანაზღაურება საათში 20 დოლარის ოდენობის იქნებოდა, მდიდარი მოქალაქეებისთვის კი გადასახადები გაიზრდებოდა. ხელფასების მატების შედეგად 175 500 ახალ ზელანდიელს ანაზღაურება კვირაში 44 დოლარით გაეზრდებათ. ამასთან, ცვლილებების მიხედვით, მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი 180 000 დოლარზე მეტია, ამიერიდან 39%-ით დაიბეგრებიან. rusatvi2.ge როგორ ეხმარებიან მთავრობები მოსახლეობას COVID-19 პანდემიის ...

Read More »

პრემიერი – საქართველოს ნატოში დაწინაურების დრო დადგა – ნატოსაც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი

საქართველოს ნატოში დაწინაურების დრო დადგა – ღრმად გვწამს, რომ ნატოსაც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, საქართველო მზად არის სრულად გაიზიაროს კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა. “1949 წლის 4 აპრილს, ვაშინგტონის ხელშეკრულების ხელმოწერით დაარსდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია – ნატო. ნატოს ფუძემდებლური პრინციპი ამბობს, რომ საზოგადოების კეთილდღეობა წარმოუდგენელია თავისუფლებისა ...

Read More »

„უკვე დღესავით ნათელია, რომ ამ პროტესტს აღარაფერი აქვს საერთო არც გარემოზე ზემოქმედებასთან, არც ფლორასთან და არც ფაუნასთან“

“უკვე დღესავით ნათელია, რომ ამ პროტესტს აღარაფერი აქვს საერთო არც გარემოზე ზემოქმედებასთან, არც ფლორასთან და არც ფაუნასთან”, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი “ნამახვანჰესის” მშენებლობასთან ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. გვიდიანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ძალიან სამწუხაროა, რაც დღეს რიონის ხეობაში ხდება. სამწუხაროა, რომ ისევ გრძელდება პროტესტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტის, “ნამახვანჰესის” წინააღმდეგ. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე ხდება, როცა ჩვენ ვნახეთ, ...

Read More »

Novavax, Moderna, AstraZeneca – ფარმაცევტული კომპანიები, რომლებმაც COVID-19 ვაქცინით მილიარდები გამოიმუშავეს

COVID-19 ეფექტური ვაქცინების წარმოება და გავრცელება პანდემიის დასრულების ერთადერთი გამოსავალია. ახლა ვაქცინის რაც შეიძლება მეტი დოზის მისაღებად, ქვეყებს შორის ნამდვილი ომია გაჩაღებული. დიდი მოთხოვნის გამო, ვაქცინის წარმოება სარგებლის მოტანასთან ერთად, სარფიან ბიზნესად იქცა. მსოფლიო ვაქცინების ბაზარი 2021 წელს სავარაუდოდ 35 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ხოლო 2022 წლისთვის 42 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. სად მიდის ეს ფული? რა თქმა უნდა დიდი ნაწილი COVID-19 ...

Read More »

რიონის ხეობის ახალგაზრდული მოძრაობა ვიდეოს ავრცელებს

რიონის ხეობის ახალგაზრდული მოძრაობა ვიდეოს ავრცელებს “ის, რასაც ვერ ხედავთ რიონის გუშაგების ლაივებში. “რიონის გუშაგების” რეალური სახე 😡😡 ადამიანები, რომლებიც ჯვრით “იცავენ” მიწას რეალურად, თანამოქალაქეებს ემუქრებიან, აშინებენ და უფლებას არ აძლევენ, რომ ხეობის განვითარების მიზნით, პროექტს მხარი დაუჭირონ.  

Read More »

„ენკა რინიუებლზი“ – მივმართავთ სახალხო დამცველს, შეისწავლოს პროექტის მოწინააღმდეგეთა მხრიდან ჩვენი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების შეურაცხყოფის ფაქტები

რამდენიმე თვეა, რაც მოქალაქეთა ერთი ნაწილი, რომლებიც თავს „რიონის ხეობის მცველებს“ უწოდებს, კომპანია „ენკა რინიუებლზის“ თანამშრომლებს თავიანთი უფლებამოვალეობის სრულფასოვნად შესრულების შესაძლებლობას არ აძლევს. ე.წ. „მცველები“ მათზე ახორციელებენ უწვავეს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რის გამოც კომპანიის რამდენიმე ათეული თანამშრომელი, რომლებიც ხეობის სოფლებში ცხოვრობენ, იძულებული არიან უარი თქვან სამსახურზე და ოჯახები გარანტირებული შემოსვლის გარეშე დატოვონ. გამონაკლისი არც 2021 წლის 3 აპრილი იყო, როდესაც წყალტუბოს ...

Read More »