Home » 2021 » April » 01

Daily Archives: April 1, 2021

ევროპარლამენტმა შესაძლოა საქართველოს 60 მილიონი ევროს დახმარება შეუჩეროს

ევროპარლამენტმა, შესაძლოა, საქართველოს 60 მილიონი ევროს დახმარება შეუჩეროს. ინფორმაციას რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი ავრცელებს. იოზვაკი წერს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა წამყვან ევროპარლამენტარებს საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისივე თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებები მოგვიანებით იქნება. “ევროკავშირის მიერ გამოყოფილი მაკროსაფინასო დახმარების მოცულობა, რომელიც საქართველომ ოქტომებრში უნდა მიიღოს, 60 მილიონ ევროს შეადგენს”, – წერს იოზვაკი.     ამასთან, რადიო თავისუფლება წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლიტიკურ კონსენსუსზე უარის თქმის გამო, ევროკავშირი-საქართველოს შემდგომ ურთიერთობებზე გავლენა ...

Read More »

შენდეროვიჩი პოზნერზე: ქვეყანაში, რომლის სუვერენიტეტს პატივს არ სცემ, ჩასვლა, ბუნებრივია, სახიფათოა

„რა თქმა უნდა, სახიფათოა ისეთ ქვეყანაში ჩასვლა, რომლის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს არ უჭერ,“ –  ამის შესახებ რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ეთერში რუსმა ჟურნალისტმა და მწერალმა ვიქტორ შენდეროვიჩმა საქართველში ვლადიმირ პოზნერის ვიზიტის გარშემო მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განაცხადა. წამყვანმა შენდეროვიჩს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება სთხოვა. პესკოვმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის ჩასვლა სახიფათოა. „საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა. ...

Read More »

გიორგი კვირიკაშვილი – ზღვარგადასული რეაქცია, რაც ვიხილეთ, გარდაუვალად დააზიანებს ვალუტის შემოდინების ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან შემოსული ტურისტებისგან

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და გადაწყვეტილების სუვერენულად მიღების უფლება ხელშეუხებელი ფასეულობაა და ნებისმიერი ადამიანის შეხედულება, რომელიც პროპაგანდირებს საპირისპიროს, მიუღებელია. ამასთან, კვირიკაშვილი ზღვარგადასულ რეაქციას უწოდებს წუხელ განვითარებულ მოვლენებს. ყოფილი პერემიერი ასევე განმარტავს, რომ ქვეყანაში შემოსული ვიზიტორებიდან ტურისტის პროპორციული შემადგენელი ყველაზე მაღალი რუსეთიდანაა, შესაბამისად, წუხანდელი საღამო ...

Read More »

„სოკარი“ საქართველოს მოქალაქეებს თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს

კომპანია „სოკარი“ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს. „სოკარი“ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კომპანიის სახელით ვრცელდება სარეკლამო რგოლები, რაც თაღლითური სქემის ნაწილია. „კომპანია „სოკარის“ სახელით ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს „სოკარი“ მოქალაქეებს მოუწოდებს, განახორციელონ ინვესტიცია და სანაცვლოდ, თვეში კონკრეტული ოდენობის თანხას მიიღებენ. აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე სოციალურ ქსელში დასპონსორებული პოსტის სახითაც ჩნდება. გვსურს, „სოკარის“ სახელით, ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ ...

Read More »

კარასინი პოზნერთან დაკავშირებულ ინციდენტზე: ქართველი რადიკალების ქმედებები შესაძლოა, მიზანმიმართული ანტირუსული პროვოკაცია იყოს

ქართველი რადიკალების ქმედებები ტელეწამყვან ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით შესაძლოა, მიზანმიმართული ანტირუსული პროვოკაცია იყოს, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების ხელის შეშლისკენაა მიმართული, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა განაცხადა. „ამ სამარცხვინო სიტუაციამ გამოააშკარავა სასტიკი დაპირისპირება სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ქართველ რადიკალებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, – აღნიშნა კარასინმა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მომხდარი შეაფასა და ...

Read More »

გიორგი ქობულია: ჯგუფების მიმართ, ვინც ეწევა გუშინდელი ტიპის პროვოკაციას, ვითხოვ მკაცრ ხელს

“სამოქალაქო ჯგუფების მიმართ, ვინც ეწევა გუშინდელი ტიპის პროვოკაციებს, ვითხოვ მკაცრ ხელს”, – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში განაცხადა. “გავიაზროთ ყველამ, რას მივაღწიეთ ჩვენ იმ სამარცხვინო საქციელით, რომელიც მოხდა გუშინ ამ ხალხთან დაკავშირებით. მივიღეთ უზარმაზარი დარტყმა ჩვენი ტურიზმის რეპუტაციაზე. ჩვენთან იყო ჩამოსული ადამიანი, შეიძლება მოგვწონდეს ის ან არ მოგვწონდეს, მაგრამ ამის გამო ჩამოსულ ადამიანს ქვა არ ...

Read More »

კომენდანტის საათის გადაწევას რეკომენდაციას ვერ გავუწევთ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე NCDC კომენდანტის საათის გადაწევას რეკომენდაციას ვერ გაუწევს. მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებმა კომენდანტის საათი საღამოს 6 საათიდან დააწესეს. „კომენდანტის საათის გადაწევას ამ ეტაპზე ჩვენი ცენტრი რეკომენდაციას ვერ გაუწევს, იმიტომ, რომ როგორც მოგახსენეთ, ეპიდსიტუაცია არ არის სტაბილური და გაუარესების ტენდენცია აქვს. კომენდანტის საათი გახლავთ ერთ-ერთი და ზოგადად მობილობის შემცირება, არის ერთ-ერთი მთავარი ...

Read More »

პოზნერის საქართველოში ჩამოსვლაზე ინფორმაცია მისი მასპინძლების წრიდან მქონდა – ხოშტარია

მოძრაობა “დროას” დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ “ქართული ოცნების” თავმდჯომარეს, ირაკლი კობახიძეს უპასუხა. მისი თქმით, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია მისი მასპინძლების წრიდნა ჰქონდა. “კობახიძეზე ბევრი დროის დახარჯვას არ ვაპირებ, აქ მთავარია სახლმწიფო როგორ იქცევა მთლიანად და ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ ინფორმაცია მქონდა იმ ფართო წრიდან, რომელიც მასპინძლობდა, თუმცა ჩემი მიზანი არ ყოფილა კონკრეტულად ვინც მასპინძლობდა, იმ ქართველების გაშავება. არც კი მითქვამს იმ ...

Read More »

„შაბათს შემოდის ჩინური „სინოფარმის“ 100 000 დოზა ვაქცინა, „სინოვაკის“ ამდენივე დოზა ჩინეთმა საქართველოს აჩუქა“

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, შაბათს საქართველოში შემოვა 100 ათასი დოზა ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“, რომელიც ქვეყანამ შეიძინა და კიდევ 100 ათასი დოზა ჩინური „სინოვაკი“, რომელიც ჩინეთმა საქართველოს აჩუქა. ამასთანავე, გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანამ თითო ჩინურ ვაქცინაში დაახლოებით, 18-20 დოლარი გადაიხადა, მაშინ როდესაც „ასტრაზენეკა“ 4-5 დოლარი, „ფაიზერი“ კი დაახლოებით 11-12 დოლარი დაუჯდა ქვეყანას. „რაც შეეხება ჩინურ ვაქცინას, ის ...

Read More »

გერმანიაში 475 ვაკანსიაზე დასაქმება საქართველოს 97 663 მოქალაქეს სურს

გერმანიაში დასაქმების სურვილი 97 663 მოქალაქემ გამოთქვა. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს  ინფორმაციით, გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე განცხადებების მიღება გრძელდება. მათივე ცნობით, 1-ელი აპრილის მდგომარეობით, გერმანული მხარისგან 475-მდე ვაკანსია ქალაქების – შტუტგარტის და ბრანდენბურგის დამსაქმებლებისგან არის მოწოდებული. როგორც სააგენტოში აცხადებენ, დაგეგმილია გერმანელ დამსაქმებელთა არეალის გაფართოებაც. უახლოეს დღეებში კანდიდატთა შერჩევის პროცესი სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში დაიწყება. ცნობისთვის, დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და ...

Read More »