Home » 2021 » April

Monthly Archives: April 2021

ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე შსს-მ 952 პირი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 239 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 121 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ ...

Read More »

საქართველოს რკინიგზა 3 მაისს ბათუმისა და სენაკის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 3 მაისს ბათუმისა და სენაკის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. “მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში: გაითვალისწინეთ, რომ ბილეთები უკვე გაყიდვაშია,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Read More »

ბოლო 2 წლის მანძილზე, მთავრობამ შრომითი უფლების დარღვევისთვის, ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი აანაზღაურა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს სასამართლოში, შრომით-სამართლებრივ დავებში, საქართველოს მთავრობის სამინისტროების  მონაწილეობის საკითხს შეეხება, შესწავლის შედეგები ბოლო ორი წლის მდგომარეობს – 2018-2020 წლებს შეეხება. „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ მარიამ ბარსონაძის განცხადებით, შესწავლის პროცესში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავრობის 11 სამინისტრომ. ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდა შემდეგ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და ანალიზი: 2018-2020 წლებში, საერთო სასამართლოებში, მოსარჩელის, მოპასუხის ან/და მესამე პირის სტატუსით, ...

Read More »

მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო საფრანგეთისგან, გრანტის სახით, 300 ათას ევროს მიიღებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს საფრანგეთის მთავრობა, გრანტის სახით, 300 ათას ევროს გადასცემს. „ჩვენ გამოვყოფთ 300 000 ევროს ოდენობის საგრანტო დაფინანსებას მიწის მდგრადი მართვის სააგენტოს მხარდაჭერისათვის. აღნიშნული საგრანტო პროგრამა ხორციელდება საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მიწის მართვა არის საკუთრების უფლებების წარმატებით დაცვის გარანტს და კერძო ინვესტიციებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის. საფრანგეთი ...

Read More »

დღეიდან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline იწყებს

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. „დღეიდან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარულ ოპერირებას ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline-ი იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, უკრაინული ავიაგადამზიდველი 30 აპრილიდან 13 ივნისამდე, კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს, 13 ივნისიდან 5 ოქტომბრამდე ავიარეისების განხორციელება კვირაში ერთი სიხშირით გაგრძელდება, ხოლო 5 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე ...

Read More »

ეროვნული ბანკი ციფრული ვალუტის გამოშვებას გეგმავს

ეროვნული ბანკი ციფრული ლარის პროექტზე თანამშრომლობისათვის ფინტექ კომპანიებს იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. „საქართველოს ეროვნული ბანკის მანდატი ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარების და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა გამოკვეთა, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და გაზარდოს ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა. საქართველოს ეროვნული ბანკი, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისათვის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობისა ...

Read More »

აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელად ერეკლე ღვინიანიძე დაინიშნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ხელმძღვანელი წარადგინა. უწყების თავმჯდომარის თანამდებობა ერეკლე ღვინიანიძემ დაიკავა. უწყების ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, ერეკლე ღვინიანიძე სააღსრულებო სისტემაში გამოცდილი და პროფესიონალი კადრია, რომელიც აღსრულებას უფრო ეფექტურს და სოციალურ მიდგომაზე მეტად ადაპტირებულს გახდის. მინისტრის თქმით, ახალ თავმჯდომარეს აქვს შესაბამისი განათლება და ყველა საჭირო უნარი, რომ სწორად წარმართოს სააღსრულებო სისტემაში დაგეგმილი ახალი რეფორმა. შეხვედრაზე ხაზი ...

Read More »

აუდიტის სამსახური – “მთის კურორტების განვითარების კომპანიამ” მიმწოდებელთან ბაზრის კვლევის გარეშე 122,581 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, “მთის კურორტების განვითარების კომპანიამ” მიმწოდებელთან ბაზრის კვლევის გარეშე 122,581 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, სადაც არ იყო განსაზღვრული რამდენიმე მნიშვნელოვანი მომსახურების დეტალური სპეციფიკაცია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, კომპანია მომსახურების მიღება-ჩაბარების ეტაპზე მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა მიღებული მომსახურების სისრულესა და ხარისხზე. “აღნიშნული გარემოებების გამო, ...

Read More »

მთავრობა „რიყის დოქებს“ 33%-იანი ფასდაკლებით ყიდის

რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მთავრობა „რიყის დოქებს“ წინა აუქციონთან შედარებით 33%-იანი ფასდაკლებით ყიდის. აუქციონი, რომელიც 29 აპრილს დაიწყო, 17 მაისს დასრულდება. „რიყის დოქების“ საწყისი ფასი ამჯერად 47,5 მლნ ლარია, ბიჯი კი 20 000 ლარი. აღსანიშნავია, რომ წინა აუქციონზე ობიექტი 71,250 მლნ ლარად იყიდებოდა, თუმცა უშედეგოდ. 14 591.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა (რიყის დოქები) ამჯერადაც ...

Read More »

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო მომწოდებლის პრობლემის გამო, გუშინ, საბანკო სერვისებით მომსახურებისას ხარვეზები დაფიქსირდა

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, საერთაშორისო მომწოდებლის პრობლემის გამო, გუშინ, საბანკო სერვისებით მომსახურებისას ხარვეზები დაფიქსირდა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ალექსანდრე ძნელაძე განმარტავს, ამ ეტაპზე ბანკებში ყველა სერვისებით მუშაობა აღდგენილია. „აღდგენილია ყველა სერვისის მიწოდება ბანკომატებში და პოსტ ტერმინალებში. გუშინ იყო შეფერხება, საღამოს 7 საათისთვის დაიწყო და საერთაშორისო მომწოდებლისგან იყო პრობლემა. ვარკვევთ, რა პრობლემა არის. სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის არ მაქვს ინფორმაცია. 21:30 საათისთვის აღდგენილი ...

Read More »