Home » 2021 » March » 06

Daily Archives: March 6, 2021

შვეიცარიელმა მეცნიერებმა თვალის ბადურის იმპლანტი შექმნეს, რომელიც უსინათლოებს საგნების დანახვის საშუალებას მისცემს

ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის მეცნიერებმა თვალის იმპლანტი შექმნეს, რომელიც უსინათლო ადამიანებს საგნების სილუეტის დანახვის საშუალებას მიცემს. ამის შესახებ გამოცემა EurekAlert-ი წერს. მეცნიერები ამ პროექტზე 2015 წლიდან მუშაობდნენ. თვალის ბადურის იმპლანტი 10,5 ათასი ელექტროდისგან შედგება და ადამიანს გამოსახულებას ჭკვიანი სათვალის მეშვეობით გადასცემს. სათვალეში არსებული კამერა საგნის მოხაზულობას აფიქსირებს და მონაცემებს სათვალეშივე მოთავსებულ მიკროკომპიუტერს გადასცემს. სისტემა ინფორმაციას სინათლის სიგნალებად გარდაქმნის, რომლებიც იმპლატნში არსებულ ელექტროდებზე გადაიცემა. ისინი კი თავის მხრივ ბადურაზე აგზავნიან სიგნალს და ადამიანი გამოსახულების შავ-თეთრ, გამარტივებულ ვერსიას ხედავს, რომელიც ...

Read More »

დალაი ლამა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

85 წლის დალაი ლამამ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ პრესსამსახური იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ტიბეტელ ბუდისტთა სულიერმა ლიდერმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ინდოეთის ქალაქ დჰარამსალას ჰოსპიტალში გაიკეთა. ამჟამად ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

Read More »

ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ვირტუალურ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს სუბირ ლალს , რომელიც „დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის“ დასრულებამდე ფონდის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას სსფ-ის მისიის ყოფილი ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი, რომელმაც უკვე დაასრულა საქმიანობა, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, ასევე, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი დაესწრნენ. ...

Read More »

ზურაბ ნოღაიდელი: საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზრდება და ეს უნდა დაბალანსდეს საკუთარი გენერაციით

ბოლო პერიოდში, ქართულ მედიაში, არაერთხელ გახმაურდა ინფორმაცია, რომელიც ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფებს და ზოგადად იმპორტის სტრუქტურას არასწორად და მცდარი მიდგომებით გადმოსცემდა. რა ღირს იმპორტირებული დენი სინამდვილეში და რამდენად ვყიდულობთ სხვადასხვა ქვეყნიდან და რა პერიოდებში, რის საფუძველზე დებს სახელმწიფო შესასყიდი ელექტროენერგიის კონტრაქტებს და რა განსაზღვრავს კონკურენციას ამ სფეროში, ამ კითხვებზე კომპანია „ელ გრინის“, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტიორის, სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენელმა ზურაბ ნოღაიდელმა “აიპრესთან” ...

Read More »

მერაბ გაფრინდაშვილი ნამახვანჰესზე: თუ ცუდად ავაშენებთ, საფრთხე მუხრანის ველზეც იქნება და ფარცხანაყანებშიც

გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელის, მერაბ გაფრინდაშვილის სიტყვებით, ნამახვანჰესი არ არის საფრთხის მომტანი რიონის ხეობისათვის. ცაგერში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებთან ერთად, დარგის სპეციალისტებიც ესწრებიან, გაფრინდაშვილმა თქვა, რომ ცაგერის მუნციპალიტეტში, იქ, სადაც 433 მეგავატი სიმძლავრის ნამახვანჰესი უნდა აშენდეს, ბოლო ათი წლის განმავლობაში 988 სახლი და საკარმიდამო ნაკვეთია გეოლოგიური სამსახურის მიერ შეფასებული. „თუ იქ გვენდობით, მაშინ, ...

Read More »

კანადამ კორონავირუსის წინააღმდეგ Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა

კანადის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ კორონავირუსის წინააღმდეგ Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა. ”იმ ხალხის გასაგონად, ვინც ახლა სახლიდან გვიყურებს და ვინც მოუთმენლად ელოდება ვაქცინის გაკეთებას – თქვენი ჯერი მოდის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ ბრიფინგზე. მისივე თქმით, ქვეყანა Pfizer-თან მიწოდების დაჩქარებაზე შეთანხმდა და მაისის ბოლომდე 3.5 მილიონ დოზას მიიღებს. მანამდე მარეგულირებელმა ორგანომ ქვეყანაში Pfizer-BioNTech-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინები დაამტკიცა. ...

Read More »

ნათია თურნავა – შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას PCR ტესტით შეძლებენ

შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას PCR ტესტით შეძლებენ“, -ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც ნათია თურნავა აღნიშნავს, შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად მიმდინარეობს. „ჩვენ ეტაპობრივად ვამსუბუქებთ შეზღუდვებს – ეს ეხება როგორც საერთაშორისო ფრენებს, სადაც შეზღუდვები უკვე მოხსნილია, ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუ რა რეჟიმით შემოდიან ამა თუ იმ ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები საქართველოში. ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრისა და საკოორდინაციო საბჭოს მიერ, რომ ...

Read More »

ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობა 80 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი ეღირება

ახალი, ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობის, ტარიფის ცვლილებას, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებულ ქსელში 1-ელი აპრილიდან ჩაერთვება და 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი იქნება, საკრებულომ მხარი დაუჭირა. აღნიშნულს “საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის 2021-2023 წლების სამუშაო პროგრამა” ითვალისწინებს. ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ოთარ გრიგოლიას განცხადებით, გადახდის ინტეგრირებული სქემა კომპანია „სისტრამ” მოამზადა და გულისხმობს, რომ ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათ-ნახევრის განმავლობაში შეეძლება ...

Read More »

„პსპ“ მომხმარებლებს აფრთხილებს

„პსპ“ მომხმარებლებს აფრთხილებს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს. კერძოდ, როგორც კომპანიის მიერ მომხმარებლებისთვის გაგზავნილ სმს-შეტყობინებაშია აღნიშნული, კომპანიის სახელით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. „სმს-ით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია პსპ-ში ქეშბექ აქციის შესახებ. არ გახსნათ სმს-ით მოსული საიტის მისამართი და არ შეავსოთ საბანკო ინფორმაცია,“-აღნიშნულია შეტყობინებაში, რომელიც პსპ-მ მომხმარებლებს გაუგზავნა.

Read More »