Home » 2021 » March » 04

Daily Archives: March 4, 2021

იაპონურ ბაზარზე ქართული კივის ექსპორტი განხორციელდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამით და იაპონიაში საქართველოს საელჩოს დახმარებით შპს „არომაპროდაქტსმა“ ქართული კივის ექსპორტი იაპონურ ბაზარზე განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველო“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ იგეგმება იაპონური დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რათა გაზარდონ ქართული პროდუქციის ექსპორტი იაპონიაში. სააგენტოს ცნობით, იაპონური მხარე ასევე აპირებს აქტიური კამპანიის წარმოებას, საქართველოს, როგორც საინტერესო ბიზნეს მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით. მოცემული კამპანიის ხელშეწყობის პროცესში ...

Read More »

„თიბისიმ“ ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

„თიბისიმ“ ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, 3 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. როგორც „თიბისის“ ინფორმაციით, გერმანიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა – Commerzbank-მა, „თიბისი“ ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, გამორჩეული, მაღალკვალიფიციური თანამშრომლობისა და წარმატებული პარტნიორობისთვის დააჯილდოვა. მათი ინფორმაციით, საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა – Euromoney-მ კი, აღნიშნულ სფეროში საქართველოში ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მქონე ბანკად დაასახელა. როგორც ბანკში აღნიშნავენ, „თიბისიმ“ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაცქიების მოცულობა, საერთაშორისო ...

Read More »

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები – მითები და რეალური მდგომარეობა

გასაკვირი არ არის, რომ დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების თაობაზე ნებისმიერი ინფორმაცია საზოგადოების უდიდეს ინტერესს იწვევს. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ინფორმაციულ ნაკადში ბევრი ისეთი ტექსტიც გვხვდება, რომელიც რეალობას სცდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი საერთოდაც გაყალბებულ ინფორმაციას შეიცავს. არასწორად წარმოდგენილ ან ინტერპრეტირებულ ინფორმაციას ძალიან დიდი ზიანის მოტანა შეუძლია, მათ შორის ვაქცინაციის დისკრედიტაცია და შედეგად მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ კორონავირუსის აცრაზე უარის თქმა, რამაც პანდემიასთან ...

Read More »

ჯანმო-ს წარმომადგენელი – „კოვაქსი“ და ჯანმო 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ, რომ საქართველოს ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად ჰქონდეს

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და მთავრობამ ყველა ვალდებულება შეასრულეს, თუმცა, „კოვაქსი“ ახლა იწყებს და იკრებს სიჩქარეს და ეს რთული პროცესია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მან უპასუხა შეკითხვას, როდის ექნება საქართველოს ვაქცინა და რა არის ქართველი ხალხისადმი მისი გზავნილი. „განსხვავებული გზავნილები ვიხილე პრესაში. საქართველომ, როგორც ქვეყანამ და როგორც მთავრობამ ყველა ვალდებულება შეასრულა. პირველი ...

Read More »

აფბა – ესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით რეალურ სურათს არ ასახავს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში“ – აფბა მიაჩნიათ, რომ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორის (ესკო) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით, ვერ ასახავს რეალურ სურათს და იგი ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამის თაობაზე აფბას მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. ახალგაზრდა ფინანსისტებს მაგალითად მოჰყავთ თებერვლის თვე, როდესაც ესკოს მონაცემებით, საქართველოში რუსეთიდან 258.85 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ...

Read More »

გიორგი ფხაკაძე: ჩამოვალ საქართველოში და ვიმუშავებ 1 ლარად

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოში ჩამოსასვლელად და სიმბოლურ 1 ლარად სამუშაოდ მზადყოფნას გამოთქვამს. “არ მინდა ხელფასი, მერე ის, რომ არ თქვან, რომ ფხაკაძე ხელფასის გამო ჩამოვიდა. შავი პურის ფული მაქვს, არ მინდა ბიუჯეტის ფული, თუ ეს პოლიტიკური პარტები ხედავენ, რომ საქმე ვერ მიდის წინ, ხომ იცით რომ პრობლემა არის ჯანდაცვა, პრობლემა არის ვაქცინაცია. ყველანი შეიკრიბეთ, ...

Read More »

თურნავა: „ნამახვანიჰესი“ არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტი

„საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ დავალება, რომ გავაძლიეროთ კომუნიკაცია ზოგადად ჰესებთან და კერძოდ, „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით და მზად ვართ, კვირაში რამდენჯერმე შევხვდეთ მოსახლეობას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს უფრო მეტად უნდა ისაუბრონ საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, რამდენად დიდია აქ მსხვილი ჰესების როლი და სარგებლობა. მივიღეთ ...

Read More »

ოლიგარქმა იგორ კოლომოისკიმ საქართველოში 3 533 ბიტკოინი გამოიმუშავა

უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი საქართველოში კრიპტოვალუტების მომპოვებელ კომპანიას ფლობდა. ამის შესახებ მისმა წარმომადგენელმა ლონდონში მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ბიზნესმენის წინააღმდეგ „პრივატბანკის“ მიერ შეტანილი საჩივარი განიხილება. სადავო საკითხებს შორის საქართველოში ბიტკოინების მოპოვების ფერმაც იყო – კოლომოისკის ყოფილი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ მან ქართული აქტივის რეალური ღირებულება დამალა. შესაბამისად, „პრივატბანკი“ ბიზნესმენის დაკითხვას მოითხოვდა. მინდოდა 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინის მოპოვება, — ამცნო მან სასამართლოს. ...

Read More »

ლანა გალდავა პრემიერს – წელს ანაკლიის პორტში პირველი გემი უნდა შემოსულიყო

წელს ანაკლიის პორტში პირველი გემი უნდა შემოსულიყო, ბიუჯეტს მძლავრი არტერია უნდა ჰქონოდა ანაკლიის პორტიდან და ქალაქი ანაკლიიდან“,- ასე ეხმაურება „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლანა გალდავა სოციალურ ქსელში პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. როგორც ლანა გალდავა აღნიშნავს, დღეს, ანაკლიაში ახალგაზრდების მუდმივი მიგრაციის და ტექნოლოგიურ ჰაბად ქცევის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს. „წელს ანაკლიის პორტში პირველი გემი უნდა შემოსულიყო. დღეს ქალაქი ანაკლიის (Anaklia City) უწყვეტი მშენებლობის ...

Read More »

კოჟორიძე – ინვესტორების წინააღმდეგ ღია ომია გამოცხადებული და არ მაქვს მოლოდინი, რომ ანაკლიის პროექტი ამ მთავრობის პირობებში ამოისუნთქავს

იმ ვითარებაში, როდესაც ინვესტორების წინააღმდეგ ღია ომია გამოცხადებული, არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს პროექტი ამ მთავრობის პირობებში ამოისუნთქავს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, კახა კოჟორიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. როგორც კოჟორიძე აცხადებს, მას არ სჯერა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დღევანდელი ხელისუფლების პირობებში „სასიცოცხლო ძალას შეიძენს“. „რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ინვესტორებს შეუწყვიტეს ხელშეკრულება?! ერთ წელზე ...

Read More »