Home » 2021 » March » 03

Daily Archives: March 3, 2021

გიგა ბოკერია: გვინდა, ელექტროენერგია არ იყოს ძვირი, მაგრამ არ გვინდა დიდი ჰესები – ასე ვერ ხდება

“გვინდა, ელექტროენერგია არ იყოს ძვირი, მაგრამ არ გვინდა დიდი ჰესები – ასე არ ხდება”. – ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ნამახვანჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციებს ეხმაურება. “როცა ვლაპარაკობთ, რომ გვინდა, ეკონომიკა განვითარდეს, ამხელა სიღარიბეა და ეკონომიკური სტაგნაცია იყო კოვიდამდეც. გვინდა, რომ ელექტროენერგია არ იყოს ძალიან ძვირი, მაგრამ, ამავდროულად, არ გვინდა დიდი ჰესები, არ გვინდა ატომური სადგურები, არ გვინდა რუსეთზე დამოკიდებულება, მაგრამ გვინდა იაფი ...

Read More »

ლიეტუვის პრეზიდენტი: სამწუხაროდ, პავილიონისის ვიზიტით ჩვენი ქვეყნის როგორც მედიატორის იმიჯი საქართველოში დაზარალდა

„პავილიონისის ვიზიტმა ლიეტუვის როგორც მედიატორის იმიჯი დააზარალა. ყველა მედიატორმა უნდა მოიტანოს სარგებელი და არა ზიანი. სამწუხაროდ, პავილიონისის ვიზიტის გამო უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის როგორც მედიატორის იმიჯი საქართველოში დაზარალდა“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ქვეყნის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის – ჟიგიმანტის პავილიონისის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ისინი მზად არიან, ნებისმიერ დროს წავიდნენ საქართველოში. „ჩვენ ერთმანეთს ლიეტუვაში ხელი ...

Read More »

ონლაინ კაზინოში რეგისტრაცია რთულდება

სისტემური-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებზე დარეგისტრირება მკაცრად გაკონტროლდება. პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, ტოტალიზატორში 18 წლამდე ასაკის პირები არ დაიშვებიან, სამორინეებში კი, 21 წლამდე ასაკის. კანონიდან გამომდინარე, მთავრობამ გამოსცა ბრძანება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ. როგორც ფინანსთა სამინისტროს სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ლაშა პიტნავა „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, სისტემურ-ელექტრონული ...

Read More »

ბიზნესები თუ ერთმანეთში ვერ თანხმდება მარეგულირებელმა კომისიამ უნდა გვირტყას თავში? – „მაგთოკომი“ ვირტუალური ოპერატორების შემოსვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგება

„მაგთოკომი“ ვირტუალური ოპერატორების შემოსვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. კომპანიის დამფუძნებელმა საკითხზე და მისგან გამოწვეულ საფრთხეებზე პარლამენტში, დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა და ამ კონტესტში კომუნიკაციების კომისიის წევრობის ერთ-ერთ კანდიდატს და კომისიის კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს ირაკლი ბუთბაიას კითხვა დაუსვა. გია ჯოხთაბერიძე ეჭვობს, რომ ბუთბაია ვერ აანალიზებს მისი ჩართულობით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შინაარსს. „გეკითხებით, MVNO (ვირტუალური ოპერატორები) გესმით რა არის? კიბერუსაფრთხოებაზე ლაპარაკობთ, გესმით ...

Read More »

საარჩევნო ბარიერი რეგიონებში 3%-მდე, თბილისში კი 2.5%-მდე მცირდება

“საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საბოლოო ვარიანტით, საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეულ წევრთა წილი იზრდება. ამასთან, საარჩევნო ბარიერი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რეგიონების შემთხვევაში 4%-დან 3%-მდე მცირდება, ხოლო თბილისში 2.5%-იანი ბარიერი იმოქმედებს. პროექტის გათვალისწინებით, თვითმმართველ ქალაქებში ყოველ 1 მაჟორიტარ წევრზე 4 პროპორციული წესით არჩეული წევრი იქნება, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში – ყოველ 1 მაჟორიტარ წევრზე 2 პროპორციული წესით არჩეული წევრი. ამასთან, ცვლილებების თანახმად, თბილისის ...

Read More »

გერმანიაში დასაქმების სამთვიანი პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ

საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ლეგალურად დასაქმების პროგრამის ფარგლებში გერმანიაში გაემგზავრებიან და აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, აღნიშნულ სტატუსს არ დაკარგავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა არც სტატუსის შეჩერებისა და არც ოჯახის ქულების გადამოწმების საფუძველი არ არის. „შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება პირველი აპრილიდან შეეძლებათ. ...

Read More »

გიორგი ჩალაძე – კატეგორიულად ვაცხადებთ, ჩინურ ვაქცინას არ შემოვატანინებთ

კატეგორიულად ვაცხადებთ, ჩინურ ვაქცინას არ შემოვატანინებთ, დღეისთვის ჩინური ვაქცინა არ არის სანდო, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაციის დაწყების შეფერხებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ჩალაძე „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოებას გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ დაიწყო ქვეყანაში ვაქცინაცია. „ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა არის პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება საკუთარ ხალხთან. ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში უნდა ვისწავლოთ, მოვთხოვოთ პასუხი ...

Read More »

სამხრეთ კორეული Amazon-ის დამფუძნებელი, კიდევ ერთი მილიარდერი, რომელმაც ჰარვარდის ბიზნეს სკოლა მიატოვა

სამხერეთ კორეული კომპანია Coupang-ი, რომელსაც კორეულ Amazon-საც უწოდებენ, აშშ-ში ლისტინგისთვის ემზადება, რომლის განხორციელების შედეგადაც სამხრეთ კორეული ელექტრონული ვაჭრობის გიგანტის ღირებულება, სავარაუდოდ, 50 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. როგორც Forbes წერს, ლისტინგის შემდეგ კომპანია გახდება Alibaba-ს შემდეგ აშშ-ში ყველაზე დიდი უცხოური კომპანია, რომელიც დალისტულა. კომპანიის ზრდის საფუძვლად მიიჩნევა დაბალი ფასები და სწრაფი მიტანის სერვისი, რომელსაც იგი სთავაზობს მომხმარებლებს. კომპანია სასურსათო და სხვა ძირითადი ...

Read More »

2030 წლიდან Volvo მხოლოდ ელექტრომობილებს გაყიდის

კომპანია Volvo 2030 წლიდან მხოლოდ ელექტრომობილებს გაყიდის. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, 9 წელიწადში ფირმა ყველა თავის მოდელს, მათ შორის ჰიბრიდული მანქანების დიზაინის შეცვლას და ელექტრონულ ძრავაზე გადაყვანას გეგმავს. ამასთან, კომპანია ონლაინ გაყიდვებში მეტი ინვესტიციების განხორციელებას აპირებს. Volvo-ს ტექნოლოგიების მთავარმა ოფიცერმა, ჰენრიკ გრინმა განმარტა, რომ კომპანიას მიმართულების შეცვლა სჭირდება. „შიდა წვის ძრავის მქონე მანქანებს მომავალი არ აქვთ“, – განაცხადა მან.

Read More »

იაპონელი მილიარდერი ეძებს 8 ადამიანს, რომლებიც მასთან ერთად მთვარეზე გაფრინდებიან

იაპონელმა მილიარდერმა იუსაკუ მაეძავამ 8 ადამიანი მთვარეზე მოგზაურობაში დაპატიჟა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ის დედამიწის თანამგზავრზე ილონ მასკის რაკეტა SpaceX-ით 2023 წელს გაფრინდება და რვავე სტუმრის მგზავრობის ხარჯებს სრულად დაფარავს. „მინდა სხვადასხვა ისტორიის მქონე ადამიანები შემომიერთდნენ. ყველა ადგილი ვიყიდე, ამიტომ ეს კერძო მგზავრობა იქნება“, – დაწერა მილიარდერმა Twitter-ზე. დედამიწის თანამგზავრზე მოხვედრის მსურველებმა 2 კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილონ. პირველი: უნდა ახსნან როგორ დაეხმარებათ მთვარეზე მოგზაურობა საზოგადოებისთვის რაიმე ღირებულის გაკეთებაში და ...

Read More »