Home » 2021 » March » 02

Daily Archives: March 2, 2021

გიორგი ბარკალაია საქართველოს პირველი არხის გუნდს შეუერთდა

გიორგი ბარკალაია საზოგადოებრივ მაუწყებელს მარკეტინგის მიმართულებით, კონსულტანტის რანგში შეუერთდა. „საზოგადოებრივი მაუწყებელი ბევრ საჭირო და მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, ამიტომ, ვფიქრობ, საინტერესო იქნება ჩემი ჩართულობა. გუნდთან რამდენიმე სამუშაო შეხვედრა უკვე შედგა, უახლოეს მომავალში კი გვექნება გეგმა, რის მიღწევას ვაპირებთ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში“, – განაცხადა გიორგი ბარკალაიამ. გიორგი ბარკალაია სხვადასხვა დროს მსხვილ ქართულ კომპანიებში წამყვან პოზიციაზე მუშაობდა, არის რამდენიმე უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ასევე ...

Read More »

„ევროპელი სოციალისტები“ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ვადის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებას ითხოვენ

იქიდან გამომდინარე, რომ სინოპტიკოსთა პროგნოზით, 2021 წლის მარტის თვეც ასევე სუსხიანი იქნება, მივმართავთ თხოვნით მთავრობას, რათა გააგრძელოს სუბსიდირების ვადა კიდევ ერთი თვით 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით, – აღნიშნულია „ევროპელი სოციალისტების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პარტიაში განმარტავენ, რომ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გაზის წვის მაჩვენებელს იღებენ ყოველი თვის 11-13 მდე, ხოლო ელექტროენერგიის დანახარჯის მაჩვენებელს – 17-20 რიცხვამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ ...

Read More »

ვლადიმერ ზელენსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩავიტარე. ვაქცინა ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად, როგორც მათმა მთავარსარდალმა გავიკეთე. Oxford / AstraZeneca-ს იმავე ვაქცინით, რომელიც ინდოეთიდან შემოვიდა და რომელიც მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა მიიღო. ვაქცინა მოგვცემს საშუალებას კვლავ შეზღუდვების გარეშე ვიცხოვროთ,“- წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

Read More »

ვითიბი ბანკის Visa ბარათით გადახდისას, კვების ნებისმიერ ობიექტში, თანხის 5% უკან ბრუნდება

5% CASHBACK საკვებ ობიექტებში ვითიბი ბანკის  Visa ბარათით გადახდისას. ვითიბი ბანკის Visa ბარათით გადახდისას, კვების ნებისმიერ ობიექტში, თანხის 5% უკან ბრუნდება. ქეშბექის დარიცხვა მოხდება საქართველოში რეგისტრირებულ ყველა საკვებ ობიექტში, ნებისმიერი ბანკის პოსტერმინალით  გადახდისას. აქციის პირობების თანახმად,  გადახდილი თანხის მინიმალური ოდენობა არ არის განსაზღვრული, ხოლო  თითოეულ ტრანზაქციაზე დაბრუნებული თანხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 50 ლარს. აქცია მოქმედებს 2021 წლის 1 მარტიდან 31 მარტის ...

Read More »

კახა კახიშვილი სასამართლოს მიმართავს, „დირსის“ კომპლექსთან მდებარე ცემენტის ქარხნის საკითხი მოკლე დროში განიხილოს

დეპუტატი კახა კახიშვილი სასამართლოს მიმართავს, მოკლე დროში განიხილოს თბილისში, ისნის რაიონში, „დირსის“ კომპლექსთან მდებარე ცემენტის ქარხნის მუშაობის საკითხი. აღნიშნულთან დაკავშირებით კახა კახიშვილმა დღეს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. მან საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად მდებარე ქარხანაზე, რომელიც გარემოს აბინძურებს და მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის დროსაც ისაუბრა. „მთავრობის დამტკიცების დროს ვისაუბრე „დირსის“ კომპლექსთან, ორ მეტრში მდებარე ცემენტის ქარხანაზე, რომელიც წამლავს ...

Read More »

„თუ ნამახვანჰესს ვერ ავაშენებთ, 80 ჰესის პროექტიც საფრთხეშია, რომელიც 3.5 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა“

„ნამახვანჰესის უკან დგას დაახლოებით 80 ჰესის პროექტი. ანუ, ნამახვანჰესზე სწორი კომუნიკაცია თუ არ მოვახდინეთ და თუ სწორად არ მივიტანეთ მოსახლეობამდე, 80 სხვა პროექტი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რომელიც 3.5 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა. ამ ეკონომიკურ კრიზისში ეს იქნება არსებითი პრობლემა“, – განაცხადა პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა. უმრავლესობის წევრის თქმით, ქვეყანაში მძიმე კრიზისია მოსალოდნელი და ამიტომ, ინვესტიციების მოზიდვაა საჭირო. ...

Read More »

წელს ელექტრომობილების მწარმოებელთა აქციების 50%-იან ზრდას ელოდებიან

ელექტრომობილების მწარმოებელთა აქციები მიმდინარე წელს შესაძლოა 50%-ით გაიზარდოს. ამას Wedbush-ის ანალიტიკოსი დენიელ ივსი პროგნოზირებს, რომელსაც მიაჩნია, რომ ელექტრომობილების ბაზარზე ჯერ კიდევ დიდი სივრცეა დარჩენილი და Tesla-ს ეს ინდუსტრია სრულად არ უკავია. „ვფიქრობ, საკმაოდ დიდია ოკეანე ერთზე მეტი ნავისთვის. ეს მხოლოდ Tesla-ს მსოფლიო არ არის“, – განაცხადა ანალიტიკოსმა. მისივე თქმით, მოსალოდნელია, ელექტრომობილების ინდუსტრია მომდევნო ათი წლის განმავლობაში $5 ტრილიონამდე გაიზარდოს. 2020 ...

Read More »

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2021 წლის 2 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 65 530 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.900 პროცენტით, მაქსიმალური 8.000 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.987 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ...

Read More »

საქართველოს ბანკისა და ანაგი დეველოპმენტის ექსკლუზიური შეთავაზება

საქართველოს ბანკსა და ანაგი დეველოპმენტს SOLO-სა და WM–ის მომხმარებლებისთვის ექსკლუზიური შეთავაზება აქვთ, რომლის ფარგლებშიც მათ აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ ბინა ანაგი დეველოპმენტის პროექტებში „Park Home საბურთალო“ და „Park Home ვაკე“. ერთიანი გადახდის შემთხვევაში კი ექსკლუზიური, 12%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ. SOLO-სა და WM–ის მომხმარებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ შიდა 0%-იანი განვადებით, გადაიხადონ 20% პირველადი შენატანის სახით, 30% დაფარონ მშენებლობის დასრულებამდე და დარჩენილი 50% ...

Read More »

პარლამენტში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე შესაძლოა სპეციალური მოსმენა გაიმართოს

მიმდინარე კვირას, პარლამენტში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე შესაძლოა სპეციალური მოსმენა გაიმართოს, სადაც მინისტრებს მოუსმენენ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მთავრობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიაზე უარს არ იტყვის. “მიმდინარე კვირას დაგეგმილ “მინისტრის საათის“ ფორმატში შს მინისტრს უნდა მოვუსმინოთ. თუკი იქნება კონსულტაციები, შესაძლებელია, პარასკევს, პლენარული სხდომის ან კომიტეტის ფორმატში სხვა პროფილის მინისტრებს მოვუსმინოთ და მაღალი პრიორიტეტი სწორედ ამ საკითხს მივანიჭოთ“, ...

Read More »