Home » 2021 » March » 01

Daily Archives: March 1, 2021

COVAX პლატფორმაზე “ასტრაზენეკას” დოზებისთვის თანხა უკვე გადაირიცხა – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს COVAX პლატფორმაზე თანხა უკვე გადაირიცხა და მისივე თქმით, ეს სწორედ “ასტრაზენეკას” დოზებისთვის არის განკუთვნილი. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ის რაზეც თავიდან იყო შეთანხმება COVAX პლატფორმისგან  ვაქცინის დოზებზე, მარტის ბოლოსკენ მისი მოწოდება მაინც მოხდება. “დღეს “იუნისეფისა” და NCD-ის მხრიდან COVAX პლატფორმაზე თანხა გადაირიცხა. ჩვენ გამოვიყენეთ “იუნისეფის” პლატფორმა იმისათვის, რომ მოწოდება განხორციელდეს. ეს იყო COVAX-ის დამატებითი რეგულაცია, რომელიც მათ ჩადეს შუალედურ რგოლად მოლაპარაკებებში, რისი წინაპირობაც თავიდან არ ყოფილა. სწორედ ამის ...

Read More »

ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში პირველად იმყოფება ევროპის საინვესტიციო ბანკის  (EIB) პრეზიდენტი ვერნერ ჰოიერი  (Werner Hoyer). დღეს, სტუმარი მიიღო ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.  შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის ...

Read More »

ეკონომიკური კრიზისები – ბიზნესმენის რჩევები ბიზნესს

ბიზნესს საქართველოში არაერთი პრობლემა აქვს, რაც ეკონომიკური კრიზისის დროს კიდევ უფრო მწვავდება. ასე იყო 2008 წელსაც, როცა მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს რუსეთ-საქართველოს ომიც დაემთხვა. თუ 2008 წლამდე საქართველოს ეკონომიკა 8-9%-ით იზრდებოდა, კრიზისის შემდეგ დაღმასვლა განიცადა. ეკონომიკის ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი 2%-მდე ჩამოვიდა. როგორ გადაურჩნენ კრიზისს მაშინ ადგილობრივი კომპანიები და რა უნდა გაითვალისწინონ მომავალში იმისთვის, რომ მძიმე პერიოდი ნაკლები დანაკარგებით გაიარონ? საკუთარ ...

Read More »

“უ_ჰესოდ საქართველო კიდევ უფრო დამოკიდებული გახდება იმპორტირებულ, ძვირადღირებულ ელენერგიაზე”

საქართველოს ბიზნესასოციაციის იურიდიული დირექტორი ნიკა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს ეხმიანება. ის წერს, რომ ამ შემთხვევაშ მნიშნელოვანია ადამიანებს, რომლებიც აქციას მართავენ ჰესების მშენებლობის მნიშნელობა აუხსნან. “ყველა ადამიანს აქვს უფლება: 1. იცოდეს სიმართლე 2. გააკეთოს არჩევანი სიმართლის არცოდნა აპრიორი გამორაცხავს არჩევანის გაკეთების უფლებას “არა ჰესებს” კამპანია ამის ცოცხალი მაგალითია სიმართლე კი შემდეგია: ა) დიახ, ჰესებს აქვთ გავლენა კლიმატზე ბ) ...

Read More »

თორნიკე შარაშენიძე – რომ არა ეს ფობიები ხუდონჰესი აშენდებოდა და 90-იანებსაც შედარებით ადამიანურად გავივლიდით

ისევ ჰესებზე. კარგად მახსოვს როგორ დაიბლოკა ხუდონჰესის მშენებლობა. ყველაფერი მზად იყო – პროექტი, ფული (ცენტრალური ბიუჯეტიდან, ანუ მოსკოვიდან). მაგრამ ატეხეს ერთი ვაი-უშველებელი მწვანეებმა (ჟვანია) და ეროვნულმა მოძრაობამ. და, მოდი ვთქვათ სიმართლე. ვაი-უშველებელი იმდენად ეკოლოგიის გამო კი არ ატყდა, რამდენადაც იმის გამო რომ ხუდონჰესი “არაქართველ” სპეციალისტებს უნდა აეშენებინათ (ალბათ ძირითადად რუსებს) და მავანს ეშინოდა ისინი საქართველოში არ დასახლდნენო. რომ არა ეს ...

Read More »

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა კომუნიკაციების კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე მხარი ნათია კუკულაძისა და ეკატერინე იმედაძის კანდიდატურებს დაუჭირა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კომუნიკაციების კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე მხარი ნათია კუკულაძისა და ეკატერინე იმედაძის კანდიდატურებს დაუჭირა. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომუნიკაციების კომისიაში ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევ კანდიდატურებს მოუსმინეს. კომისიაში არსებულ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პრეზიდენტის მიერ ექვსი კანდიდატი იყო წარდგენილი. კერძოდ, პარლამენტისთვის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი იყო ეკატერინე იმედაძის, ივანე მახარაძისა ...

Read More »

საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გასაახლებლად

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას განაგრძობს. პანდემიით დაზარალებული კომპანიების ზარალის შესამსუბუქებლად და მათი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ბანკმა დამატებითი შესაძლებლობა შექმნა. იმისათვის რომ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე მდგომმა ბიზნესმა საქმიანობის კვლავ განახლება და კომპანიის გადარჩენა შეძლოს, საქართველოს ბანკი მათ ახალ სესხზე სამთვიან საშღავათო პერიოდს, მიმდინარე ფინანსური ვალდებულებაზე კი გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს. უფრო დეტალურად კი, ბანკის პარტნიორი ბიზნესებისთვის შეთავაზება ახალ ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე – ეკონომიკის შეკუმშვის ფონზე, აუცილებელია, მოხდეს საბანკო რისკების სწორი იდენტიფიკაცია და ადეკვატური ზედამხედველობის განხორციელება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს, ვიცე-პრეზიდენტებს არჩილ მესტვირიშვილსა და პაპუნა ლეჟავას შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს: პანდემიის პირობებში ქვეყნის მაკროეკონომიკური გამოწვევები, საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა, ეკონომიკური ზრდის, ლარის კურსისა და ინფლაციის პერსპექტივები, ასევე, საფინანსო სექტორის გადახდისუნარიანობისა და ლიკვიდობის საკითხები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ირაკლი კოვზანაძეს 2020 წლის საბანკო სექტორის წინასწარი მონაცემები გააცნო. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ...

Read More »

ეკონომიკის აღდგენის მოლოდინი პოზიტიურია – გიორგი ცუცქირიძე

ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში, პროფესორ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ეკონომიკის აღდგენის მოლოდინი პოზიტიურია. ამის შესახებ ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ცუცქირიძემ კოვიდშეზღუდვების მოხსნის გეგმა შეაფასა, რომელიც მთავრობამ წარადგინა. „ვიცით, ეკონომიკის გახსნის თვალსაზრისით როგორი სასტარტო პირობაა. უკვე გამოქვეყნებულია წლის დასაწყისის მონაცემი, ეს ეხება იანვრის მონაცემს, ეკონომიკის ორნიშნა ვარდნაა – 11,5 %. ეს მოსალოდნელი იყო. მართალია, ახალის წლის დღეებში ეკონომიკა გარკვეულწილად გაიხსნა, ...

Read More »

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 103 ქვეყანაში მიმდინარეობს, აცრილია 241 მილიონზე მეტი ადამიანი

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 103 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე 241 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6.7 მილიონამდე ადამიანს უტარდება, შედეგად კი პლანეტის მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას 4.6 წელი დასჭირდება. ყველაზე მეტი – 75 მილიონი ვაქცინა აშშ-ში გაკეთდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 22%-ს შეადგენს. მე-2 ადგილზე ჩინეთია 40.5 მილიონი ვაქცინირებულით. ყველაზე სწრაფი ...

Read More »