Home » 2021 » March

Monthly Archives: March 2021

ლარის გაუფასურების 4 მიზეზი

პროფესორი ლადო პაპავა  ლარის გაუფასურების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში მხედველობაში მისაღებია როგორც საგარეო ფაქტორები, ისე ქვეყნის შიგნით არსებული სირთულეები. „საგარეო ფაქტორებიდან გამოვყოფ  ერთ-ერთ პირველს – მთელ მსოფლიოში აშშ დოლარმა გამყარება დაიწყო. ეს გლობალური პრობლემაა. მეორე ფაქტორია ის ნახტომისებური გაუფასურება, რაც  თურქეთში არცთუ დიდი ხნის წინათ მოხდა. აღნიშნულ ქვეყანაში ძალიან რთული სიტუაციაა ამ მხრივ, მათი ლირა არასტაბილურია, ამას ...

Read More »

სირიას ევროკავშირი და აშშ 5 მილიარდი ევროთი დაეხმარებიან

ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ათობით სხვა ქვეყანა სირიასა და მის მეზობელ ქვეყნებს 5 მილიარდამდე ევროთი დაეხმარებიან ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად. ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელშიც 50-ზე  მეტი ქვეყანა და ფინანსური ორგანიზაცია მონაწილეობდა, სირიაში არსებული პოლიტიკური ვითარებაც განიხილეს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის განცხადებით, სირიელებმა თავიანთი მომავალი თვითონ უნდა აირჩიონ. იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად სირიის ხელისუფლება გარკვეულ ზომებს მიიღებს, ევროკავშირიც  მზად ...

Read More »

ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა

ფინანსთა მინისტრმა და ვიცეპრემიერმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოცილურ ქსელში დაწერა: “საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვაზე. ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მისი დამტკიცების შემდეგ, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება დამატებითი ფინანსური რესურსი. საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გლობალური პანდემიის დაწყებიდან მალევე, პარტნიორებისგან (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროკავშირი) მიიღო ...

Read More »

ნათია თურნავა: ვალდებულები ვართ, სწრაფად განვახორციელოთ ყველა აუცილებელი ზომა იმისთვის, რომ მაკრო-ეკონომიკირი სტაბილურობა შენარჩუნდეს

ეროვნული ვალუტა ის საკითხია, რომელიც ბიზნესსაც აწუხებს და ნებისმიერ ჩვენგანსაც. ეს არის საკითხი, რომელიც თითოეულის ჯიბეს ეხება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ისაუბრა. მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, ყველაფერი კეთდება სახმელეთო საზღვრების გახსნისა და ტურიზმის აღდგენისთვის. „აქ არის ორგვარი მიდგომა: ერთი ეს არის მოკლევადიანი ღონისძიებები, რაშიც ეროვნული ბანკია ჩართული და ასევე ფინანსთა სამინისტრო, რომელიც გამოიხატება ...

Read More »

კომპანია თანამშრომლებს პრემიის სახით 500 დოლარს მისცემს, თუ COVID ვაქცინას გაიკეთებენ

Bolthouse Farms-ში დასაქმებული ყველა თანამშრომელი, ვინც COVID ვაქცინას გაიკეთებს, კომპანიისგან 500-დოლარიან პრემიას მიიღებს. ინფორმაციას CNBC ავრცელებს, რომელიც წერს, რომ საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია – Bolthouse Farms ამ გზით საკუთარ თანამშრომლებს ახალისებს, რომ ვაქცინა გაიკეთონ. აღსანიშნავია, რომ Bolthouse–მა 1800 დასაქმებულიდან 1000-ზე მეტი ადამიანი უკვე აცრა. კომპანიაში ვაქცინაციის პირველი ეტაპი 26 თებერვალს, 65 წლის და უფროსი თანამშრომლებისთვის ჩატარდა. წყარო: Fortuna.ge

Read More »

„ესკოს მოქმედება ეკონომიკის სამინისტროს აზიანებს“ – გიორგი კაპანაძე

„ესკომ“ ერთგვარი აბსურდული ვითარება შექმნა, როცა გაასაიდუმლოა იმ სახის ინფორმაცია (საუბარია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების ჩაშლილი სახით გასაჯაროებაზე), რომლის გასაიდუმლოებაც მისთვის ამ ინფორმაციის მიმწოდებლებს არ მოუთხოვიათ. ამით თავი გაუგებარ და უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო და პასუხგაუცემელი კითხვები კიდევ უფრო გაამძაფრა“. – ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა დ აბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ რადიო კომერსანტის გადაცემაში „კომერსატ LIVE“ სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, აფბამ ესკოს ...

Read More »

ნათია თურნავა – „ნამახვანჰესის” პროექტზე მეტი ნდობა უნდა შეიქმნას – ინვესტორისგან დასტური გვაქვს, კაშხალს არ შეეხებიან, ვიდრე კვლევები არ გადამოწმდება

ინვესტორისგან გვაქვს დასტური, კაშხალს არ შეეხებიან იქამდე ვიდრე კვლევები არ გადამოწმდება, რისთვისაც აპრილის თვეს გამოვიყენებთ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხდა. მინისტრი ამ წუთებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან ერთად “ნამახვანჰესის” პროექტთან დაკავშირებით პროფილურ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრას მართავს. ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო მზადაა ჩართოს ორგანიზაციები და დაინტერესებული ექსპერტები კვლევის დახვეწაში. “დამკვიდრდა აზრი, რომ “ნამახვანჰესის” პროექტი საჭიროებს კვლევას, იმისთვის რომ ...

Read More »

სოსო ფხაკაძე – ძალიან დაგვამშვიდა პრემიერმა, ყველაფერი ადეკვატურად მიიღო

პრემიერი შეგვპირდა, რომ თანდათანობით თითოეულ საკითხს მიხედავს, გვექნება ერთობლივი შეხვედრები, – ამის შესახებ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ბიზნესის წარმომდგენლების ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, საქართველოს ბიზნესასოციაციის ფუნქცია არის, რომ ყველა გამოწვევა, რაც არის ბიზნესში, პროფესიულად, ობიექტურად და აკადემიურად მიიტანოს ხელისუფლებამდე. „ამას ვაკეთებდით და ამას გავაკეთებთ ყოველთვის. დღეს მაკროეკონომიკური ხასიათის საკითხებზე გვქონდა საუბარი, იყო დაახლოებით 10 პუნქტი. ...

Read More »

გრეტა ტუნბერგს ძეგლი დაუდგეს

შვედ ეკოაქტივისტს, გრეტა ტუნბერგს უინჩესტერის უნივერსიტეტის ეზოში ძეგლი დაუდგეს. ამის შესახებ BBC იტყობინება. მონუმენტის ღირებულება 24 ათას გირვანქა სტერლინგს აღემატება. უნივერსიტეტის ეზოში ტუნბერგის ძეგლის დადგმას სტუდენტების უკმაყოფილება მოჰყვა. მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ ეკოაქტივისტის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, თუმცა პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე უკეთესი იქნებოდა, მონუმენტში გადახდილი თანხა სხვა საჭიროებებს მოხმარებოდა. პასუხად, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ განმარტა, რომ ძეგლის შესაძენად საჭირო თანხა თავად მოიძია და ...

Read More »

თიბისი დაზღვევის სპეციალური შეთავაზება სამოგზაურო დაზღვევის შეძენისას

თიბისი დაზღვევას კიდევ ერთი სიახლე აქვს. სამოგზაურო დაზღვევის მფლობელებისათვის მოგზაურობა დღეიდან კიდევ უფრო კომფორტული გახდება: თიბისი დაზღვევის სამოგზაურო დაზღვევის შეძენისას შესაძლებლობა გაქვს კლინიკა RAYMANN-ში PCR ტესტირება სპეციალურ ფასად ჩაიტარო. ტესტის ღირებულება: · PCR ტესტირება ბინაზე გამოძებით – 99 ₾ · PCR ტესტირება კლინიკაში ვიზიტის შემთხვევაში – 80 ₾ გაითვალისწინე, ფასდაკლებით სარგებლობისთვის მხოლოდ პირადი ნომრის წარდგენაა საჭირო. PCR ტესტირებაზე ჩასაწერად მიმართეთ ...

Read More »