Home » 2021 » February » 28

Daily Archives: February 28, 2021

საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი ხვალიდან იხსნება

საქართველოში ხვალიდან, 1-ელი მარტიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო. კერძოდ, შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება ასეთია: რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ, შაბათ-კვირის გარდა, ბათუმში 1-ელი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1-ელი მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების ...

Read More »

ფილიპინებმა კოვიდვაქცინა მიიღო

ფილიპინებმა COVID-19 ვაქცინის დოზის პირველი პარტია მიიღო. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე Sinovac Biotech-ის საწყისი, 600 000 დოზის მიღებას დაესწრო. ტვირთი ადგილზე ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავმა ჩაიტანა. ფილიპინები წელს კიდევ კორონავირუსის ვაქცინინს 25 მილიონ დოზას მიიღებს. პირველ ეტაპზე ჯანდაცვის მუშაკების, პოლიციელებისა და სამხედრო პერსონალის აცრას გეგმავენ. ფილიპინები სხვა მწარმოებლებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს და Astrazeneca-ს ვაქცინის 525,600 დოზას, სავარაუდოდ ორშაბათს მიიღებს.  

Read More »

„ძნელი ასახსნელია, როდესაც ოდესღაც ქვეყნის პირველი პირი გადადგომის შემდეგ მსხვილი ჰესების მშენებლობაზე დიამეტრალურად საპირისპირო პოზიციას იკავებს“

აქსიომას წარმოადგენს, რომ რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით მით მეტ ელექტროენერგიას აწარმოებს და მოიხმარს, – ამის შესახებ ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ჰიდროენერგიის უზარმაზარი პოტენციალი აქვს საქართველოს და დანაშაული იქნებოდა მისი ინტენსიური და ეფექტიანი არგამოყენება. არჩვაძისთვის ძნელი ასახსნელია თუ რატომ შეიცვალა აზრი ამ საკითხზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა. „მაგრამ ძნელი ასახსნელია, როდესაც ოდესღაც ქვეყნის ...

Read More »

ცუცქირიძე სააკაშვილზე: მისი პრეზიდენტობის პირობებში ქვეყნის მთელი ენერგეტიკა რომ ოკუპანტ რუსეთს მიჰყიდა, ეგ რომელ პატრიოტულ ნარატივში იჯდა?!

როდესაც პრეზიდენტი იყო, მსხვილი ჰესების აშენებას ღიად უჭერდა მხარს და ენერგოდამოუკიდებლობის გარანტადაც მიაჩნდა, ახლა კი მწვანეთა მოძრაობის მანტია მოირგო და საკუთარი ფბ გვერდიდან „ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს შეუერთდა, – წერს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ვერ ააგორეს რა თბილისში აქციები, ახლა მაშველ რგოლად თავად „ნაცოპოფლანგის“ მთავარი მენტორი მიხეილ სააკაშვილი ჩართეს და გულმხურვალე ბუნების დამცველადაც მოგვევლინა. „ჩემი პოზიცია ნამახვანჰესზე, ისედაც ცნობილია. ნებისმიერი მსხვილი ...

Read More »