Home » 2021 » February » 27

Daily Archives: February 27, 2021

მინდა ვუთხრა პოლიტიკოსებს, რომ ბიზნესს არ აინტერესებს მათი აბდაუბდის მოსმენა – ჭყონია

“მინდა ვუთხრა პოლიტიკოსებს და პარლამენტარებს, რომ ბიზნესს არ აინტერესებს მათი აბდაუბდის მოსმენა”-ეს განცხადება bm.ge-თან  ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გააკეთა. ის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ბიზნესის როლზე საუბრობს და პოლიტიკოსებს ბიზნესის კრიტიკის ნაცვლად ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს. “ბიზნესი მიეჩვია განვითარდეს, იპოვოს თავისი გაზა, მოუაროს თავის ბიზნესს. აღმოჩნდა, რომ ბიზნეს საზოგადოება გაცილებით პატრიოტულად არის განწყობილი ქვეყნის მიმართ და გაცილებით ერთგულია, ვიდრე პოლიტიკოსები, იმიტომ რომ ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: S&P Global-ის მიერ სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება მიანიშნებს, რომ საქართველო ისევ საინტერესოა პირდაპირი უცხოელი ინვესტორებისთვის

პერსპექტივა არის დადებითი, რაც ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია და ამავე დროს აღსანიშნავია, რომ უცვლელად დატოვების პროცესი მიანიშნებს, რომ საქართველო არის ისევ საინტერესო პირდაპირი უცხოელი ინვესტორებისთვის, – ამის შესახებ ექსპერტმა ანდრია გვიდიანმა განაცხადა. ექსპერტის თქმით, მოლოდინები მომდევნო წელს ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია და ამას სხვა საფინანსო ინსტიტუტებიც ადასტურებენ. „პერსპექტივა არის დადებითი, რაც ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია და ამავე დროს აღსანიშნავია, რომ უცვლელად დატოვების პროცესი ...

Read More »

გიორგი ხიშტოვანი: პანდემიის მართვის ამ ეტაპზე ხისტი მიდგომები აღარ ამართლებს

ეკონომისტები მთავრობას პანდემიის მართვის პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებენ. განმარტავენ, რომ 2021 წელს ეკონომიკისადმი ხისტი მიდგომები გაუმართლებელია. როგორც PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი, გოგა ხიშტოვანი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება მოსახლეობისთვის ძალიან მძიმე იქნება. „აშკარაა, რომ პანდემიის მენეჯმენტის ამ ეტაპზე სუპერ ხისტი მიდგომები აღარ ამართლებს. შესაბამისად, საჭიროა პოლიტიკის ცვლილება. ჩვენი მიდგომა იმით გამოირჩეოდა, რომ გვქონდა უკიდურესობები. თუ ჯანდაცვის მიმართულებით მდგომარეობა უარესდებოდა, ...

Read More »

„პანდემიის მიუხედავად, სარეიტინგო სააგენტოები და უცხოელი ინვესტორები ენდობიან საქართველოში გატარებულ რეფორმებს და ასევე რეფორმების სამომავლო კურსის ურყეობას“

„ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია ის, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა და პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, სარეიტინგო სააგენტოებიც და შემდგომში უკვე უცხოელი ინვესტორებიც ენდობიან საქართველოში გატარებულ რეფორმებს და ასევე რეფორმების სამომავლო კურსის ურყეობას,“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს „S&P“-ის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB“ დონეზე შენარჩუნების შესახებ. მინისტრის განცხადებით, ეს რეიტინგი საქართველოს პანდემიამდე ჰქონდა. „კიდევ ...

Read More »

5 680 ლარის შემოსავალი ორ კვირაში – ვინ არის საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორი

საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორის შემოსავლმა ორ კვირაში (2020 წლის 15-31 დეკემბერი) 5 680 ლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ გიორგი დანელია ამ პოზიციაზე 2020 წლის დეკემბერში დაინიშნა. 2021 წლის 14 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, დანელია ფლობს ავტოფარეხს თბილისში, რომელიც 2020 წელს აქვს შეძენილი. სხვა უძრავ-მოძრავი ქონება მის სახელზე არ ფიქსირდება. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, ...

Read More »

Reuters: გერმანიაში გაწრთვნილი ძაღლები COVID-19-ს 94%-იანი სიზუსტით ადგენენ

გერმანიაში ვეტერინარულმა კლინიკამ ძაღლები COVID-19-ის ამოსაცნობად გაწრთვნა, რის შემდეგაც მათ კორონავირუსის 94%-იანი სიზუსტით დადგენის უნარი აქვთ. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს. ვირუსით დაავადებულების ნერწყვის მაგალითზე, ძაღლები “კორონას სუნს”, რომელიც დაინფიცირებული ადამიანების უჯრედებიდან მოდის, მაშინაც აგნებენ, თუ ადამიანი უსიმპტომოა. გაწრთვნილი ძაღლები მგზავრებს შორის ვირუსის ამოსაცნობად, საპილოტე პროექტში ფინეთის ჰელსინკი-ვანტაას აეროპორტში სექტემბერში გამოიყენეს. ძაღლი დეტექტორები ასევე გამოიყენება ჩილეს სანტიაგოს საერთაშორისო აეროპორტში. შესაძლოა, მალე ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხალხმრავალ შეკრებებზე, ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 34 933 ტესტი ჩატარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 933 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 966 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 967 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 373 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 270 510-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 თებერვლის ...

Read More »

“საქართველოს რკინიგზამ” სამგზავრო გადაყვანა დღეიდან განაახლა

სამთვიანი პაუზის შემდეგ “საქართველოს რკინიგზამ” სამგზავრო გადაყვანები დღეიდან განაახლა. როგორც  “საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, მატარებლებმა მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობა დღეიდან დაიწყეს. მათი ინფორმაციით, კომპანია მოძრაობას შემდეგ რეისებზე აღადგენს: თბილისი-ბათუმი-თბილისი; თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; თბილისი-ფოთი-თბილისი და თბილისი-ქუთაისი-თბილისი. „რაც შეეხება კოვიდ 19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში ...

Read More »

ნიკოლოზ გაგუა – S&P Global-ის მიერ რეიტინგის შენარჩუნება ადასტურებს, მთავრობის მიერ გატარებულ გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის მიერ რეიტინგის შენარჩუნება ადასტურებს, მთავრობის მიერ გატარებულ გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე შენარჩუნებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ეს ადასტურებს, რომ მთავრობის მიერ გატარებული გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საფრთხე არ ემუქრება ქვეყნის ფისკალურ სტაბილურობას. „როგორც სარეიტინგო კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ რელიზშია აღნიშნული, ...

Read More »

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე შეუნარჩუნა

პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შემდეგ, კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB” დონეზე დატოვა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, მიუხედავად პერსპექტივის გაუარესებისა, რომელიც უპირატესად ტურიზმის გლობალური აღდგენის შესახებ სააგენტოს შეფასებას უკავშირდება, რეიტინგის შენარჩუნება ჩვენი მნიშვნელოვანი მიღწევაა. „მთავრობა კვლავაც ინარჩუნებს მიზანს – საქართველომ 2024 წლამდე ...

Read More »